ოროთახიანი ბინის გადაკეთება - ყველაზე ლამაზი და მოხერხებული დიზაინი

ინტერიერის დიზაინერმა 4 თვეში ოროთახიანი ბინა იდეალურად გადააკეთა და ბინის მფლობელ წყვილს რემონტის შიში მოუხსნა.
არავისთვის წამოადგენს საიდუმლოს, რომ საბჭოთა, ე. წ. ხრუშოვკების მთავარი მინუსი პატარა სამზარეულო და სათავსოების არარსებობაა. თუმცა, საინტერესო დიზაინით ორივე პრობლემა მოგვარდა:
*სამზარეულო მისაღებ ოთახს შეუერთდა, თუმცა, ორივე იზოლირებულად დარჩა;
*შემოსასვლელში ფუნქციური გრძელი კარადები დაიდგა.

 


შესასვლელი
მოსაპირკეთებლად პრაქტიკული მასალა შეირჩა: კედლები გამძლე საღებავით დაიფარა, ის აქტიურ დალაგებასაც უძლებს. მათ შორის, ჯაგრისით. კერამოგრანიტი დიაგონალზე დაიგო, რათა გეომეტრიული ფართი მეტად გამოცოცხელებულიყო.

 


კედლები შემოსასვლელში ორ იარუსად განლაგდა. ზედა თარო

ქვედაზე ვიწროა, რადგან ადამიანს თავისუფლად მოძრაობა შეეძლოს. ამასთანავე, სივრცე ზედა და ქვედა თაროს შორის საშუალებას იძლევა, ქვედაზე სხვადასხვა ნივთი - დეკორატოიული და ყოველდღიურად გამოსაყენებელი - დაიდოს.

 


კარადების ზედაპირის დიზაინი იმგვარადაა გაკეთებული, რომ მობეზრების შემთხვევაში მისი გამოცვლა მარტივადაა შესაძლებელია.

 


ქვედა კარადაში დიასახლისს იმ ნივთების შენახვა შეუძლია, რომელთა ადგილიც სამზარეულოში არ მოიძებნა. გარდა ამისა, შემოსასვლელში დარჩა ადგილი (80 სმ.) სამოსის საკიდისა და ფეხსაცმლის სათავსოსთვის, აგრეთვე, სარკისთვის, რომელმაც კედელზე დაიკავა ადგილი. საგარდერობეში შესასვლელი ტექსტილის გაკეთდა, მეტად ბიუჯეტურია და თანაც, საგარდერობე კარგად ნიავდება.

 


სამზარეულო
ფანჯარა სამზარეულოში ხშირად უფუნქციოდ რჩება, ამიტომ, ნიჭარა ფანჯარასთან დაიდგა. ჭურჭლის რეცხვისას გარემოს ყურება უფრო სასიამოვნოა, ვიდრე ყრუ კედლის.

 

გაზის გვერდით მაცივარი ჩაშენებულ კარადაში მოთავსდა.

 


მისაღები ოთახი
იზოლირებულია შემოსასვლელი ოთახისგან. ის ადვილად გადაკეთდება სტუმრების საძინებლად. დემონტაჟის შედეგად სამზარეულო მისაღებ ოთახთან გაერთიანდა. სამზარეულოს იატაკზე კერამოგრანიტი დაიგო. ჭერი თაბაშირმუყაოსგან გაკეთდა, რამაც საშუალება მისცა მშენებლებს ჩაშენებული განათება გაეკეთებინათ და ფარდის საკიდიც იდეალურად შეენიღბათ.

 


ერთ-ერთი საუკეთესო მიგნება _ "სისტემა-ოტელი" დამონტაჟდა. ბინიდა გასვლისას მეუღლეებს ღილაკზე ერთი თითის დაჭერით შეეძლებათ ჩააქრონ შუქი მთელ ბინაში.
გარდა ცენტრალური განათებისა, გამოყენებულია ბრები და ტორშერები, რაც დამატებით მყუდროებას ქმნის ბინაში.

 


კიდევ ერთი მიგნება ჭაღი ტრანსფორმერია, რომელიც მისაღებ ოთახში დამონტაჟდა. თუმცა, მისი გადაადგილება სურვილისამებრ სამ ადგილზე შეიძლება.

 


საძინებელი
გაფორმდა მშვიდ გამაში. საგარდერობეს წყალობით საძინებელი კარადების დადგმისგან გათავისუფლდა. კედლები იმგვარადაა შესრულებული, რომ ისინი ბინის მფლობელებს ნახატების გალერეის მაგივრობას გაუწევს.

 


ფანჯრის რაფა ძველი სამზარეულო მაგიდის ზედაპირისგან გაკეთდა. ის საკმაოდ მყარია. კითხვისა და ხელსაქმისთვის გამოდგება.

 


სააბაზანო
მიუხედავად იმისა, რომ ბინაში წყვილი ცხოვრობს, სააბაზანოსა და საპირფარეშოს დაშორება არ გამოვიდა. თუმცა, კომფორტულად მოეწყო. იქ განლაგდა ვიწრო სარეცხის მანქანაც.

 


კოსმეტიკის თაროები ნიშაში განლაგდა. მათი მოვლა სირთულეს არ წარმოადგენს. ხელსაბანსა და სააბაზანოს შორის დეკორატიული ტიხარი ჩაიდგა, რომლის ზედაპირც დამატებით თაროს წარმოადგენს.

 


სააბაზანოში ჩარჩოიანი ნახატის უკან იმალება წყლის მთავარი გადასაკეტი და მრიცხველი.

 

კომენტარები

nino abesadze 2023-01-29 16:41
ძალიან კარგი დიზაინია ყოჩაღ
qeti-qeti 2017-05-20 20:51
Ratomaa uazroo?zaan mshvenieria.dizaineri gvitxarit vin aris?super Maia
qeti-qeti 2017-05-20 20:50
Raromaa uazro?mshvenieria .zaan magaria
მმმმმ 2017-03-07 15:40
რატომა უაზრო რა ბოროტული აზრებია ტოო?
???? 2017-02-10 18:09
ra uazro dizainia

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები