როგორ შევქმნათ 10 წუთში სახლის საოცარი დეკორი - ხელოვანი დაქალების მასტერკლასი

თათია ი და ნაზი ნატროშვილი ბავშვობის მეგობრები არიან. ერთად დიდ დროს ატარებენ. ეს დრო უქმად დაკარგული რომ არ ყოფილიყო, გადაწყვიტეს, სახლის დეკორაციების შექმნა ეცადათ და იდეამაც გაამართლა. ისინი ულამაზეს დეკორაციებს ქმნიან და ხშირად გარშემო მყოფების შექებასაც იმასახურებენ. მათ არაჩვეულებრი იდეა მოგვაწოდეს, როგორ შევქმნათ 10 წუთში ჩვენი სახლის გასალამაზებლად მარტივი და დახვეწილი დეკორაცია.

თათია:
- ბავშვობიდან ვმეგობრობთ. ერთხელ ქორწილი გავაფორმეთ ერთად და იმდენად კარგი გამოგვივიდა, მივხვდით, რომ გვქონდა დეკორაციების შექმნის ნიჭი. გადავწყვიტეთ, გვეცადა სახლის დეკორაციების და სუვენირების შექმნა. ეს უფრო გამოსდეგი და პრაქტიკულია.

სახლში რაც გვქონდა გამოუსადეგარი ნივთები, ბოთლები, ბაწარი, გიპიურის ნაჭრები და ა.შ., გამოვიყენეთ და შედეგმა მოლოდინს გადააჭარბა (იღიმის). ორივეს განსხვავებული პროფესია გვაქვს და ვმუშაობთ, ეს არის ჩვენი ჰობი. დასვენების დღეებში, როცა ერთად ვართ, ათას რამეზე ვსაუბრობთ და თან დროს უქმად არ ვკარგავთ. შემდეგ, როცა ჩვენი შრომის შედეგს ვხედავთ, ძალიან დიდ სიამოვნებას და სიამყეს განვიცდით.

- მეგობრები როგორ აფასებენ თქვენს ნამუშევრებს?

ნაზი:
- ძალიან მოსწონთ და ხშირად გვთხოვენ გავუკეთოთ ესა თუ ის დეკორაცია. ეს დადებითად მოქმედებს ჩვენზე, გვემატება ენთუზიაზმი, უფრო და უფრო მეტის გაკეთების სურვილი გვიჩნდება. ჩემს სამსახურში ძირითადად გოგოები ვართ და იქ განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს ჩვენი ნამუშევრები. თავდაპირველად რასაც ვაკეთებდით, უმეტეს ნაწილს გავაჩუქებდით ხოლმე, ახლა უკვე გადავწყვიტეთ, რეალიზებაც მოვახდინოთ. დეკორატიული ბოთლები მარტო იტერიერის გასალამაზებლად არ გამოდგება, ქორწილებშიც ძალიან აქტუალურია.

- ბოთლების გარდა რა მასალას იყენებთ დეკორაციის შესაქმელად?

თათია:
- თავიდან დავიწყეთ ბაწრებით. ეს იყო პირველი იდეა, რომელიც მოგვივიდა, შემდეგ შემოვიტანეთ ფერდი ძაფები, ღილები, გიპიური, ბისერები, მძივები, ფერადი პულივიზატორები, ბრჭყვიალეები, ჩხირები და ა.შ. ნაზის და ცხოვრობს საფრანგეთში და იქიდან გვიგზავნის ხარისხინ მასალას. თითოეული დეკორაცია ჩვენი ფანტაზიის ნაყოფია. როცა მათ გაკეთებას ვიწყებთ არასოდეს ვიცით რა გამოვა. შეიძლება დავგეგმოთ რაღაც დეკორის გაკეთება, მაგრამ გზადაგზა ისე შევცვალოთ, სულ სხვა ნამუშევარი მივიღოთ ბოლოს.


- რა ნივთები გაქვთ შექმნილი?
- ძირითადად ვაკეთებთ სასანთლეებს, საყვავილეებს, კედლის დეკორაციებს, კოსმეტიკის შესანახ ზარდახშებს. ძალიან გვინდა, ეზოს დეკორაციების შექმნაც დავიწყოთ.

- რამდენი დრო და ძალისხმევა დასჭირდება ადამინს, რომელსაც აქვს სურვილი სახლის გასაფორმებლად საკუთარი ხელით შექმნას ლამაზი დეკორაცია?
- ამისათვის დროც და სახსრებიც მინიმალურია საჭირო. ჩვენ ვასწავლით "შინის" მკითხველს, 5-10 წუთში შექმნას ულამაზესი დეკორაცია და გაალამაზოს სახლის ინტერიერი. ამისთვის დაგვჭირდება ჩვეულებრივი ბოთლი, ორმაგი, წებოვანი ქაღალდი, ბაწარი, ჩხირები და ბაფთა. ბოთლს დავახვევთ ორმაგ წებოვან ქაღალდს და 2 წუთის შემდეგ ისევ შემოვაცლით, ამით ბოთლის ზედაპირი ხდება წებოვანი და სხვა მასალას კარგად აფიქსირებს. გარშემო შემოვუწყობთ ჩხირებს და შემოვახვევთ ბაწარს, ბოლოს გამოვნასკვავთ და ნასკვთან დავამაგრებთ ბაფთას. ჩვენი დეკორაციაც მზადაა.

ნაზი:

- ვიღებთ პატარა ზომის ქილას და წებოვან ქაღალდს ვახვევთ იგივე პრინციპით, როგორც პირველ მასტერკლასში გავაკეთეთ. წებოვან ქილას ვაყრით ბრჭყვიალებს, სასურველ ფერებს და თითით ფრთხილად ვანაწილებთ ქილაზე. ამ შემთხვევაში შევახამეთ იასამნისფერი და ლურჯი. ბოლოს ბრჭყვიალეებს ვაფიქსირებთ პულევიზატორით. დეკორაცია შეიძლება გამოვიყენოთ კოსმეტიკური ნივთების, ტუჩსაცხის, ტუშის, კონტურის და ა.შ. შესანახად, ან საკაცელარიო ნივთების მოსათავსებლად.



მერი ბლიაძე

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები