როგორ განვაახლოთ დივნის დაზიანებული შალითა - საჭირო და მარტივი რჩევები

რბილი ავეჯი ძალიან კომფორტული მოსახმარი კი არის, თუმცა მოფრთხილებაც სათანადო სჭირდება. მარტო ტანსაცმელი როდი ძველდება და იძენძება, იგივე ემართება რბილ ავეჯსაც, განსაკუთრებით კი მაშინ გმართებთ სიფრთხილე, სახლში კატა ან ძაღლი თუ გყავთ. თუმცა ჩვენ მოგცემთ რჩევებს, რომელიც ამ პრობლემის მოგვარებაში დაგეხმარებათ. აი, რა შეიძლება გააკეთოთ იმ შემთხვევაში, თუ თქვენმა საყვარელმა ფისუნიამ ივაჟკაცა და სამახსოვრო საჩუქარი დაგიტოვათ.


ფოტოზე ხედავთ, რომ ხელოსანმა მოჭრა ნახევები, ამოკერა დახეული ადგილები და გასაფორმებლად ყაისნაღით მოქსოვილი ხელსახოცი გამოიყენა, რომელიც ჰარმონიულად ერწყმის რბილი ავეჯის ფერს.

მსგავსი ნაკლოვანებების დაფარვა მაქმანებითაც

არის შესაძლებელი. ეს კი უფრო მასშტაბური სამუშაოა, როდესაც გაფუჭებულ ადგილს ტყავის ნაჭრით ვფარავთ.

ეს კი ხელმარჯვე დიასახლისის დივანი გახლავთ, ძალიან ორიგინალური.


ასეთი აბსტრაქტული ნაქარგით თქვენი სავარძელი სულ სხვანაირად გამოიყურება.


Aასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ წებოვანი მოზაიკა, რომელიც დივნის შემთხვევაშიც ამართლებს.

კომენტარები

JHHV 2016-12-18 22:44
MOMIWEVS AMIS GAKETEBA(

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები