როგორ გავაკეთოთ საშობაო გვირგვინი, რომელიც ასე ალამაზებს ყველა სახლის კარს

ახალი წელი კარს მოგვადგა. ყველა ზრუნავს ინტერიერის და ექსტერიერის საახალწლოდ მოწყობაზე და გალამაზებაზე. იმისათვის, რომ საშობაო სასწაულმა თქვენს ოჯახს გვერდი არ აუაროს, სახლის კარი სათანადოდ უნდა გააფორმოთ.

მოგცემთ რჩევას, თუ როგორ შეგიძლიათ გააკეთოთ საკუთარი ხელით საშობაო გვირგვინი, რომელიც ასე ალამაზებს ყველა სახლის კარს.

დაგჭირდებათ:
სქელი მავთული ან ტანსაცმლის რკინის საკიდი
ნაძვის ხის სათამაშოები
მაკრატელი
მოსართავი წვიმები
ბაფთები


პირველ რიგში უნდა გავასწოროთ მავთული და შევკრათ წრე. ნაძვის ხის სათამაშოები წამოაცვით მავთულზე. უმჯობესია, სათამაშოები იყოს სხვადასხვა ფორმის და ფერის. შეავსეთ სათამაშოებით მთელი წრე. ბოლოს წრეს მოუკარით თავი.

ახლა კი შეგიძლიათ შეუდგეთ დეკორირებას. საამისოდ შეგიძლიათ გამოიყენოთ სხვადსხვა სახის მოსართავები, ბაფთები, წვიმები და ა.შ.
ბოლოს წვერზე გაუკეთეთ დიდი ბაფთა. მოაჭერით ზედმეტი ნაწილები.


აი, ასეთ გვირგვინს მიიღებთ.


ასე შეგიძლიათ გააკეთოთ არა მარტო საშობაო გვირგვინი, არამედ ძალიან ლამაზი დეკორაცია სახლისთვის.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები