მხატვარ ნანა ტრაპაიძის შემოქმედება სავსეა ხალასი, ლაღი ფერებით, რომელიც განსაკუთრებულ განწყობას უქმნის მნახველს. მხატვრის შთაგონების წყარო ძველი თბილისი, ბათუმი და მზიანი სანაპიროა. ქალბატონი ნანას მეუღლე კი მოქანდაკე თემო კვეზერელი გახლავთ. როგორია ორი ხელოვანი ადამიანის თანაცხოვრება, რა გავლენას ახდენენ ისინი ერთმანეთის შემოქმედებაზე, ამ ყველაფერზე ქალბატონი ნანა გვესაუბრა.
- ადრეული ასაკიდან მშობლები მატარებდნენ სხვადასხვა წრეზე და თავისუფალ დროს ხატვაში ვატარებდი. არაფერმა გამიტაცა ისე, როგორც ხატვამ. ხატვით ვახერხებდი ჩემი ემოციის გამოხატვას. მას მერე იმ საქმეს ვაკეთებ, რაც ყველაზე ძალიან მიყვარს.
- რა გამოარჩევს
თქვენს ნამუშევრებს?
- ჩემი შემოქმედება ხშირად ერთი ამოსუნთქვით იქმნება. ვმუშაობ ტრადიციულ ტილოზე ზეთის საღებავებით, მაქვს ასევე გრაფიკული ნამუშევრებიც. ჩემი სტილი და ტექნიკა დროთა განმავლობაში ჩამოყალიბდა. მნიშვნელობას ვანიჭებ ფერების გრადაციას, ხაზს და რიტმს. ნამუშევრებს გამოვარჩევდი სქელი და ექსპრესიული მონასმებით. ბუნების სიყვარული, არქიტექტურული ობიექტები, მარინისტული თემატიკა ჩემი ინსპირაციის წყაროა. მუდმივად ძიების პროცესი თან ახლავს ჩემს შემოქმედებას. ძველი თბილისი განსაკუთრებულად საყვარელი თემაა ჩემთვის. ისტორიული სახლებით, პატარა ქუჩებითა და ჩიხებით, გადმოკიდებული აივნებით, ყველა ნაგებობა უნიკალურია თავისი ხასიათით. ვცდილობ ის სიძველე და განწყობა გადმოვცე. ჩემი შთაგონება უკავშირდება ბავშვობის მოგონებებს, კერძოდ - ბათუმს და მის მყუდრო სანაპიროს, რომელიც მრავალფეროვან კოლორიტს ქმნის.
- თქვენი მეუღლეც ხელოვანია. როგორია ხელოვანების თანაცხოვრება? ერთმანეთის ნამუშევრებს კრიტიკულად აფასებთ?
- ერთი პროფესიის ადამიანები ხშირად კამათობენ აზრთა სხვადასხვაობის გამო, ვინაიდან მე და თემო სხვადასხვა მხრიდან ვეძებთ სრულყოფილებას. მე ფერების საშუალებით, თემო კი მასალაში მუშაობით. ერთმანეთის მოსაზრება საინტერესო რჩევად იქცევა ხოლმე. ნამუშევრების მიმართ გვაქვს მოწონებაც და კრიტიკაც, რაც საბოლოო ჯამში კარგად აისახება ჩვენ ნამუშევრებზე.
- მეუღლეს თუ ეხმარებით რესტავრირების დროს? თქვენც გიტაცებთ ეს საქმე?
- დიახ, საინტერესო და სახალისო პროცესია ძველ ნივთებთან ურთიერთობა, ამ ნივთებს თავიდან ვანიჭებთ ახალ სიცოცხლეს ჩვენი გემოვნებით. ხესთან მუშაობა სასიამოვნო პროცესია და დადებითი ენერგია მოდის. თემო თავისუფალ დროს ხატავს თავის კომპოზიციებს. შეარჩევს რომელიმე მათგანს და ამ მასალაში იწყებს განხორციელებას. მისი შემოქმედება კრეატიული და განსხვავებულია, აქვს დამახასიათებელი ფორმები, ის გამოყენებითი ხელოვნების კუთხითაც მუშაობს. პერიოდულად ერთობლივ გამოფენებსაც ვმართავთ. გვყავს ხუთი ქალიშვილი, ყველაზე დიდი გულშემატკივრები და კრიტიკოსებიც ჩვენი შვილები არიან.
მერი ბლიაძე