თანამედროვე ტექნოლოგიების საუკუნეშიც კი, როდესაც ერთ სმარტფონში უამრავი ინფორმაციის მოთავსება ძალიან მარტივად არის შესაძლებელი, წიგნებს მაინც თავისი ადგილი უკავია, ბევრ ადამიანს აქვს სახლში ბიბლიოთეკა, თუმცა ხანდახან თავს იჩენს ხოლმე ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა, არ ვიცით, სად მოვათავსოთ ეს წიგნები, როდესაც ბინაში ადგილის დეფიციტია. თუმცა, ყველა სიტუაციიდან არსებობს გამოსავალი და ამ შემთხვევაშიც დიზაინერების რჩევების დახმარებით შევეცდებით თქვნ დახმარებას და ამ პრობლემის მოგვარებას.
1. მრავალფუნქციური ავეჯი
ერთოთახიანი ბინის ნამდვილი მხსნელი ძალიან ხშირად მრავალფუნქციური ავეჯი არის ხოლმე. ის მოგცემთ საშუალებას ძალიან კომპაქტურად და მოხერხებულად
ასევე ძალიან კარგი საშუალებაა საწოლის მონტაჟი პოდიუმზე, რომელსაც ქვემოთ ექნება ღია თაროები, სადაც შეძლებთ წიგნების დაბინავებას.
ძალიან საინტერესო და მოსახერხებელი ვარიანტია ასევე წიგნების სათავსოს ჩამონტაჟება სავარძელში. ასეთი სავარძლის მთავარი უპირატესობა მისი მობილურობა. ის შეგიძლიათ გადაიტანოთ ხან საძინებელში, ხან მისაღებში და ხანაც კაბინეტში. მისი მეშვეობით სახლის ნებისმიერ ზონაში შეგიძლიათ მოიწყოთ მყუდრო გარემო წიგნის წასაკითხად.
2. ბიბლიოთეკა ფანჯარასთან
ძალიან ხშირად ბინაში ფანჯრის მიმდებარე ტერიტორია ან ცარიელია, ან იქ განთავსებულია სავარძელი ან მაგიდა, დიზაინერები კი გირჩევენ ამ კვადრატულ მეტრებს უფრო ფუნქციონალური დატვირთვა მიანიჭოთ და ნამდვილ სამოთხედ აქციოთ. Eეს ძალიან მარტივია, უბრალოდ ფანჯრის თავზე და გვერდებზე უნდა გააკეთოთ თაროები, ფანჯრის რაფაზე კი შეგიძლიათ დადოთ მატრასი, პლედი და რამდენიმე მოსახერხებელი ბალიში და საოცარი მინი ბიბლიოთეკა მზად არის.
3.წიგნის თაროები
წიგნების თაროების განთავსება სახლის ნებისმიერ ნაწილშია შესაძლებელი. ამ შემთხვევაში ყველაზე ხელსაყრელი ვარიანტი სახლის კუთხეებია.
ალტერნატიული ვარიანტია თაროების დამონტაჟება ჭერშიც. ეს ძალიან უსაფრთხო გადაწყვეტილებაა, მით უმეტეს, თუ სახლში პატარა ბავშვია.
4. სტელაჟი
თუ თქვენი ბინა ერთოთახიანი აუცილებლად შეიძინეთ სტელაჟი. ეს ფუნქციონალური ავეჯი მრავალი თაროთი ძალიან მოსახერხებელია. სტელაჟის შეძენისას აუცილებლად გაითვალისწინეთ ბინის სიდიდე და წიგნების რაოდენობა.
5. ორგანაიზერი და წიგნების შესანახი კალათა
ეს ვარიანტი ყველაზე მეტად საბავშვო ოთახის გასაფორმებლად გამოგადგებათ. შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც დაწნული, ისე პლასტმასის და მეტალის კალათები.
6. სამზარეულო
წიგნებზე საუბრისას ყველაზე ნაკლებად სამზარეულოს წარმოვიდგენთ ხოლმე, თუმცა ამად, სამზრეულოში ძალიან ხშირად გვრჩება ხოლმე თავისუფალი ადგილი, რომელიც შეიძლება გამოვიყენოთ წიგნების შესანახად.