ცნობილი იაპონელი არქიტექტორი შინ ტაკამაცუ მსოფლიოს ნებისმიერი არქიტექტურული სტუდიისათვის სასურველ კანდიდატს უწოდებს ქართველ არქიტექტორ თომა (თამაზ) აბაშიძეს. ვერტოდრომის პროექტმა, რომელიც იმ დროს ამიერკავკასიაში ერთ-ერთი პირველი ჰაი-ტეკის ნაგებობა იყო, არა მხოლოდ იაპონელი არქიტექტორის მოწონება, არამედ საზოგადოებრივი აღიარება და განსაკუთრებული პრიზი დაიმსახურა საერთაშორისო კონკურსზე. ამჟამად თომა აბაშიძე ერთნაირი წარმატებით მუშაობს როგორც მოცულობით არქიტექტურაზე, ასევე კერძო სახლებზე, აპროექტებს კორპუსებს, ქმნის ინტერიერისა და ექსტერიერის დიზაინს, აგრეთვე ურბანული დაგეგმარების პროექტებს. მისი პორტფოლიო მრავალფეროვნებასთან ერთად, ორიგინალური და საინტერესო ნამუშევრებით გამოირჩევა.
- ბავშობიდან ვხატავდი, ამიტომაც ჩავაბარე სამხატვრო
აკადემიაში, თუმცა მერე თბილისის სახელმწიფო ტექნიკურ უნივერსიტეტში გადავედი არქტექტურის ფაკულტეტზე. სწავლის დასრულების შემდეგ არქიტექტურულ სტუდიაში დავიწყე მუშაობა. 90-იანი წლები იყო და ძირითადად ჯიხურებს გვიკვეთდნენ, ჯიხური კი ძალიან შეზღუდულია ფორმითაც და ფუნქციითაც, ამ პატარა მოცემულობაში იმდენ და ისეთ რაღაცას ვაქსოვდით, რომ დღეს მიკვირს კიდეც; სხვათა შორს, დიდი შეზღუდვების შედეგად რაღაც სრულიად არაორდინარული და საინტერესო იქმნება ხოლმე, სხვანაირად გიჭრის ამ დროს გონება, ძალიან ბევრ დეტალზე ფიქრობ, უამრავი რაღაცის გათვლა გიწევს. თუკი მოახერხე და არსებული პრობლემები გადაჭერი, ძალიან სერიოზული ნამუშევარი გამოდის, ამიტომ ის ჯიხურები არ იყო უბრალოდ ჯიხურები, არამედ კარგად გააზრებული და ორიგინალური არქიტექტურული ნამუშევარი გახლდათ.
შემდეგ ქვეყანაში კიდევ უფრო აირია სიტუაცია, მშენებლობა აღარავის აინტერესებდა, აღარც დაკვეთები იყო. როგორც წესი, მაშინ, როდესაც ქვეყანაში მიდის ნგრევა, არქიტექტურა კვდება, ჩერდება. უცბად აღმოვჩნდი ჰაერში, სამსახურის გარეშე, არადა, უკვე დაოჯახებულ ვიყავი და უფროსი გოგონაც მყავდა, ამიტომ წავედი რუსეთში და დავკავდი რაღაც ბიზნესით, რომელსაც არანაირი კავშირი არ ჰქონდა არქიტექტურასთან.
საქართველოში 2004 წელს დავბრუნდი, სწორედ მაშინ, სამშენებლო კომპანია „ბურჯი“ არქიტექტორებს კრებდა, მეც მივიღე მონაწილეობა მცირე ტენდერში და სამსახურში ამიყვანეს. მანამდე ძირითადად ფანქრით ვმუშაობდი და სწორედ ამ დროს გადავედი კომპიუტერზე. შინ ტაკამაცუს პროექტზე მუშაობისას მის ასისტენტს, ნიჭიერ არქიტექტორ ჰიროკაზუ მორისს დავუმეგობრდი, ხშირად ჩამოდიოდა თბილისში. მაშინ შენდებოდა ბიზნესცენტრი სოლოლაკის ხეივანში, შემდგომ გამოცხადდა შიდა ტენდერი ვერტმფრენის დასაჯდომი ადგილის შექმნაზე, მეც მივიღე მონაწილეობა და გავიმარჯვე, ამიტომ ჩემი პროექტით შეიქმნა ვერტოდრომის შენობა. ის ამიერკავკასიაში ერთ-ერთი პირველი ჰაიტეკის შენობა იყო. შემდგომ ამ პროექტმა პრიზიც კი აიღო საერთაშორსო კონკურსზე. ამ პროექტში ახალ იდეებთან ერთად, ჩემი დაგროვილი ემოციებიც ჩავდე და საინტერესო ნამუშევარი გამოვიდა. შინ ტაკამაცუს ძალიან მოეწონა ჩემი პროექტი, როგორც სტილით, ასევე ხასიათით, და მოსალოცი წერილი გამომიგზავნა დახასიათებასთან ერთად, სადაც წერდა, რომ ჩემისთანა არქიტექტორი მსოფლიოს ნებისმიერ არქიტექტურულ სტუდიაში სასურველი კანდიდატი იქნებოდა. ეს დიდი ტრამპლინი იყო ჩემთვის. ამ სამსახურმა მომცა დიდი გამოცდილება და საშუალება იმისა, რომ არქიტექტურას დავბრუნებოდი. ის რომ არა, შესაძლოა არქიტექტურაში საერთოდ აღარ მემუშავა და მაგალითად, მეხატა. ისე, ძალიან მენატრება ხატვა და დრო არ მაქვს, ხშირად მესიზმრება კიდეც, რომ ზეთის საღებავებით ვხატავ, თქვენ წარმოიდგინეთ, საღებავის სუნსაც კი ვგრძნობ ხოლმე. როდესაც ზემოხსენებული სამსახურიდან წამოვედი, ჩემი არქიტექტურული სტუდია დავაარსე და მას შემდეგ ამ სფეროში ვმუშაობ.
- კონკრეტულად რა სახის პროექტებზე მუშაობთ?
- ვმუშაობ მოცულობით არქიტექტურაზე, ვაპროექტებ კორპუსებს, კერძო სახლებს, აგრეთვე ურბანული დაგეგმარების პროექტებს, ვაკეთებ განაშენიანების რეგულირების გეგმებს, თავისი შიდა ქსელებით, მოწყობით - ურბანულად ვაწყობ გარემოს, განვსაზღვრავ, სად უნდა მოხდეს განაშენიანება, როგორი უნდა იყოს - დაბალი ინტენსივობით თუ მაღალი ინტენსივობით. გარდა ამისა, ვაკეთებ ინტერიერისა და ექსტერიერის დიზაინს: რა ფერის უნდა იყოს კედელი, როგორი უნდა იყოს ჭერი და იატაკი, კარ-ფანჯარა ხის უნდა იყოს თუ ლითონის, ყოველივე ამას არქიტექტორები ვალაგებთ. რა ფერის მილსადენი უნდა ჰქონდეს სახლს, ამასაც კი ჩვენ განვსაზღვრავთ, ასე რომ, ყველაფერს ვეხებით რასაც არქიტექტურა ჰქვია.
- მრავალფეროვანი პორტფოლიო გაქვთ, ყველანაირ ნაგებობაზე გაქვთ ნამუშევარი?
- დიახ, საცხოვრებელი კორპუსები, კერძო სახლები, აუზები, საფეხბურთო ბაზა, ვერტოდრომი. საინტერესო პროექტი განხორციელდა ახალციხეში. ჭაობის ადგილას ტბის რეაბილიტაცია მოხდა და სარეაბილიტაციო პროექტში მივიღე მონაწილეობა, გაკეთდა კაფე თავისი ამფითეატრით, წყალში გასული ამფითეატრია, დღესაც არსებობს, მაგრამ რამდენად უვლიან, არ ვიცი. აგრეთვე საინტერესო პროექტი გავუკეთე ოთხ მეგობარს, ეს არის სახლი, ოთხი ოჯახისთვის, იგი მწვანე კონცხზე დგას და ზღვას გადაჰყურებს, აქვს საჩაიე და აუზი. ჩემი პროექტებით აგებული კორპუსები დგას ნუცუბიძეზე, დიღომში.
- როგორ უნდა დაიგეგმოს ექსტერიერი?
- ექსტერიერი, ანუ გარეგნული ფორმა, შიგნიდან თუ არ გადმოიღვარა, ძალიან უსულო გამოვა. არქიტექტურა არ არის მხოლოდ ის ფორმა, რომელსაც გარედან ვუცქერთ, ვჭვრეტთ და მოგვწონს. მე ვიტყოდი: „კოკასა შიგან რაცა სდგას, იგივე წარმოსდინდების“.
- თუკი არქიტექტურა შიგნიდან გადმოიღვრება, როგორ აისახება ეს ექსტერიერზე?
- ზომით, ფანჯრების რაოდენობით, ფანჯრის ღიობებით, ინტერიერში რა განწყობაც არის, სწორედ ის აისახება ექსტერიერში და მას განაპირობებს ოთახების მოქნილობა, მათი განლაგება. ოთახები კორიდორით უკავშირდებიან ერთმანეთს თუ არა, პირდაპირ ეზოში გადიხარ თუ არა, აივანი გაქვს თუ არა. - სწორედ ამით იწყება დაგეგმვა. ეს ყველაფერი ლაგდება და შემდეგ გამოდიხარ გარეთ, ექსტერიერს აწესრიგებ და კვლავ ინტერიერში ბრუნდები და დეტალებს აკორექტირებ - მოკლედ, ძერწავ ამ ყველაფერს, როგორც გარეთ, ასევე შიგნით. აღსანიშნავია, რომ სახურავიც მეხუთე ფასადია არქიტექტურაში, რასაც საერთოდ უგულებელყოფდნენ უწინ ჩვენთან, თუმცა ამჟამად საკმაოდ აქტუალური გახდა.
- როდესაც ექსტერიერს უყურებთ, რას აქცევთ ყურადღებას და რა არ მოგწონთ?
- მოუწესრგებელი ფასადები არ მომწონს, სადაც არ არის ერთიანი კონდიცირების სისტემა, გარეთ გადმოკიდებული კონდიციონერები კი ძალიან გამაღიზიანებელია. თბილისის ძველ უბნებში გარეთ გაფენილი სარეცხი არ მაწუხებს ისე, როგორც ეს კონდიციონერები, მათთვის ცალკე ნიშები უნდა არსებობდეს, ან ერთიანი ადგილები, აგრეთვე განიავების სისტემები შენობებისთვის. კარგი იქნება, ამგვარ ტექნიკურ დეტალებს მეტ ყურადღებას თუ მიაქცევენ, ეს ვიზუალურადაც მნიშვნელოვანია და უსაფრთხოების თვალსაზრისითაც.
- რა უნდა იცოდეს არაპროფესიონალმა და უფრო ხშირად რა შეცდომებს უშვებენ?
- სამწუხაროდ, ძალიან ბევრ შეცდომას უშვებენ, ამიტომ სასურველია, თავიდანვე პროფესიონალს მიმართონ. გახსოვთ, „არაჩვეულებრივ გამოფენაში“ შავლეგი (დოდო აბაშიძე) და აგული (გურამ ლორთქიფანიძე) თეთრ ხიდზე რომ მიდიან და ერთი თავისას ფიქრობს მწვანილზე, პომიდორზე, ღვინოზე, მეორე კი პიპინიასთან შექმნილ პრობლემებზე უყვება: იცი, როგორ ვცხოვრობ სახლშიო, აი, ვთქვათ ითხოვე პიჯაკიო, ხომ გაცვიაო, პიჯაკი გაცვიაო, მაგრამ არ არის რა შენიო. სწორედ ასეა, ძალიან ბევრი, ვინც თავად აშენებს სახლს, საკუთარ სახლებში ნათხოვარივით გრძნობენ თავს, რაღაც აწუხებთ და ვერ ხვდებიან - რა.
ხშირად, როდესაც სახლს არაპროფესიონალი აშენებს, ერთდროულად უნდება ყველაფრის გაკეთება: იქ ცოლის დაქალმა ნახა რაღაც, იქ ძმაკაცი უყვება რაღაცის შესახებ. მაგალითად, გააკეთებენ მოზრდილ დარბაზს ცალკე, რაღაც ლოჯიას მსგავს სათავსს, შემდეგ სასადილოს, ცალკე სამზარეულოს, ზოგჯერ რატომღაც სამზარეულო სასადილოზე დიდი უნდათ, საბოლოოდ კი გამოდის ისე, რომ დარბაზში საერთოდ არავინ შედის, სხედან მხოლოდ სამზარეულოში და სხვა სივრცეს დიდად არ იყენებენ. წესით, თუ დიდ სამზარეულოს აკეთებ, სასადილოც იქვე შეგიძლია მოათავსო. არის სტუმარი, რომელსაც სამზარეულოს სასადილო ზონაში მიიღებ, ან ტერასაზე, სასტუმრო ოთახი განსაკუთრებული წვეულებებისთვის შეგიძლია განსაზღვრო და ა.შ. ყველა სივრცეს აუცილებლად უნდა ჰქონდეს თავისი დატვირთვა, სხვაგვარად მისი არსებობა გაუმართლებელია.
- როგორც ჩანს, თქვენი შემოქმედებითი კონცეფცია მაქსიმალურ ფუნქციურობას გულისხმობს...
- რასაკვირველია, ყველაფერი, რასაც სახელს დაარქმევ, ფუნქციური უნდა იყოს, თორემ სხვაგვარად კვდება იქაურობა. აი, მაგალითად, 90-იანი წლების კორპუსის ბინებს თუ გავიხსენებთ, ადაპტაცია იყო როგორი: რაიმე გამათბობელი იდგა ლოჯიაში და მთელი ოჯახი იქ ცხოვრობდა, იქვე ეძინათ, საძინებელშიც აღარ გადიოდნენ, სასტუმრო ოთახი კი საწყობად იყო ქცეული.
- თუ მოგმართავენ ისეთ შემთხვევაში, როდესაც რაღაცას თავად აკეთებენ, შემდეგ უფუჭდებათ და სიტუაციის გამოსწორებას გთხოვენ?
- დახ, ძალიან ხშირად, აი, მაგალითად, კორპუსის ბინებში ყიდულობენ ფართს და შემდეგ ვერ ანაწილებენ ოთახებს, კომფორტულიც უნდა იყოს, ნათელიც, უნდა ნიავდებოდეს და ა.შ., ამას კი ვერაფრით ახერხებენ და შემდგომ მომმართავენ. ასეთ შემთხვევაში დამკვეთის გადაწყვეტილებების შეცვლა მჭირდება ხოლმე, დღესაც მაქვს ამგვარი დაკვეთა.
ზოგადად ინტენსიურად ვერევი დამკვეთის გეგმებსა და სურვილებში კონკრეტული რჩევებითა და მითითებებით, სწორედ ამიტომ ვარ არქიტექტორი, შეუძლებელია სხვა პროფესიის ადამიანმა თავად იცოდეს ყველაფერი, ბევრს ჰგონია, რომ იცის, რა უნდა, მაგრამ სხვა შედეგს იღებს ხოლმე, ამიტომ უნდა აუხსნა ყველაფერი, ზოგმა შესაძლოა მართლაც იცოდეს, რა სურს. ნებისმიერ შემთხვევაში ჩემი მოვალეობაა, რომ შევისწავლო დამკვეთი: მნიშვნელოვანია, რამდენკაციანი ოჯახია, რა პროფესიის არიან ოჯახის წევრები, აგრეთვე რამდენი თაობაა ოჯახში, რადგან ყველას თავისი მოთხოვნები აქვს და ერთიან სივრცეში ინდივიდუალური კომფორტის ზონა უნდა შეუქმნა.
...რაც უფრო დიდხანს ცხოვრობ შენს სახლში, უფრო მეტად უნდა მოგწონდეს, მით უმეტეს, თუ დაპროექტებაშიც გაქვს მიღებული მონაწილეობა და შენი საკუთარი კომფორტისთვისაა შექმნილი. ის უკვე „შენს ზომაზე შეკერილ სამოსს“ ჰგავს და არ არის ნაყიდი სახლი, სადაც შენ უნდა მოერგო რაღაცებს, აქ თავად გაქვს გათვლილი და განსაზღვრული ყველა დეტალი.
- ამჟამად რაზე მუშაობთ?
- ჰიბრიდულ შენობაზე დავიწყე მუშაობა, ჩემი სადოქტორო თემაა. ჰიბრიდული არქიტექტურა გულისხმობს ფუნქციურად შერეულ შენობებს, მაგალითად, ცათამბჯენებს, სადაც კომპლექსურადაა საცხოვრებელი ბინებიც, რაღაც ოფისებიც, სასტუმროებიც. რადგან უკვე ქალაქი მიწის ნაკლებობას განიცდის, იგი ვერტიკალში იწყებს განვითარებას, სწორედ ამიტომ ხდება აქტუალური ჰიბრიდული ცათამბჯენები.
თეა იაკობაშვილი