20 წლის ალექსანდრე აბუსელიძემ ყველაზე მასშტაბურ და რთულ კონსტრუქციაზე მუშაობა დაასრულა. ამისთვის დასჭირდა 1 წელი და 300 000 ათასი (6250 კოლოფი) ასანთის ღერი... შექმნა SpaceX Starship -ის, ილონ მასკის კოსმოსური ხომალდის ანალოგიური კონსტრუქცია, რომლის სიმაღლე 3 მეტრს აღწევს, კონსტრუქცია შეიცავს რაკეტის დამჭერებს, ამწყობ მექანიზმებს, ლიფტს და ბევრ სხვა დეტალს...
"თავისი მასშტაბით აღნიშნული კონსტრუქცია რეკორდულია და მსოფლიოში მეორეა, გთხოვთ შემიფასოთ" - წერს სოციალურ ქსელში ალექსანდრე.
ახალგაზრდული საბჭოს თავმჯდომარე ალექსანდრე აბუსელიძე 20 წლისაა, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის მე-2 კურსის სტუდენტი,
ბათუმის საკრებულოსთან არსებული გენდერული საბჭოს წევრი, 2020-2021 წლებში სკოლა "ნიკე"-ს თვითმმართველობის თავმჯდომარე, დაამთავრა საერთაშორისო კოლეჯი ,"გოლდენ შეა", მზარეულის სპეციალობით. 2018-2019 წლებში ფორუმ "გაეროს ასამბლეის" ლიდერი დელეგატი იყო. გაიარა საკვალიფიკაციო ტრენინგები-ბრიუსელის BXL აკადემიასა და პრაღაში - ლონდონის ინსტიტუტში 2019 და 2022 წლის პერიოდში...
ალექსანდრე აბუსელიძე თავის მასშტაბურ ნამუშევარზე და სხვა მიზნებზეც გვესაუბრა...
- ალექსანდრე, როგორც კონსტრუქტორს უკვე ბევრი ნამუშევარი გაქვთ შექმნილი ასანთის ღერებისგან...
- დიახ, პირველი იყო საზაფხულო სახლი, რომელიც 12 000 ღერისგან არის აგებული. მაშინ ჯერ კიდევ არ მქონდა დახვეწილი აგების ტექნიკა. მეორე იყო ემფაიერ-სთეით-ბილდინგი, რისთვისაც სამი თვე და 13 000 ასანთის ღერი დამჭირდა. შემდეგ იყო ელექტრონული წისქვილი, რომელშიც პირველად გამოვიყენე ელექტრობა, დავამონტაჟე განათება და ბორბალი, რომელიც ბრუნავს. შემდეგ უფრო მასშტაბური მაკეტების გაკეთება დავიწყე: სკოლა "ნიკე", რომელიც დავასრულე, 41 000 ასანთის ღერისგან ავაწყვე. ყველა კლასი და გარეთა სივრცე ნამდვილის იდენტურია. ავაწყვე ბიგ-ბენის მაკეტიც, რომელიც ორიგინალის ზუსტი ასლია, რისთვისაც 8000 ღერი გამოვიყენე. რა თქმა უნდა, საათის მექანიზმი მუშაობს. ყველაზე შთამბეჭდავი და ურთულესი იყო "ვიზ ეარის" თვითმფრინავის მოდელი "ა 320", 21 000 ასანთის ღერით. ზუსტი და ანალოგიის არმქონე მაკეტია. რეკორდულად სწრაფ დროში, სამ კვირაში ავაწყვე.
საბოლოო ყველაზე მასშტაბურია "როიალ კარიბიანის" საკრუიზო ლაინერი 100 000 ასანთის ღერისგან, რომელშიც არის რესტორანი, სკვერი, მანათობელი კონსტრუქცია, ვერტმფრენი.. ამისთვის სამი თვე დამჭირდა. განაგრძეთ კითხვა