შთაგონება უნიკალური შედევრების შექმნის ერთ-ერთ მთავარი სტიმულია, მაშინაც კი, თუ მთავარი მასალა ჭურჭლისა და მინის ნამტვრევებია. როგორც წესი, დამსხვრეულ ჭურჭელს ადამიანები ადგილს ნაგვის ურნაში მიუჩენენ ხოლმე. მაგრამ ამ მეოცნებე ფრანგმა ბატონმა ერთი შეხედვით "ნაგავს" სულ სხვა მიმართულება მისცა და საბოლოოდ უნიკალური შედევრის შემქმნელადაც იქცა.
არადა, მერძევეს 40 წლამდე არც კი შეუნიშნავს საკუთარ თავში ხელოვნებისადმი სწრაფვა. აზარტული გატაცება ხელოვნურ პროცესში გადაიზარდა, რომელიც მთელი 50 წელი გაიწელა, სამაგიეროდ, მერძევის სახელი მთელმა საფრანგეთმა გაიგო, მისი სახლი, ეზო და ძაღლის სახლიც კი მოზაიკურ შედევრად გადაიქცა.
მოზაიკა
საუკუნეების განმავლობაში გამოიყენება, როგორც თვითგამოხატვის ერთ-ერთი საშუალება ხელოვნებაში. საოცარი მოზაიკური ქმნილებები არსებობდა ძველად და არსებობს თანამედროვე ეპოქაშიც. არ არის აუცილებელი ის მაინცდამაინც საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში გვხვდებოდეს, ქალაქის ცენტრსა და სხვა ცნობილ ადგილებში, ადამიანს საკუთარი ხლის გაფორმებაც შეგიძლია მოზაიკით, როგორც ეს ქალაქ ლუვიეში მცხოვრებმა ფრანგმა ბატონმა რობერტ ვასერმა გააკეთა.
მან 1948 წელს აქ ოჯახისთვის პატარა სოფლის სახლი იყიდა, 1952 წელს კი მის გარემონტებას შეუდგა. საქმე ძველი, საზაფხულო სამზარეულოდან დაიწყო. მიუხედავად იმისა, რომ ოჯახის თავი 2 ადგილზე მუშაობდა, თანხები მაინც კატასტროფულად არ ჰყოფნიდა. ახალი ნივთების ყიდვას რომ ვერ ახერხებდა, ძველი ნიჟარა დამტვრეული ჭურჭლის ნამსხვრევებით გააფორმა. საკუთარი ნაშრომის შედეგის დანახვის შემდეგ კიდევ უფრო მეტი სტიმული მიეცა და გადაწყვიტა, სახლის სხვა დაზიანებული ადგილებიც მსგავსი ფორმით აღედგინა და გაელამაზებინა. ოჯახის წევრებიც გვერდში დაუდგნენ, რამაც კიდევ უფრო მეტი სტიმული მისცა.
მას შემდეგ ახლომახლო დასახლებაში დამტვრეულ და ძველ ჭურჭელს აღარავინ ყრიდა, ყველამ იცოდა, ვისთვის უნდა მიეცათ.
ფასადის რეკონსტრუქციის შემდეგ სახლის პატრონი ინტერიერზე გადავიდა, ამას მოჰყვა ბაღი, სადაც გაჩნდა მოზაიკის ლარნაკები, ჭა, შადრევანი, ფანჩატური და სხვა აქსესუარები.
აღსანიშნავია, რომ უბრალო მუშის ასეთი ენთუზიაზმი შეუმჩნეველი არ დარჩენილა, მის შესახებ ამბავი მთელ საფრანგეთს მოედო. ვინც ამ ქალაქში მოხვდებოდა ყველა ცდილობდა ამ ლამაზი ადგილის ნახვას. სახლს სახელიც კი დაარქვეს -დამსხვრეული ჭურჭლის სახლი. აქტუალობას არც დღეს კარგავს და ტურისტები სხვადასხვა ქვეყნიდან ჩადიან მის სანახავად.