ინტერიერის დიზაინი კუროს, ქალწულისა და თხის რქისთვის

ციხესიმაგრე იმიტომ, რომ მიწის ნიშნები უპირატესობას სტუმრების სახლში მიღებას ანიჭებენ. ისინი აღმერთებენ თავიანთ სახლს, სადაც თავს გრძნობენ მშვიდად და კომფორტულად. ამასთან, მათი „ციხესიმაგრე" საკმაოდ რესპექტაბელურად, მყარად და მყუდროდ გამოიყურება.

 

ტემპერამენტი

პრაქტიკულობის განსახიერება და საიმედოობა;
კონსერვატიული, ფრთხილი, ტრადიციების მიმდევარი;
ემოციონალური და მგრძნობიარე, უყვარს და აფასებს მუსიკას, ხელოვნებას;
უყვარს ბუნება, გატაცებულია ლანდშაფტის დიზაინით;

 

რეკომენდებული ფერები ინტერიერის მოსაწყობად:

მწვანე, ყავისფერი - თავად ბუნების ფერები, მიწის ფერები. მთავარია სწორად შეირჩეს შეფერილობა. მწვანე შეიძლება იყოს ცივი და თბილი. გამოიყენეთ მწვანე - ცისფერში, ფირუზისფერი ან მუქი მწვანე ტონები. მწვანე -

ფულის ფერია, შექმენით მისი დახმარებით სიუხვის ატმოსფერო.
კრემისფერი, ყავისფერი - საყოველთაოდ აღიარებული ნეიტრალური ტონებია ინტერიერში. ეს არის ხის ფერი, რომელსაც მოაქვს სითბო და კეთილგანწყობა.

 

რეკომენდებული სტილი:

  • მონღოლური კლასიციზმი;
  • რუსული არისტოკრატიის სტილი;
  • ინგლისური სტილი;
  • იტალიური სტილი;

    რატომ კლასიკა? იმიტომ, რომ ახლოსაა რაციონალიზმთან და განწყობა, რაც დამახასიათებელია მიწის ნიშნებისთვის.
    კლასიკური ინტერიერი მშვიდი და ლამაზია. შიდა სივრცის დაგეგმარება - ლოგიკური და გასაგები. დამახასიათებელი ნიშნებია - უბრალოება და თავშეკავებულობა. გამოყენებული მასალები - კეთილშობილი ხე, მარმარილო. ფორმის ჰარმონია, ფერი, სიმეტრიის დაცვა.

ინგლისური კლასიკის დამახასიათებელი ნიშნები ინტერიერში:

შენობის სწორი გეომეტრია, სწორხაზოვნება, სიმეტრია დეკორის დაგეგმარებაში. ნეიტრალური ფერები, ნატურალური შეფერილობები.
კეთილშობილური სახეობის ხის( კაკალი, მუხა) გამოყენება- მასიური ავეჯი, კარები, ბუხარი.
სასადილოში- დიდი მრგვალი მაგიდა და სავარძლები მაღალი საზურგეებით.
ოთახის კედლების გასაფორმებლად- სურათები და ოჯახის რელიქვიები. არისტოკრატიზმი და სწრაფვა სრულყოფილებისაკენ.
სისადავე, კონსერვატიზმი და ამასთან ოჯახური სიმყუდროვე სოლიდური ადამიანებისათვის. მათთვის, ვისთვისაც ფასეულია თავისი ფესვები.

 იტალიური კლასიკის დამახასიათებელი ნიშნები ინტერიერში:

  • ბუნებრივი მასალების გამოყენება;
  • დაუმუშავებელი ქვა, მარმარილო გარეთ და შიგნით;
  • ნატურალური ხე, შეღებილი და პოლირებული;
  • ნაჭედი რკინა- საწოლები და დეკორატიული ელემენტები;
  • თბილი სამხრეთული შეფერილობები: კრემისფერი, ტერაკოტის ფერი; 
  • სიმყუდროვეს ქმნის უბრალოება და ბუნებრიობა;
  • დიზაინმა უნდა გამოიწვიოს ემოცია, მისასალმებელია ავეჯი და ხელთნაკეთი დეკორი;

ინტერიერი კუროსთვის
სწორედ კურო არის ყველა მიწის ნიშნის თვისებების მატარებელი, ამიტომ მისი კეთილშობილი მფლობელისათვის შესაფერისი იქნება ტრადიციული კლასიკური ინტერიერი, საიდანაც გამოსჭვივის ელეგანტურობა და ინდივიდუალობა.

ინტერიერი ქალწულისთვის
ქალწული მიდრეკილია ემოციურობისკენ, მას ნაკლებად მოსწონს სახლში ჯდომა. ამიტომ სახლი ამ ნიშნისთვის გამორჩეულია ნაკლები კონსერვატიზმით. გამოიყენეთ კლასიკისა და სხვადასხვა სტილის ერთობლიობა, ორიგინალური აქსესუარებით.

ინტერიერი თხის რქსთვის

თხის რქა მიწის ყველაზე კონსერვატიული ნიშანია. ნუ გამოეკიდებით ცვალებად მოდას, სჯობს მოაწყოთ თქვენი სახლი საფუძვლიანად. გამოიყენეთ მოხერხებული ავეჯი და ფერები, რომლებიც ახარებს თვალს. სიმდიდრის და რესპექტაბელურობის სიმბოლო გახდება ანტიკვარული ნივთები, სურათები და დეკორაციები.

კომენტარები

fato 2016-02-10 16:39
araaeg kutos stili
fato 2016-02-10 16:38
kuro var magram saetyod ar jdeba es chems syilshi piriqit diskomports miqmnis.
კურო 2016-01-30 20:19
კურო ვარ და ვეთანხმები ოღონ თეთრი ფერი არ მიყვარს ძაან რო ანათებს... იტალიურ და ინგლისურ კლასიკას ვეთანხმები 100%
qalwuli 2016-01-13 16:38
ra vqna ver daveTanxmebi, qalwuli var zodiaqoTi da ar momwons aranairad es SemoTavazebuli interieri da arc gareT yofnisken ar var midrekili

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები