ამჯერად ფაქტიურად არაფრისგან შემოგთავაზებთ შესანიშნავი დეკორატიული ხალიჩის გაკეთების მეთოდს. ასეთ ხალიჩას წარმატებით მოუძებნით ადგილს როგორც საბავშვო ოთახში, ისე საძინებელსა თუ მისაღები ოთახისთვის.
თუ კერვით ან ქსოვით ხართ გატაცებული, დროთა განმავლობაში აუცილებლად დაგიგროვდებოდათ სხვადასხვა ფერის ძაფები თუ ლასკუტები. ჰოდა, მოდით ისე მოვიქცეთ, რომ ეს ნარჩენები მიზნობრივად გამოვიყენოთ. გავაკეთოთ ფუმფულა ნოხი.
ამისათვის თქვენ დაგჭირდებათ:
ნაჭერი
საქსოვი ძაფები
მაკრატელი
ნემსი და ძაფი
გავაკეთოთ პომპონები. ეს ჩვენი ნოხის მთავარი შემადგენელი ნაწილია. პომპონებს ხელით დავამზადებთ.
დავიხვიოთ ხელზე შალის საქსოვი ძაფი, 40 ფენა მაინც. რაც უფრო სქლად
როდესაც საკმარისად დავიხვევთ, მოვჭრით ძაფს და მოვიხსნით ხელიდან.
დახვეულ ძაფს შუაში გადავახვევთ.
გავჭრით შუაში, გავუსწორებთ ბოლოებს.
პომპონი მზად არის.
უნდა გავაკეთოთ გარკვეული რაოდენობის ასეთი პომპონები. ამ პომპონებმა მჭიდროდ და მთლიანად უნდა დაფაროს ჩვენი ნაჭერი.
რაც შეეხება საბაზო ნაჭერს, ამ შემთხვევაში შეგიძლიათ მოიშველიოთ თქვენი ფანტაზია და ნაჭერს სასურველი ფორმა მიანიჭოთ, ეს შეიძლება იყოს რგოლი, ოვალი ან სულაც რომელიმე ცხოველი.
ეცადეთ პომპონები ერთმანეთთან მაქსიმალურად ახლოს დააკეროთ.
ასეთი პატარა ხალიჩა შეგიძლიათ დააფინოთ როგორც იატაკზე ისე სკამზე, სავარძელზე და ა.შ.