მინის ტიხარი უამრავ თავსატეხს მოგიხსნით. თქვენ შეგეძლებათ ერთი ოთახი ორად გაყოთ, ან სამზარეულოს სუნი დაახშოთ სასადილო ზონაში.
1. სამზარეულოში
თუ პატარა ბინა გაქვთ, მოხსენით ყველა არასაყრდენი კედელი და ჰოლი, მისაღები და სასადილო ერთ ზონად აქციეთ, ხოლო, სამზარეულოს სუნმა რომ არ შეგაწუხოთ, სასადილო ზონაში ან მისაღებში მინის ტიხარი დაამაგრეთ.
2. საძინებელში
ტიპურ ორ ოთახიან ბინას სამიანად გადააქცევთ, თუ სამზარეულოს მისაღებ ზონასთან გააერთიანებთ და ლოჯიას მიუერთებთ. თუ ჭერის სიმაღლე საშუალებას გაძლევთ, სამი საფეხურით აამაღლეთ ლოჯიაში გასასვლელი. დარჩენი ზონა კი საძინებლად აქციეთ. სინათლე
3. კაბინეტი
სკანდინავიელი დიზაინერები რეკონსტრუქციაში დიდ ყურადღებას უთმობენ ტიხარს. ამ შემთხვევაში დაყოფილია საძინებელი სამუშაო კაბინეტისგან, რომელშიც შუქი საძინებლიდან შემოდის.
4. გარდერობი
საძინებელში კარადების ნაცვლად მინის ტიხარი საუკეთესოდ დაყოფს ოთახს და გარდერობს წარმოქმნის. ამასთანავე, მინის კონსტრუქცია ოთახს ვიზუალურად ფართეს გამოაჩენს.
5. სააბაზანო
თუ გსურთ, სააბაზანო ზონა საძინებელთან გქონდეთ მიერთებული და აბაზანის მიღების შემდეგ დასაძინებლად დაწვეთ, მინის ტიხარი ორ პრობლემას მოგიგვარებთ, ზონებს ისე დაყოფთ, რომ სააბაზანოს არ დააბნელებთ, ხოლო ტიხარი საძინებლში წყლის წვეთების მოხვედრისგან დაიცავს.
წაიკითხეთ ასევე: როგორ შეიძლება ოროთახიანი ბინის გადაკეთება