როდესაც ბავშვები იზრდებიან და სახლიდან მიდიან მშობლები, შეიძლება ითქვას, უფუნქციოდ რჩებიან, მათ ხომ აღარ ყავთ პატარა შვილები, მათზე რომ იზრუნონ, უკეთონ ნაირნაირი სადილები და რეცხონ უამრავი სარეცხი. ასე დაემართა ერთ ამერიკელ ქალბატონსაც, როდესაც მისი შვილები სახლიდან წავიდნენ და ახალი ცხოვრება დაიწყეს, ეს ქალბატონი სახლში სულ მარტო დარჩა. აქ მთავარი ის არის, რომ სახლის ქირა, საკმაოდ დიდი თანხა, მარტოს უნდა ეხადა. შვილების შეწუხება არ უნდოდა, სურდა ხარჯებს თავად გამკლავებოდა და გადაწყვიტა პატარა სახლი აეშენებინა, რომლის გადასახადებსაც თავად გაუმკლავდებოდა, თუმცა საბოლოოდ ისე
შევიდა აზარტში, რომ ეს საქმე საკუთარი შემოსავლის წყაროდ აქცია.
ამ ენერგიულმა და კრეატიულმა ქალბატონმა პატარა კოტეჯის აშენება გადაწყვიტა. ქალბატონს საწყისი თანხა პრაქტიკულად არ ქონდა, თუმცა ქონდა ერთი ძველებური ფურგონი და რაც ყველაზე მთავარია, ქონდა ექსპერიმენტებისადმი მიდრეკილება. ჰოდა, მან ამ ფურგონში კომფოპრტული საცხოვრებელი სახლის მოწყობა გადაწყვიტა.
ფართობი საკმაოდ შეზღუდული, სულ 18,5 კვადრატული მეტრი გახლდათ. რადგან ფული არ ქონდა, გადაწყვიტა ინტერნეტში თანამოაზრეები მოეძიებინა, რომლებიც საკუთარ ცოდნასა თუ გამოცდილებას გაუზიარებდნენ, ზოგიც კი ფიზიკურად დაეხმარებოდა. ქალბატონმა საკუთრი ვებ გვერდიც შექმნა, სადაც დაწვრილებით აღწერდა ამა თუ იმ დღის ნამუშევარსა და შედეგს.
მუშაობის პროცესში მიხვდა, რომ სახლი მეტად ფუნქციონალური და კომფორტული გამოვიდოდა იმ შემთხვევაში თუ ჭერი მაღალი იქნებოდა, ამიტომაც გადაწყვიტა ფურგონისთვის ძველი ჭერი აეხადა და აემაღლებინა, შედეგად კი მეორე სართულზე საძინებელსა და მოსასვენებელ ზონას მოაწყობდა. ამას მოყვა სახლის დათბობა. საამისოდ მან მხოლოდ ხე და ნატურალური მასალა გამოიყენა.
იმისათვის , რომ სახლი ნათელი გამოსულიყი ფანჯრები სხვადასხვა დონეზე დააამონტაჟა.
მეორე სართულის წყალობით მოხერხდა სრულფასოვანი სამზარეულოს მოწყობა.
სწორი გათვლების წყალობით სამზარელოში გარნიტურის და სრულფასოვანი გაზქურის დამონტაჟებაც გახდა შესაძლებელი. გაიყვანა ყველა საჭირო კომუნიკაცია. მეორე სართულზე ასასვლელი კიბე დამატებითი თაროების ფუნქციასაც ასრულებს.
მიუხედავად მცირე გაბარიტებისა ქალბატონი არც აბაზანის მხრივ დაიჩაგრა. მას სახლში სრულფასოვანი აბაზანაც აქვს.
ამ ყველაფერს 2 წელი დაჭირდა. ის ხომ მხოლოდ საღამოობით და შაბათ-კვირას მუშაობდა.
ასეთ სახლში ცხოვრება ქალს თვეში მხოლოდ 70 დოლარი უჯდება. იქამდე კი დაახლოებით 1,5 ათასი დოლარის გადახდა უწევდა.
ეს ყველაფერი როდია, ასეთი სახლით ქალს ნებისმიერ დროს შეუძლია საკუთარი სახლით სამოგზაუროდ წასვლა. მან გადაწვიტა კიდევ რამდენიმე ასეთი სახლი გააკეთოს და გააქირავოს. ეს მართლაც ძალიან ჭკვიანური გადაწყვეტილებაა.