გიორგი გულედანი ხეზე კვეთის ოსტატია. მართალია, ჩვენ ამ საქმის მიმართ ინტერესის გამო დავუკავშირდით მას, მაგრამ საუბარში აღმოჩნდა, რომ მრავალმხრივ განვითარებული და საინტერესო ადამიანია. გატაცებულია ფოტოგრაფიით, ტურისტებისთვის აორგანიზებს ტურებს და აცნობს საქართველოს, სტუდენტობისას მღეროდა მისსავე ჩამოყალიბებულ მუსიკალურ ჯგუფში, ცოტა ხანს იყო ემიგრაციაში ისრაელში, სადაც სამხედრო სამსახური გაიარა და შემდეგ ისევ სვანეთს დაუბრუნდა. მუდმივად სწავლობს, ვითარდება და საოცარ ნამუშევრებს ქმნის, გადააქვს ქართული ორნამენტები და სვანეთის ხედები ხეზე, მინაზე. ხისა და ვიტრაჟის მიქსი ქართული დეტალებით მისი გამორჩეული ხელწერაა.
გიორგი გულედანი
- დავიბადე და გავიზარდე მესტიაში. ვსწავლობდი კავშირგაბმულობაზე
ტექნიკურ უნივერსიტეტში, რომლის დასრულების შემდეგ ისევ მესტიაში დავბრუნდი და დღემდე აქ ვცხოვრობ. დავიწყე მუშაობა და პირველი ხელფასით ვიყიდე მუსიკალური საკრავი ტამტამი (იღიმის). დაბალი ხელფასი მქონდა და გადავწყვიტე საზღვარგარეთ წასვლა, კერძოდ, ისრაელში, სადაც გავიარე ჯარი, გარკვეული პერიოდის შემდეგ დავბრუნდი საქართველოში და დავიწყე ტურისტებისთვის, ებრაელებისთვის, საქართველოს გარშემო ტურების ორგანიზება, ამას დღემდე ვაკეთებ სხვა საქმეების პარალელურად.
რაც შეეხება ხეზე კვეთას, ბავშვობიდან ვუყურებდი, როგორ მუშაობდა მამაჩემი ხეზე, საეკლესიო კარებს აკეთებდა, სვანურ ავეჯს. მოგეხსენებათ, სვანური სახლი მაჩუბი ხეშია ნაკვეთი, კედელი, რომლითაც საქონლის სადგომი და ადამიანის სამყოფელია გამოყოფილი, ყოველთვის გაკეთებული იყო ჩუქურთმაში, სულ ამ პროცესს ვუყურებდი. ეტყობა გენშიც გვაქვს ამ საქმის სიყვარული და არ ვარ გამონაკლისი. ზოგადად ქართველებს გენში გვაქვს ხელოვნების სიყვარული, სვანეთში ყველა ოჯახში ნახავთ ხეზე „ამოჩორკნილს“, ზოგი გამოჩენილი ოსტატია, ზოგს - ჰობის დონეზე აქვს. მეც ბავშვობაშივე ჩემი ნახატები გადამქონდა ხეზე და რაღაც-რაღაცებს ვაკეთებდი, მაგრამ ბოლო პერიოდში უფრო ხშირი ხასიათი მიიღო ხეზე მხატვრობა-მუშაობამ, უფრო და უფრო შემიყვარდა და ცხოვრების წესი გახდა ჩემთვის, დაძაბულია ცხოვრება და როცა მინდება განტვირთვა, გულს ვაყოლებ.
- ტამტამი ვიყიდეო თქვით, მუსიკითაც ხართ გატაცებული?
- როგორც ყველა ქართველი, მეც ახლოს ვარ მუსიკასთან, შეხებაც მქონდა გარკვეულწილად, ბავშვობიდან ვუსმენდი ბრიტანულ მუსიკას - „ბითლზები“, "პინკ ფლოიდი" და ა.შ. სტუდენტობაში ჯგუფიც ჩამოვაყალიბეთ, მაგრამ საკრავების ნაკლებობას განვიცდიდით და ჩემი პირველი ხელფასით სწორედ ეს სურვილი ავისრულე, შევიძინე ტამტამი. ახალგაზრდა რომ ხარ, პოპულარობა გინდა, ხან რას მიედები, ხან - რას, ვიკრიბებოდით საკუთარი სიმღერებიც გვქონდა, მაგრამ ვერ ჩავწერეთ სხვადასხვა მიზეზის გამო, მერე გულიც აგვიცრუვდა და სხვა ინტერესები გაგვიჩნდა.
- როგორ გაიხსენებთ ემიგრაციის პერიოდს, რატომ გადაწყვიტეთ, ჯარი ისრაელში გაგევლოთ?
- 5 წელი ვიცხოვრე ისრაელში, ყოველთვის მიზიდავდა ჯარის ცხოვრება. თბილისში რომ ვსწავლობდი უმაღლესში, იქ გავდიოდით სამხედრო ლექციებს, მიყვარდა ჯარი და საქართველოში რომ ვერ მივიღე ის, რაც მინდოდა, გადავწყვიტე, იქ გამევლო. რეალურად, ისრაელში ჯარის გარეშე კარიერას ვერც აიწყობდი, ჯარის დიდი პროპაგანდა იყო, მეც დავინტერესდი და სამი წელი ვიმსახურე. ბევრი რამ ვისწავლე, უფრო თავდაჯერებული გავხდი, თავდაცვის მხრივაც უფრო გაბედული ხდები. ჯარის შემდეგ 2 წელი დავყავი ისევ ისრაელში და შემდეგ დავბრუნდი.
- რთული იყო ის პერიოდი, როცა საქართველოში არ იყავით?
- რთული არ იყო, რადგან ძალიან გვერდში მდგომი ხალხი ცხოვრობს, რომ გაიგებენ, ქართველი ემიგრანტი ხარ, ახალი ჩამოსული, ყველანაირად გეხმარებიან, მხარს გიჭერენ. მოდიოდნენ მეზობლები, ზოგს მაცივარი მოჰქონდა, ზოგს - სხვა საყოფაცხოვრებო ნივთი, მეგონა, უნდა მეყიდა, მაგრამ არა, მჩუქნიდნენ, რომ იქ საცხოვრებელი პირობები მქონოდა. საერთოდ არაფერი მიიყიდა იქ სახლისთვის, ყველაფერი მეზობლებმა მომცეს. რომ ხედავ, ასეთ პატივს გცემენ, გვერდში გიდგანან, მერე აღარ გიჭირს. თან ებრაელები ხელოვნების მოყვარულები არიან, ჩვენი არ იყოს, იქაც ყველა მღერის, მაგრამ ჩვენს ფოლკლორთან ახლოს ვერ მოდის ვერცერთი ქვეყანის ფოლკლორი. მოგეხსენებათ, ისრაელი პატარა მსოფლიოა, რადგან სხვადასხვა ქვეყნიდან ჩასული ემიგრანტები არიან იქ, ვისმენდი სხვადასხვა ქვეყნის ფოლკლორს, მაგრამ ჩვენი - სულ სხვაა, თავადაც გაოცებულები იყვნენ ჩვენი მრავალხმიანობით.
- რომ ჩამოხვედით ხეზე კვეთას სერიოზულად მერე მოკიდეთ ხელი? მამაზეც მოგვიყევით, რომელიც ამ საქმის ოსტატია...
- მამა პროფესიით ეკონომისტია, მისთვისაც ჰობი იყო ხატვა და ხეზე კვეთა, მაგრამ მერე ისეთი პროფესიონალი გახდა, რომ იყო პერიოდი, როცა ეს საქმიანობა ჩვენი შემოსავლის ძირითადი წყარო გახდა. სულ გული მწყდებოდა, როცა მამას ნამუშევრები სახლიდან გადიოდა, იმიტომ, რომ მართლა სხვანაირი ხელი აქვს, გამორჩეული, მამაჩემის ნამუშევარი განსხვავდება ყველა ოსტატისგან, ოღონდ ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ მამაჩემია.
შალვა გულედანი
პეკინზე გულედანებმა, აჩიკო გულედანის მამამ, ააშენა ეკლესია, სადაც სრულიად შემთხვევით მოვხვდი. კარი რომ დავინახე, ვიფიქრე, წარმოუდგენელია, ეს მამაჩემის გაკეთებული არ იყოს-მეთქი, დავურეკე და ვკითხე და დამიდასტურა, ჩემ მიერ გაკეთებული კარი კიდია მანდო.
რაც შეეხება იმას, თუ მე რატომ ვმუშაობ მე ხეზე ასე მასიურად, ხელოვნება სულ მიყვარდა, მხატვრობა, ხეზე კვეთა ბავშვობიდან იყო ჩემს ცხოვრებაში, ასევე დავინტერესდი მინაზე მუშაობით, ვიტრაჟებით. ინტერნეტში ვნახე ვიტრაჟული ნამუშევრები, რომლებიც გულში ჩამივარდა და ვთქვი, აუცილებლად უნდა გავაკეთო-მეთქი. მამიდაჩემის მეუღლე და ზოგადად მთელი ოჯახი ხელოვანები არიან, ამ საქმეზე მუშაობენ, მათთან გავიარე რამდენიმე გაკვეთილი და მეც დავიწყე მინაზე მუშაობა, შევახამე ხეზე კვეთა და ვიტრაჟები ერთმანეთთან და ახლა ამით ვარ დაკავებული.
დაწყებული მაქვს პროექტები ვიტრაჟისა და ხის მიქსია, ძალიან ლამაზი გამოდის, ხეზე ჩუქურთმები ქართული იქნება.
- შეკვეთები საქართველოდან გაქვთ, თუ უცხოეთიდან?
- ახლა რომელი შეკვეთაც გამაქვს, ის ისრაელიდან შემიკვეთეს, ტურისტები რომ იყვნენ ჩამოსულები, ჩემი ნამუშევრები ნახეს და ძალიან მთხოვეს სვანეთის ხედი გამეკეთებინა და წამეღო. ორნამენტები კი არ მოითხოვეს, არამედ კოშკები, სახლები. მე ჩემი ინიციატივით ჩავუსვი ქართული ტრადიციული ელემენტები. საკმაოდ შრომატევადი საქმეა მუშაობა დანით და ჩაქუჩით, დიდ დროს მოითხოვს, ვცადეთ საქმის გამარტივება სპეციალური მოწყობილობით, მაგრამ ის ეფექტი არ აქვს და ამით არ ვმუშაობთ არც მე და არც მამა, ხელოვნურის ეფექტს იძლევა. მამაჩემი „ლაქსაც“ კი არ იყენებს ხეზე, რადგან უკარგავს ბუნებრიობას.
- როგორც ვიცი ფოტოგრაფიითაც ხართ დაინტერესებული...
- ფოტოგრაფიამ შემიკლა ხელში, რაც არ უნდა კარგი და ძვირად ღირებული აპარატი იყიდო, მერე გჭირდება სხვადასხვა ობიექტივი, ყველას თავის სპეციფიკა აქვს და ამასობაში „გავიწეწე“ (იცინის). ძალიან მიყვარს პორტრეტების გადაღება, მაგრამ ბოლო პერიოდში ვერ ვიღებ, თითქოს აღარავის არ უნდა სურათის გადაღება, ერიდებიან კამერას. პეიზაჟებისა და არქიტექტურის გადაღებაც ძალიან მიყვარს. წარმოუდგენელია ცხოვრობდე საქართველოში, უყურებდე ბუნებას და არ გინდოდეს, ფოტოზე აღბეჭდო, თვალით კი იმახსოვრებ ამ სილამაზეს, მაგრამ ფოტო - სხვაა.
- შვილები თუ გყავთ და თუ მოსწონთ თქვენი საქმიანობა?
- კი, მეუღლე და ორი შვილი მყავს ქალ-ვაჟი. რომ ნახოთ, რა დღეში ვარ ხეზე მუშაობის დროს, მიხვდებით ყველაფერს. ერთი ერთ ხელსაწყოს ამაცლის, მეორე - მეორეს და ვარ ასე, მათთან მორიგებაში მუშაობის დროს. თუმცა, ამ ყველაფრის ყურება მოქმედებს მათზე, გემოვნებას აყალიბებს, ინტერესს უვითარებს.
- სხვადასხვა ინტერესი და საქმიანობის სფერო გაქვთ, საკუთარ თავს რომელ საქმეში ხედავთ, უფრო ხეზე კვეთის ოსტატი ხართ?
- ერთს ვერ ვიტყვი, იმიტომ, რომ ძალიან მიყვარს ფოტოგრაფია, ხატვა, ხესა და მინაზე მუშაობა, მგონი ეს ყველაფერი ერთმანეთს ხელს არ უშლის.
- არ გწყდებათ ხოლმე გული, როცა თქვენი ნამუშევრები მიდის თქვენგან?
- თავიდან არ მიჭირდა ნამუშევრების გასხვისება, მაგრამ ახლა და ახლა გული მწყდება, იმიტომ კი არა, რომ არ მინდა, სხვას ვასიამოვნო ამით, უბრალოდ იმიტომ, რომ ჩემთან აღარ არის. ნამუშევრებს რომ ვუყურებ სახლში, სულ სხვა აურაა, ყველას თავისი ისტორია, ემოცია და სირთულე აქვს.
- ორი ერთნაირი ნამუშევარი თუ შეგიქმნიათ?
- წარმოუდგენელია ორი იდენტური ნამუშევრის გაკეთება, მიმსგავსებული შეიძლება, თუ ადამიანი გთხოვს, მაგრამ ზუსტად ერთნაირი არც გამოვა. ეს ხომ შემოქმედებითი პროცესია, ყოველთვის ერთ ხასიათზე, ერთი განწყობით ვერ გააკეთებ. ჩემი მეუღლის ბაბუამ მთხოვა, ენაგამოყოფილი კაცი გამეკეთებინა მისთვისაც, შევუსრულე თხოვნა, მაგრამ ზუსტად იგივე არ არის, მიმსგავსებულია.
ციცი ომანიძე