გეგმავს ყოველდღე შექმნას ყველა იმ ქართველი გენიალური მსახიობის პორტრეტი, ვინც თავისი სიტყვა დატოვა ხელოვნებაში, მისი ოცნებაა მოაწყოს გამოფენა - ეს თვითნასწავლი მხატვარი ლუკა ორჯონიკიძეა, რომლის ნამუშევრებსაც სოციალურ ქსელში განსაკუთრებული მოწონება და ინტერესი ახლავს...
ლუკა თავის შემოქმედებაზე და საინტერესო ცხოვრებაზე გვესაუბრა...
- ლუკა, სოციალურ ქსელში თქვენს ნამუშევრებს ძალიან დიდი აღფრთოვანება მოყვა, პროფესიონალი მხატვარი ხართ?
- თვითნასწავლი მხატვარი გახლავართ... პროფესიით მხატვარი დედაჩემია, დამთავრებული აქვს თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია. ხატვა ჩემთვის უცხო არ იყო, თუმცა არასდროს მიფიქრია, რომ ხატვას დავიწყებდი. 13 წლის ასაკში
მყავდა საყვარელი მომღერალი ემი უაინჰაუსი, რაც ჩემი ხატვის დაწყების შთაგონება გახდა. მისი დაახლოებით ასი პორტრეტი მაქვს შესრულებული. ყველაფერი აქედან დაიწყო... ჩემთვის ვხატავდი პორტრეტებს, სკოლის დამთავრების შემდეგ მივიღე გადაწყვეტილება, რომ მონასტერში წავსულიყავი. 6 წელი ვიცხოვრე მონასტერში, სადაც დავიწყე ხატწერა, ხატებს მონასტრისთვის ვწერდი. ჩემი პედაგოგი დედაჩემი იყო. ყოველთვის ვიღებდი მის კრიტიკას და მის რჩევებს ვითვალისწინებდი...
- მონასტერში ცხოვრების შესახებ უფრო მეტი რომ გვითხრათ...
- ბიძაჩემი (დედის ძმა) დეკანოზია, ბავშვობიდან ეკლესიურ ოჯახში ვიზრდებოდი, ბიძაჩემს სტიქაროსნად დავყვებოდი, შემდეგ მამა თეოდორე გიგნაძის სულიერი შვილი გავხდი... დღემდე არ ვიცი ჩემი ბავშვური ახირება იყო თუ უფლის ნება, გადავწყვიტე მონასტერში წავსულიყავი, ჩემთვის მონასტერში გატარებული ყოველი დღე ძვირფასი იყო, რისთვისაც უფალს მადლობას ვუხდი, ვიყავი შიო მღვიმის მონასტერში, სადაც შვილივით მიმიღო წინამძღვარმა და ძმასავით საძმომ... 6 წელი ვიყავი მორჩილი, ბოლო სამი წელი ჩემი მორჩილება ტრაპეზობა იყო... მონასტერში ცხოვრება საკმაოდ რთულია, თუმცა რამდენადაც რთულია, იმდენად მეტი სიხარულია... ამ ეტაპზე ვცხოვრობ ერში, ეს ჩემი პირადი გადაწყვეტილება იყო, თუმცა ეს გადაწყვეტილება საბოლოო არ არის! განაგრძეთ კითხვა