ზაურ გამყრელიძე თვითნასწავლი ხელოვანია. ქალაქ ონში ცხოვრობს. პლასტილინისგან ორიგინალურ და განსხვავებულ ქანდაკებებს ძერწავს. 2017 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებში 100%-იანი გრანტი მოიპოვა და სექტემბრიდან თავისუფალ უნივერსიტეტში გააგრძელებს სწავლას. შესაბამისად, მოუწევს რაჭიდან თბილისში გადმოვიდეს საცხოვრებლად. ხელოვნება მისი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია, ძალიან უყვარს მუსიკა და კინო, იტაცებს სპორტიც. რაც შეეხება ოცნებებს, თავს იკავებს მათი გამჟღავნებისგან და ურჩევნია თავისთვის დაიტოვოს...
- როგორც მეუბნებიან, წყნარი და უპრეტენზიო ბავშვი ვიყავი. ბაღის ასაკიდან ვძერწავ. მახსოვს, როგორ ვუძერწავდი დედას ბეჭდებს და სხვადასხვა სამკაულს. მერე პატარა ფეხსაცმლის ძერწვამ გამიტაცა,
შემდეგ - პატარა ბიუსტების. სამწუხაროდ, პლასტილინი დიდხანს ფორმას ვერ ინარჩუნებს, ამიტომ ძველი ნამუშევრები არ შემომრჩა...
- უკვე სერიოზული სახე როდის მიეცა თქვენს ხელოვნებას? პლასტილინისგან ქანდაკებების ძერწვა როდის დაიწყეთ?
- 14 წლის ასაკში შევქმენი ჩემი პირველი ქანდაკება. მანამდე უბრალო გასართობი, მომავალში თვითგამოხატვისა და განტვირთვის არაჩვეულებრივ საშუალებად მექცა. და იმ დროიდან მოყოლებული საძერწი ჩემი განუყრელი მეგობარია.
- რატომ აირჩიეთ სამუშაოდ ეს მასალა? რით არის იგი გამორჩეული?
- როგორც აღვნიშნე, ბაღის ასაკიდან ვძერწავ. სახლში ყოველთვის მქონდა ერთი უჯრა საძერწი მასალით სავსე. ამ მასალას ბავშვობიდან ვიყავი მიჩვეული და შესაბამისად ჩემი ახლანდელი ქანდაკებებიც სწორედ პლასტილინისგანაა დამზადებული.
- როგორ იქმნება თითოეული ნივთი, როგორ მოდის მუზა და რა პროცესს გადიხართ სანამ ნივთი დასრულებულ სახეს მიიღებს?
- როცა რამეზე ვფიქრობ, მოულოდნელად დგება მომენტი და გონებაში არსებული სიტყვების ნისლიდან ფიგურა გამოიკვეთება. ამ დროს ცხადად შემიძლია დავინახო ჩემი მომდევნო სკულპტურა. ამის შემდეგ, თუ დრო მაქვს, მუშაობას მაშინვე ვიწყებ. ჯერ იქმნება მეტალის კარკასი, რომელიც მაგრდება სადგამზე და კარკასი ივსება პლასტილინით. მუშაობის პროცესში უდიდეს სიამოვნებას ვიღებ. თითქოს გარესამყაროს მთლიანად ვწყდები და დროის შეგრძნებას ვკარგავ. ყოფილა შემთხვევა, როცა 14 საათი მიმუშავია შეუსვენებლად და ამას მხოლოდ მაშინ მივმხვდარვარ, როცა ზურგის ტკივილს გამოვუფხიზლებივარ შემოქმედებითი „ტრანსიდან“.
- რა არის თემატიკა, პრობლემები, რაზეც ქმნით ამ ქანდაკებებს?
- თითოეული სკულპტურა ადამიანის და საზოგადოების გარშემო არსებული პრობლემების ჩემებური რეფლექციაა. ასე ვთქვათ, მიმდინარე მოვლენების მიმართ ჩემი გრძნობების მატერიალიზება. მიუხედავად ამისა, არ მინდა მნახველს ვაიძულო, ის დაინახოს და იგრძნოს ჩემს ნამუშევარში, რასაც მე ვგრძნობდი მისი შექმნისას. ამიტომ სკულპტურებს სახელებს არ ვარქმევ და როგორც ვაკვირდები, თითოეულ ქანდაკებას ადამიანები სხვადასხვაგვარად აღიქვამენ, ხოლო ჩემთვის მათი ეს ინტერპრეტაციები გაცილებით საინტერესო და ძვირფასია. აქედან გამომდინარე, მნახველის აღქმაზეა დამოკიდებული, რა მესიჯს დაინახავს ის ნამუშევარში.
- საკუთარი თავი თუ გამოგიძერწავთ როდისმე?
- ავტოპორტრეტი არასდროს შემიქმნია, თუმცა ჩემი ყველა ქანდაკება ჩემი ემოციების მატარებელია, შესაბამისად ყოველ მათგანშია ჩემი განწყობისა და ხასიათის ნაწილი.
- როდემდე იცოცხლებენ თქვენი შექმნილი ქანდაკებები?
- პლასტილინი ადვილად ზიანდება მაღალ ტემპერატურაზე და შესანახად საკმაოდ რთულია. ამის გამო, ვეცდები მოვახერხო სხვა მასალაში გადატანა, ან ჩამოსხმა.
- გამოფენებში ხშირად იღებთ მონაწილეობას?
ამბროლაურის სახვითი ხელოვნების მუზეუმში ამჟამად ჩემი მხოლოდ მეორე პერსონალური გამოფენაა, თუმცა გარკვეული შემოთავაზებები მაქვს და შემოდგომიდან ალბათ თბილისშიც მექნება გამოფენები.
- რა მოგიტანათ პერსონალურმა გამოფენებმა?
- ძალიან ბევრმა ადამიანმა ნახა და ბევრი ადამიანის აზრი გავიგე, რაც აუცილებელი და სტიმულის მომცემი იყო ჩემთვის.
- თქვენი ყველაზე დიდი გულშემატკივარი და კრიტიკოსი ვინ არის?
ჩემი ახალი ნამუშევრის პირველი შემფასებლები დედა და ბებია არიან. როცა მათ სახეზე ემოციას დავიჭერ, მანამდე ვხვდები, როგორი გამოვიდა სკულპტურა, სანამ ამას თვითონ მეტყვიან...
- როგორ სამყაროში ოცნებობთ ცხოვრების გაგრძელებას, როგორ ხედავთ თქვენს მომავალს?
- სამყაროში, რომელიც ფერადი და მრავალფეროვანია, სამყაროში, სადაც ადამიანები ცდილობენ იგრძნონ რაც შეიძლება მეტი...
მერი ბლიაძე

კომენტარები