რაჭისკენ მიმავალი მგზავრები ხშირად ჩერდებიან ტყიბულელი ანჟელა არაბიძის სახლთან, ფოტოებს უღებენ ორიგინალურ სახლს და სოციალურ ქსელში ათავსებენ. "ერთ დღეს ჩემს ბიძაშვილს ვთხოვე, დამხმარებოდა, რომ აივანზე წყარო გამეკეთებინა. ბევრი დამცინოდა, კორპუსის მეორე სართულზე, აივანზე, წყარო ვის გაუგიაო! მოკლედ, დავიწყე წყაროს გაკეთება და გამომივიდა. მომივიდა იდეა, თიხაზედაც შემექმნა მსგავსი სილამაზე და, ესეც გავაკეთე", - ამბობს ანჟელა არაბიძე და გვიამბობს, როგორ შექმნა ფერადი კენჭებით ნანატრი სამყარო.
- ჩემთვის დიდი დღესასწაულია, როცა ბუნებაში იმას ვპოულობ, რაც ცხოვრებას მიხალისებს! ვერ დავითვლი, იმდენად ხშირად ვლაშქრავ ახლომახლო
მდებარე ტერიტორიებს, განსაკუთრებით ნაქერალასა და ცხრაჯვარს. ძალიან მომწონს პეიზაჟების გადაღება. გზად მიმავალი ხშირად ვპოულობ განსხვავებულ ქვებს და შინ წელმოწყვეტილი, დატვირთული მოვდივარ. ქვების მოსაგროვებლად შორსაც წავსულვარ, მაგალითად ციხისძირში, ქობულეთსა თუ რაჭაში... ლამაზი ქვები ვიპოვე ჩემს საყვარელ სოფელ მუხურაშიც, სადაც ულამაზესი და ხმაურიანი ჩანჩქერი გადმოედინება. ჩემს სოფელში არის სალოცავი - ელდათის წმინდა გიორგი, რომელიც ძნელად მისასვლელ ადგილასაა. ჩემმა ნათლულმა ჯუბია ბოჭორიშვილმა იქაურობა კარგად გამაცნო. იქ არის ადგილი, სახელად ქვერუნა, სადაც წყალი დიდ სიღრმეში ჩაედინება. სწორედ იქ ვიპოვე საინტერესო ქვები და არც დავფიქრებულვარ, ისე წამოვიღე. ერთხელ ჩემი ქვები შორს გადაყრილი ვიპოვე და ძალიან გავბრაზდი. ყველამ ხომ არ იცის, ჩემთვის რამდენად ძვირფასია ისინი და რამდენი ენერგია და დრო მაქვს მათთვის დათმობილი. მეზობელი მეკითხება, როგორ იცანი, იქნებ შენი არც არისო? ვუთხარი, შეიძლება თქვენ ვერ გიცნოთ ქუჩაში, მაგრამ ჩემს ქვას ნამდვილად ვიცნობ-მეთქი. განაგრძეთ კითხვა
- ჩემთვის დიდი დღესასწაულია, როცა ბუნებაში იმას ვპოულობ, რაც ცხოვრებას მიხალისებს! ვერ დავითვლი, იმდენად ხშირად ვლაშქრავ ახლომახლო