სამზარეულოს ინტერიერში ფერთა შეხამება ძალიან მნიშვნელოვანია. სწორედ ფერთა გამაზეა დამოკიდებული კარგი დიზაინი. იმისათვის, რომ მიიღოთ ოპტიმალური ვარიანტი აქცენტის მხოლოდ მთავარ ფერზე გაკეთება როდია საკმარისი, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია დამატებითი ფერები. ეს ფერები ერთმანეთს ჰარმონიულად უნდა ერწყმოდეს, ხაზს უნდა უსვამდეს ოთახის მთავარ უპირატესობებს და უნდა ფარავდეს მის ნაკლს.
სამზარეულოს მთავარ ფონს ოთახის ყველაზე დიდი ობიექტები და ზედაპირი ქმნის. ფონი გახლავთ კედლები, იატაკი, ძირითადი ავეჯი. სწორედ აღნიშნული საგნების ფერი მიიჩნევა დიზაინში მთავარ ფერად. ამ ძირითად ფერების გარდა უნდა იყოს დმატაბეითი ფერები, უფრო მკვეთრი,
სამზარეულოს ინტერიერის შექმნისას დაგეხმარებათ ქრომატული წრე, რომელიც სქემატურად ასახავს ფერთა სპექტრს. არჩევანი თქვენს გემოვნებაზეა დამოკიდებული.
1.მონოქრომული
ამ შემთხვევაში ინტერიერის გასაფორმებლად გამოყენებულია ერთი სეგმენტის ფერთა გამა. შედეგად იღებთ სადა, მშვიდ სამზარეულოს, თუმცა ის შეიძლება ცოტა მოსაწყენი იყოს. ასეთ კაზუსს თავი რომ დააღწიოთ გირჩევთ ღია ფერები მუქს შეუხამეთ, დაამატეთ ცოტა კონტრასტული ელემენტები.
2.კონტრასტული
აღნიშნულ ინტერიერში ფიგურირებს კონტრასტული ფერთა გამა, ერთმანეთის საწინააღმდეგო ფერები, მაგალითად თეთრი და შავი, წითელი და ყვითელი და ა.შ. ასეთი შეხამება ინტერიერს ძალიან საინტერესოს ხდის, თუმცა სპეციალისტები გვირჩევენ კონტრასტული ფერები ნეიტრალური ელემენტებით ან ფერებით გააჯეროთ. თავად ფერი არ უნდა იყოს ძალიან სუფთა, პირიქით, უნდა ცოტა ღრმა, ჩამქრალი, გაჯერებული, დამჯდარი.
3.ჰარმონიული
აამ შემთხვევაში ინტერიერის შექმნისას ბაზად გამოიყენება მონათესავე ფერი, რომელსაც ანალოგიური ფერი ეწოდება. ინტერიერი გამოდის უნივერსალური, რომელიც მოითხოვს დამატებით ფერებს აქცენტების სახით.
ფერის შერჩევაზე ინტერიერის სტილი მიგითითებთ. თუ სტილი კარგად იქნება ჩამოყალიბებული პალიტრის შერჩევა სირთულეს აღარ წარმოადგენს.
კლასიკურ სტილსა და არტ დეკოს უფრო დამჯდარი, სადა ფერები უხდება. კედლების შესაღებად გამოიყენება ნატურალური პიგმენტებით შექმნილი მასალა. კლასიკური ინტერიერი გამოირიცხავს მკვეთრ და კაშკაშა ფერებს, თუმცა კონტრასტზე საუბარი ნამდვილად შეიძლება. ამ სტილისთვის დამახასიათებელია ნაცრისფერის გამოყენება.
სკანდინავიური სტილი მოითხოვს ღია და ბუნებრივ ფერებს, რომელიც გაჯერებული იქნება კონტრასტული კაშკაშა ელემენტებით.
პროვანსულ, ფრანგულ სტილს პასტელის ფერები უხდება.
მუქი, ჩამქარალი ფერები უფრო ლოფტს ახასიათებს. ამ შემთხვევაში დიზაინერები იყენებენ მეტასლ ,ხეს, აგურს.
ქანთრი, ეკო-სტილი თავსითავად ბუნებრივ ფერებსა და ბუნებრივ მასალას მოითხოვს.
ფერთა გამის შერჩევისას არსებობს რამდენიმე რეკომენდაცია
1. სამუშაო ზედაპირი და იატაკი არ უნდა იყოს შავი. შავ ფერს ძალიან მარტივად ეტყობა ყველა ლაქა, იქნება ეს წყლის თუ ცხიმის შხეფი.
2. უცილებლად უნდა გაითვალისწინოთ განათების ხარისხი. თუ ოთახი ბნელია უფრო ყვითელი, ნარინჯისფერი ფერები გამოიყენეთ, არ გირჩევთ ნაცრისფერისა და იასამნისფერის გამოყენებას. ეფექტური იქნება ვარდისფერი და თბილი თეთრიც.
3. პატარა ზომის ოთახში უპირატესობა აუცილებლად ღია ფერებს მიანიჭეთ. თეთრი კედელი და თეთრი ჭერი სივრცეს ზრდის. ამ შემთხვევაში შეგიძლიათ გამოიყენოთ აქცენტები.
ჩვენ შემოგთავაზებთ ფოტოებს, რათა ზოგადი შთაბეჭდილება შეგექმნათ, არჩევანი კი მხოლოდ თქვენი გასაკეთებელია.