წყვილი, რომელსაც საერთო საქმე და თიხის სიყვარული აკავშირებს

თავდაპირველად ჩემი ყურადღება წითელი თიხით დამზადებულმა, ხელით მოხატულმა სხვადასხვა ფორმისა და დიზაინის ყვავილების ქოთნებმა მიიქცია, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, პროდუქცია საკმაოდ მრავალფეროვანია.

თეონა დვალიძე:

- პროფესიით მხატვარი-გრაფიკოსი ვარ. სკოლის პარალელურად სამხატვრო სკოლა-ათწლედში ვსწავლობდი, სადაც ფერწერის კურსი დავამთავრე, ხოლო სამხატვრო აკადემიაში დაზგური გრაფიკა. ათწლედში ბევრ საინტერესო სფეროს შევეხე. გვასწავლიდნენ: ხატვას, ძერწვას, ქსოვას, კერვას და ა.შ. მიუხედავად იმისა, რომ ხატვა ბავშვობიდან მიყვარდა და დღემდე ჩემი საყვარელი საქმიანობაა, ყოველთვის მიზიდავდა ისეთი საქმე, რასაც სჭირდებოდა ხელის შეხება, ანუ ხელსაქმე. ამიტომ ყოველთვის ვეძებდი ისეთ რამეს, რომელიც ერთმანეთს
შეერწყმებოდა, სადაც შევძლებდი ნამუშევრის ჩემი ხელით დამზადებას და თან დიზაინზე მუშაობას. კერამიკამ რომ დამაინტერესა, ალბათ ამაში დიდი როლი ჩემს ოჯახსაც მიუძღვის, რადგან დედაჩემს და ბებიას ძალიან უყვართ კერამიკული ნაკეთობები. აკადემიაში სწავლის პარალელურად, მუშაობა ჯერ ერთ-ერთ სახელოსნოში დავიწყე, მერე მეორეში და იმ პერიოდში ბევრი პრაქტიკული რამ შევისწავლე. ამასობაში სწავლა დავასრულე და სურვილი გამიჩნდა, ჩემი პირადი საქმე მქონოდა. თან, თიხამ თავი ისე შემაყვარა, გულს სხვა ვეღარაფერს ვუდებდი. ფაქტობრივად, ყველაზე ბუნებრივი მასალაა, რომელშიც რამდენიმე ელემენტია გაერთიანებული: მიწა, ცეცხლი, წყალი. დიზაინსა და ფორმაზეც შენ მუშაობ, საინტერესო პროცესია გამოწვაც და საღებავების შერჩევაც, რომელიც ნივთზე ყოველთვის სხვადასხვაგვარად ჯდება. ეს ექსპერიმენტები ძალიან მიმზიდველია და თიხამ თავი ამითაც შემაყვარა. კერამიკა იმდენად მრავალფეროვანია, დღესაც სწავლების პროცესში ვარ და ყოველდღე სიახლეებს ვაწყდები, აქედან გამომდინარე, ალბათ ბოლომდე ვერასდროს ამოვწურავ. განაგრძეთ კითხვა

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები