ხელსაქმე ძალიან კარგი გატაცებაა, ზოგისთვის კი ძირითადი საქმიანობაც. ასეთ ადამიანებს იმდენი საჭირო ნივთი უგროვდებათ, მაგრამ ყოველთვის როდი აქვთ იმდენი სივრცე, რომ ყველა ნივთს თავისი ადგილი მიუჩინონ.
ჩვენ შემოგთავაზებთ ძალიან საინტერესო და რაც მთავარია, მარტივ საშუალებას, თავად გააკეთოთ მაგიდა, რომელშიც თქვენი ყველა ნივთისთვის მოიძებნება ადგილი.
ამისთვის დაგჭირდებათ მრავალსათავსოიანი სამი ცალი წიგნის სტელაჟი.
წინასწარი გაზომვის შემდეგ ის უნდა დაამაგროთ ჭანჭიკებითა და ფიცრებით კედლიდან საჭირო დაშორებით.
მიამაგრეთ მსგავსი კონსტრუქციის მეორე სექცია. ზემოდან დაუმაგრეთ ზედაპირი. სივრცე და სამუშაო ადგილი მზად არის. აქ თავისუფლად მოთავსდება 2