ბებოს ძველი კამოდისგან მამამ შვილს საოცარი რამ გაუკეთა

ბევრ პატარა გოგონას უყვარს სამზარეულოში ფუსფუსი და დედიკოს დახმარება, თუმცა ეს დახმარება ხშირად შემაწუხებელი არის ხოლმე მშობლებისთვის. ბავშვის გართობა და ამავდროულად სამზარეულოში ფუსფუსი კი იმ შემთხვევაში იქნება მოსახერხებელი და სასარგებლოც კი, თუ ჩვენს პატარას საკუთარ, სათამაშო სამზარეულოს მოვუწყობთ.
გთავაზობთ შესანიშნავ ხერხს, როგორ შეიძლება გადავაქციოთ ძველი, უკვე გამოუსადეგარი კომოდი მშვენიერ სათამაშოდ. სწორედ ეს ძველებური, საბჭოთა კავშირის დროინდელი კომოდი გახლავთ ჩვენი საქმიანობის ობიექტი.


შეიძინეთ საჭირო დეტალები, ფურნიტურა, სამაგრები და საკიდები. კარადა დაშალეთ, გააშალაშინეთ და შეღებეთ სხვადასხვა მხიარულ ფერად.
გაზქურისთვის გამოგადგებათ ძველი კომპაქტდისკები, ნიჟარისთვის კი

მეტალის ჯამი გამოიყენეთ.

თუ გნებავთ, რომ თქვენს გაზქურას ჩართული გაზქურის იმიტაცია მიანიჭოთ, შეგიძლიათ სამზარეულოს შუქდიოდური ნათურები ჩაუმონტაჟოთ.

ყველაფერ ისე გამოიყურება, როგორც ნამდვილი, არავითარი პლასტმასი. დაგვეთანხმებით, დაკარგული დრო და ძალისხმევა ღირდა წვალებად, სამაგიეროდ, თქვენი შვილი ძალიან ბედნიერი იქნება.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები