წიწაკის სასწაულმოქმედი ნახარში მავნებლების გასანადგურებლად - ცნობილი ფლორისტის რჩევებიდან

ჩვენი მკითხველისთვის უკვე კარგად ნაცნობი ფლორისტი ირინა ღარიბაშვილი წიწაკის ნახარშის მომზადებას გვასწავლის, მავნებლებთან საბრძოლველად:


500 გრამ მწარე წიწაკას ვაქუცმაცებთ, ვასხამთ 10 ლიტრ ცივ წყალს, ვაჩერებთ ორი დღე-ღამეს და ვადუღებთ ნელ ცეცხლზე თავდახურულ მომინანქრებულ ჭურჭელში 30 წუთის განმავლობაში. გაცივების შემდეგ გადავწურავთ, ვუმატებთ 40 გრ სარეცხი საპონს. მიღებულ ნახარშს ვაზავებთ იმავე რაოდენობის წყლით და ვასხურებთ მცენარეებს.

კარგია როგორც ოთახის მცენარეებისთვის, ასევე ბოსტნეული კულტურებისთვის.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები