ხალიჩა რომ სახლს მოუხდეს - 10 რჩევა დიზაინერებისგან

მოდაშია თუ არა დღესდრებობით ხალიჩის კედელზე დაკიდება, როგორი ხალიცა შევარჩიოთ, ნატურალური თუ სინტეტიკური, როგორ მოვუაროთ მას და ა.შ.
ჩვენ შევეცდებით დეტალურად მიმოვიხილოთ ეს საკითხები და სასარგებლო რჩევებიც მოგცეთ.
ხალიჩა არა მარტო იატაკზე დასაფენი მატერიაა, არამედ დეკორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ელემენტია. ის ერთმანეთს უკავშირებს, ავეჯსა და სტილს. ხალიჩა ინტერიერში განწყობას ქმნის, ხაზს უსვამს ოთახის ხასიათს.


ხალიჩას შეუძლია გავლენა იქონიოს ოთახის ფართობზე, ვიზუალურად შეიძლება გაადიდოს ან დააპატარავოს იგი. ბოლოსდაბოლოს, ხალიჩა ოთახში სიმყუდროვესა და სითბოს ქმნის. თუმცა იმისთვის, რომ თქვენი ხალიჩა მართლაც ხელსაყრელ შენაძენად

იქცეს და დიზაინერული ობიექტიც გახდეს, მნიშვნელოვანია რამდენიმე ფაქტორის გათვალისწინება.
ჩვენ გთავაზებთ პასუხებს ყველაზე აქტუალურ შეკითხვებზე, რომელიც ხალიჩებს უკავშირდება.
1. რამდენად მისღებია ხალიჩა კედელზე
ნუ გგონიათ ეს მაინცდამანიც საბჭოთა ეპოქის გადმონაშთი. დღესდღეობით დიზაინერები ხალიჩის კედელზე დაკიდების რამდენიმე საინტერესო ვარიანტს გთავაზობენ. მთავარია, ხალიჩის ფერები ჰარმონიულად ერწყმოდეს კედლის ფერებს. ხალიჩის კედელზე განტავსებას დამათბობლის ფუნქციაც აქვს ცივი კედლისთვის. ასევე დაახშობს ხმაურს.


2. შესაძლებელია თუ არა ერთი ხალიჩის მეორეზე გადაფენა
რატომაც არა, ასეთი არასტანდარტული გადაწყვეტილება თქვენს ბინას კიდევ უფრო საინტერესოს გახდის. ერთი ხალიჩის სურათი ან ფონი კარგად შეიძლება შეავსოს მეორე ხალიჩის ორნამენტმა ან ნახატმა. ფენებად დაფენილი ხალიჩა განსაკუთრებით უხდება აღმოსავლური სტილის ოთახებს.


3. ნახატებიანი და მონოქრომული ხლიჩა
პირველ რიგში უნდა გაითვალისწინოთ ოთახის ფერთა გამა. მონოქრომული ხალიჩა ნებისმიერი სახლის დიზაინს და სტილს შესანიშნავად ერგება. რაც შეეხება ფერად ხალიჩებს, გაითვალისწინეთ, ის ზომით პატარა უნდა იყოს.
ეცადეთ პატარა ოთახში არ გამოიყენოთ გეომეტრიული ფიგურებით მოჩითული ხალიჩა, ის ოთახს უფრო დააპატარავებს. ამ შემთხვევაში გირჩევთ ზოლებიანი ხალიჩის გამოყენებას. ეცადეთ ასევე რომ კედლისა და ხალიჩის ფერები ერთმანეთს არ დაემთხვეს, თორემ ერთმანეთს ეფექტს დაუკარგავენ


4.როგორ ტექსტურის უნდა იყოს ხალიჩა?
ესეც იმდენად მნიშვნელოვანი საკითხია ხალიჩის შერჩევის დროს, რამდენადაც ხალიჩის ფერი. აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ ოთახის არამარტო სტილი, არამედ დანიშნულება. მაგალითად, შემოსასვლელში ან მისაღებში გირჩევთ მჭიდროდ ნაქსოვი ხალიჩის გამოყენებას, საძინებელში კი უფრო ფუმფულა ხალიჩის დაფენაა მიზანშეწონილი.
რაც შეეხება საბავშვო ოთახს, აქ გირჩევთ ზომიერად მჭიდრო ხალიჩის დაფენას. თუ ხალიჩას ისეთ ადგილას აფენთ, სადაც წყალი ხვდება, იმისთვის, რომ არ დასველდეს, გირჩევთ აკრილის ხალიჩის შეძენას.


5.ნატურალური თუ სინთეტიკური?
ნატურალური ხალიჩა არა მარტო ლამაზად და ელეგანტურად გამოიყურება, არამედ კარგად ინარჩუნებს სითბოს. შალის ხალიჩები უფრო გამძლეა და ეკოლოგიურად სუფთაც გახლავთ.
რაც შეეხება სინთეტიკურ, ანტიალერგიულ ხალიჩებს. მართალია, უფრო იაფი ღირს, თუმცა ნაკლებად გამძლეა, მალე კარგავენ პირვანდელ სახეს და რთულად შორდება ლაქები. კარგად ვერ იჭერს მტვერს – მტვერი მასში ატანს და იატაკზე გროვდება.


6. სად ჯობს ხალიჩის დაფენა?
ხალიჩის დაფენის დროს მნიშვნელოვანია როგორც ადგილი, ასევე დააფენის ფორმაც. სასადილო ოთახში ხალიჩა, ძირითადად, მაგიდისა და სკამების ქვეშ არის განთავსებული, მისაღებ ოთახში კი სავარძლის წინ. როგორც წესი, ხალიჩა კედლიდან 10-20სმ-ით უნდა იყოს დაშორებული. დიზაინერები გვირჩევენ, ხალიჩა დაახლოებით 15 სმ-ით სავარძლის ქვეშ მოათავსოთ. რბილი ავეჯის განთავსებას კი ხალიჩის კუთხის თავში გირჩევთ, ეს ოთახისთვის ვიზუალური სივრცეს მიანიჭებს.


7.როგორ შევარჩიოთ ხალიჩის ხარისხი
ხალიჩის შეძენის დროს პირველ რიგში მოითხოვეთ პროდუქტის პასპორტი, რომელშიც მითითებული იქნება ყველა დეტალი. აღმოსავლეთის ბაზრებზე ყველა ხალიჩას პასპორტი ნამდვილად არ მოჰყვება, ამ შემთხვევაში უბრალოდ დაყნოსეთ ხალიჩა, მას არ უნდა ასდიოდეს ქიმიური დანამატების სუნი. ხელითაც მოკუჭეთ - ბუნებრივი ხალიჩა ხელის შეხების შემდეგ მალევე იბრუნებს პირვანდელ ფორმას.


8. როგორ შევარჩიოთ ხალიჩის ზომა
ხალიჩა შესანიშნავი საშუალებაა ოთახის ვიზულის გასადიდებლად, თუმცა მისი არასწორი ზომის შერჩევა ან განლაგება შესაძლოა სავალალოც კი აღმოჩნდეს თქვენი დიზაინერული ჩანაფიქრისთვის. პატარა ზომის ხალიჩა დიდ ოთახში უბრალოდ ჩაიკარგება, დიდი ზომის კი ოთახს დაგიპატარავებთ. საშუალო ზომის ხალიჩა თვქნს სახლს დაამშვენებს, ეს გახლავთ 2-2,5 მ.


9.როგორ შევუხამოთ ხალიცა ინტერიერს?
თუ თქვენი სახლი მინიმალისტურ სტილშია გადაწვეტილი, გირჩევთ სადა ფერის ხალიჩის გამოყენებას, შესაძლებელია გეომეტრიული ფიგურებიც ამშვენებდეს.
ჰაი-ტეკის სტილი ხალიჩას საერთოდ არ ითვალისწინებს. კლასიკურ სტილს ჩვეულებრივი, ორნამენტებიანი ხალიჩა უხდება.
ქანთრის სტილის ოთახს უხეში სტილის ხალიჩა მოუხდება, ინგლისურ სტილს კი ოქროსფერი და ბორდოსფერი მოუხდება.


10.როგორ მოვუაროთ ხალიჩას
ხალიჩის ყიდვისთანავე დაინტერესდით მისი მოვლის თავისებურებებით.
გარდა მტვერსასრუტისა, 3-5 წელიწადში ერთხელ ხალიჩა ქიმიურ დამუშავებასაც მოითხოვს. თუ ხალიჩა დაგილაქავდათ, ეცადეთ ლაქა მაშინვე მოაშოროთ. რაც მეტი ხნით დატოვებთ, მით უფრო რთული ამოსაყვენი გახდება.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები