არ აქვს მნიშვნელობა, სად იქნება ორგანიზებული სასადილო ზონა, სამზარეულოში თუ მისაღებში, მთავარია, რომ ის იყოს საგულდაგულოდ გააზრებული და გათვლილი.
თუ სასადილო ზონის მოწყობის დროს არ იქნება დაშვებული ქვემოთ ჩამოთვლილი შეცდომები თქვენთან ტრაპეზი ყოველთვის სასიამოვნი იქნება როგორც ოჯახის წევრებისთვის ისე სტუმრებისთვის.
შეცდომა 1. არასწორად შერჩეული მაგიდის ზომა
მაგიდის შერჩევის დროს აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ, რომ მაგიდაზე თავისუფლად უნდა ეტეოდეს იმდენი ადამიანი, რამდენი წევრიც არის ოჯახში.
თუ ოჯახი დიდია და სტუმრებსაც ხშირად უმასპოინძლდებით აუცილებლად დიდგაბარიტებიანი მაგიდა დაგჭირდებათ, თუ არადა 6 კაციანი მაგიდა აბსოლუტურად
შეცდომა 2. გასასვლელის გაუთვალისწინებლობა
აუცილებლად გაითვალისწინეთ, რომ სადილის დროს ვინმეს დაჭირდება გასვლა ან გამოსვლა და მაგიდა ისე უნდა იყოს განთავსებული, რომ წამოდგომის და გასვლის შემთხვევაში არც მასპინძელს და არც სტუმარს შეექმნას დისკომფორტი. მაგიდა არ უნდა იყოს ახლოს სამზარეულოს გარნიტურთან და არც სავარძელსა თუ დივანთან. ამ ზონებში ყოველთვის უნდა იყოს შესაძლებელი თავისუფლად გადაადგილება.
შეცდომა 3. მრგვალი მაგიდა და სტაციონალური სკამები
მიუხედავად იმისა, რომ მრგავლი მაგიდა ლამაზი და ყოველთვის აქტულური და მოთხოვნადია სკამებთან ერთად ის საკმაოდ დიდ ადგილს იკავებს. თუ სახლში ადგილის დეფიციტი გაქვთ გირჩევთ უარი თქვათ მრგვალ მაგიდაზე და უპირატესობა სტანდარტული ფორმის მოდელს მიანიჭოთ.
შეცდომა 4. არასაკმარისი სინათლე
სასადილო ზონის მოწყობის დროს აუცილებლად გაითვალისწინეთ, რომ მაგიდა ისეთ ადგილას უნდა იდგეს, სადაც კარგი განათება იქმ-ნება. ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია.
შეცდომა 5. ტელევიზორი სასადილო ზონაში
მთავარი შეცდომა, რასაც სასადილო ზონის მოწყობის დროს ვუშვებთ ხოლმე არის ტელევიზორი. არ შეიძლება ერთდროულად ტრაპეზი და ტელევიზორის ყურება. ეს ძალიან ცუდია ჯანმრთელობისთვის.