თუ შხაპკაბინა გაქვთ ან შეძენას აპირებთ, ეს სტატია თქვენთვისაა

უკვე წლებია აქტუალობას არ კარგავს და თითქმის ყველა ოჯახში დგას შხაპკაბინა, რომელიც ძალიან კომფორტული, მრავალფუნქციური კონსტრუქციაა, იკავებს ნაკლებ ფართობს და გვაძლევს სივრცის ეკონომიის საშუალებას. თუ თქვენ ახლახან გადაწყვიტეთ შხაპკაბინის დადგმა და ჯერ არ შეგირჩევიათ, რომელ მოდელს შეიძენთ, ან მეტი გინდათ გაიგოთ მის მოვლასა და შხაპკაბინების ნაირსახეობებზე, ეს სტატია თქვენთვისაა. ამ საკითხის გადაჭრაში აუცილებლად დაგეხმარებათ გამოცდილი ხელოსნის ზურა ზედგინიძის კომპეტენტური რჩევები.

- შხაპკაბინის შემოსვლის დღიდან დღემდე, ის ისევ აქტუალური და მოთხოვნადია. ალბათ მოსახლეობის 95 პროცენტი აბაზანაში შხაპკაბინას დგამს.

- რატომ ანიჭებენ
უპირატესობას?

- დავიწყებ იქიდან, რომ შხაპკაბინა ორნაირია. ანუ, შხაპკაბინა, რომელიც იდგმევა (რომელსაც უკვე აწყობილს ყიდულობენ) და ამოშენებული, რომელსაც შუშებით აკეთებენ აბაზანაში. შხაპკაბინა არის ძალიან მოსახერხებელი და არ იკავებს ბევრ ადგილს. ამასთან არის იზოლირებული, ცალკე სივრცე. სწორედ ამიტომ ანიჭებენ მას უპირატესობას.

- თქვენ რომელს ურჩევთ მომხმარებლებს, უკვე დამზადებულს თუ ჩასაშენებელ შხაპკაბინას?
- მე უპირატესობას ვანიჭებ და ყველას ვურჩევ ჩასაშენებელს, რადგან მეტად გამძლეა და თითქმის არ ზიანდება. მოსავლელადაც ადვილია. შეძენამდე აუცილებლად უნდა გაარკვიოთ, რამდენად ადვილად გასაწმენდი შუშები აქვს. აუცილებელი შუშები იყოს მარტივად გასაწმენდი.

- ალბათ უარყოფითი მხარეც გააჩნია...
- მისი ყველაზე დიდი მინუსია ის, რომ ხშირია გატეხვა. რაც არ უნდა ხარისხიანი შუშა იყოს, გატეხვისგან მაინც არ ვართ დაზღვეული. როგორც არ უნდა მოუარო და მიხედო, აქვს ადგილები, რომელსაც ვერ მიუდგები და ვერ გაასუფთავებ. ამ ადგილებში იკიდებს სოკოს და ნადებს.

- რკინა ადვილად ჟანგდება?
- არა, უჟანგავი რკინისგან არის დამზადებული და ამის პრობლემა არ იქმნება.

- როგორ უნდა შევარჩიოთ ხარისხიანი შხაპკაბინა?
- ეს არც ისე მარტივია. საქართველოში ბევრი ფირმის შხაპკაბინა შემოდის, ამის მიხედვით ვერ შეარჩევ. ძირითადად თურქეთიდან შემოდის და გაურკვეველი სახელებითაა, რომლის გარჩევა ძალიან ჭირს. ერთეულებია, რომელიც ბრენდირებულია და მართლა კარგი ხარისხია. ზოგადად შერჩევის დროს ყველას ვურჩევ შეარჩიოს ისეთი კაბინა, რომელსაც ნაკლები დეტალი აქვს. ასეთი შხაპკაბინა ნაკლებად ფუჭდება. ჩემი აზრით, მზა შხაპკაბინის დადგმას, ყოველთვის სჯობს ამოაშენოთ და შუშები გაუკეთოთ. ეს არის ყველაზე მარტივი და ხარისხიანი გამოსავალი. არც არაფერი ფუჭდება და რაც მთავარია დიდხანს ძლებს. ამისთვის არსებობს სპეციალური შუშა, რომელიც იყიდება კვადრატულობით, მოიტანენ თავად ხელოსნები და თავადვე ჩააშენებენ თქვენი სურვილის მიხედვით.

- შუშის ფასი საიდან სადამდე მერყეობს?
-სხვათა შორის საკმაოდ ძვირი ღირს. ესეც ხარისხის მიხედვითაა. ნორმალური ხარის შუშის, ერთი კვადრატული მეტრის ფასი დაახლოებით 300-350 ლარა. ამ ფასში შედის მონტაჟიც. რა თქმა უნდა არის ნაკლებფასიანიც არის და უფრო ძვირადღირებულიც.


შხაპ-კაბინა რომ ყოველთვის სუფთა იყოს


- ფასის მიხედვით შესაძლებელია უკვე დამზადებული შხაპკაბინის ხარისხის განსაზღვრა? ვთქვათ, რაც უფრო ძვირადღირებულია შხაპკაბინა უფრო ხარისხიანია?
- ფასის მიხედვით ხარისხს ვერ განსაზღვრავთ. ფასი იმის მიხედვით იზრდება რამდენად ფუნქციურია შხაპკაბინა. მაგალითად, ზოგიერთი არის უბრალო, სადაც დუშია დამონტაჟებული და წყალს ასხამს მხოლოდ ზემოდან, ზოგს აქვს გვერდების შხაპი, მასაჟორები და ა.შ. ფასიც ამის მიხედვით იცვლება.

- რაიმე განსაკუთრებული მოვლა სჭირდება შხაპკაბინას?
- არაფერი განსაკუთრებული. უნდა გაიწმინდოს ჩვეულებრივი ქიმიური საშუალებებით, შუშები კი შესაბამისი, შუშის საწმენდი სითხით. ეს უკვე დიასახლისზეა დამოკიდებული.

- აქვს მნიშვნელობა რა ადგილას აუნდა დამონტაჟდეს შხაპკაბინა?
- არა, ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. ეს დამოკიდებულია გემოვნებაზე, აბაზანის ფართობზე, სხვა ნივთების განლაგებაზე. სურვილის მიხედვით, ნებისმიერ ადგილზე შეგიძლიათ მისი მონტაჟი.
მერი ბლიაძე

კომენტარები

ლედი 2019-10-01 18:43
ზურას როგორ დავუკავშირდეეე
ლედი 2019-10-01 18:43
გთხოვთ მომაწოდოთ ზურას საკონტაქტო კოორდინატები
რათა დუშ კაბინის დაყენება ვტხოვოამოშენებით
maia 2019-07-15 15:20
t 593328087 tu segizliat mesiji momweret sad sevizino
maia 2019-07-15 15:19
segizliat momwerot sad seizleba Sevarcio da sevizino.
ინგა 2019-04-17 14:20
დიდი ხანია რაც მაქვს შხაპკაბინა და მე ვეღარ ვახერხებ შეცვლას და საოცრად მოსახერხებელია თუ შუშები აქვს ე.წ. "მატოვი" თუ არადა წარამარა უნდა წმენდა საშინელებაა მაგ მხრივ.

კომენტარის დამატება