როგორ გამოვცვალოთ დივნის შალითა ძალიან მარტივად? - მასტერკლასი

ზოგიერთ ადამიანს ცვლილებები ძალიან აშინებს, ზოგს კი პირიქით, ცვლილებების გარეშე ცხოვრება ვერ წარმოუდგენია. მაგალითად, ბევრს ახალისებს რემონტი ან თუნდაც სავარძლებისა და ავეჯის შეცვლა, რომელიც მთლიანად გადაასხვაფერებს ხოლმე ინტერიერს.

თქვენ ფიქრობთ, რომ ავეჯის შეცვლა საკმაო ხარჯებთან არის დაკავშირებული? გეთანხმებით. თუმცა არსებობს ამ პრობლემის მოგვარების ბევრად მარტივი და რაც მთავარია, იაფი გზა.
თუ გსურთ განაახლოთ თქვენი მისაღები ოთახი და საამისოდ არც დრო გაქვთ და არც სახსრები, გირჩევთ, ჩვენს ხერხებს მისდიოთ. გთავაზობთ ძალიან ადვილ და ძალზე ეფექტურ გასტერკლასს.

იმისათვის რომ გაანახლოთ ძველი სავარძელი ნ  თქვენ დაგჭირდებათ:

1. სქელი ნაჭერი ან დივნის

გადასაფარებელი
2. მაკრატელი
3. სამშენებლო სტეპლერი

ამ შემთხვევაში გამოყენებულია ავეჯის გადასაფერებელი, თუმცა უბრალო ნაჭერიც გამოგადგებათ.

გადააფარეთ ნაჭერი დივანს. ზედმეტი ნაჭერი ფრთხილად მოაჭერით. ეცადეთ ნაჭერი სწორად მოჭრათ. გადაწიეთ ნაჭერი უკან და მოაშიშვლეთ დასაჯდომი ადგილი, ისე როგორც სურათზეა ნაჩვენები. ეცადეთ შეუკეცოთ კიდეები.

აიღეთ სტეპლერი და მიასტეპლერეთ ნაჭერი ხეს. ეცადეთ ნაკერები შეუმჩნეველ ადგილას გააკეთოთ.
დასაჯდომი ადგილისთვის გამოიყენეთ ცალკე ნაჭერი. გახსოვთ ნაჭერი, რომელიც მოჭერით? ის დაგეხმარებათ უშნო ადგილების დაფარვაში.
თქვენი დივანი აბსოლუტურად გაახლებულუია? როდესაც მოგბეზრდებათ, შეგიძლიათ სხვა ნაჭრით შეცვალოთ.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები