ყოველთვის მოდური კლასიკური ავეჯი


კლასიკური სტილის ავეჯი – დახვეწილი დიზაინი და ფუფუნება


მიუხედავად იმისა, რომ ინტერიერის დიზაინი ძალიან სწრაფად იცვლება და ყოველწლიურად ახალ-ახალი ტრენდები იჩენს თავს კლასიკური სტილი აქტუალობას არასდროს კარგავს. დახვეწილი, არისტოკრატული სტილი ნებისმიერ სტილს ჰარმონიულად ერწყმის და ამავდროულად პრაქტიკულიც არის.
კლასიკური სტილისთვის დამახასიათებელი თვისებები - ტრადიციული ფორმები, სიმეტრია და პროპორციულობა - ინტერიერში ჰარმონიულ და მთლიან ანსამბლს ქმნის.

განსაკუთრებულ ყურადღებას ყოველთვის ავეჯი იქცევს.

როგორია კლასიკური სტილის ავეჯი?


ძვირფასი, ხარისხიანი, ნატურალური მასალისგან დამზადებული _ ეს გახლავთ ამ კითხვაზე მოკლე პასუხი.
კლასიკური სტილი ჩამოყალიბდა დიზაინის
კონცეფციიდან, რომელიც აქტუალური და მიღებული იყო ძველ არისტოკრატულ საზოგადოებაში. ავეჯი მდიდრული აპარტამენტებისთვის ყოველთვის ძვირფასი და ბუნებრივი მასალისგან მზადდებოდა.



ამ ტრადიციამ საუკუნეებს გაუზლო და ჩვენამდეც მოაღწია.ამიტომაც არის, რომ კლასიკური სტილი ყოველთვის მდიდრულ ინერიერთან ასოცირდება.
ჩვენთვის ნაცნობი კლასიკური სტილი მხოლოდ ერთ კონკრეტულ ეპოქაში არ ჩამოყალიბებულა.
კლასიკური ავეჯი ერთფეროვანი არასდროს არის, ის შეიძლება გამოკვეთილი იყოს სხვადასხვა ელემენტებით, ოუს სედარებით მასიური ან ძალიან ჰაეროვანი, ყველაფერი დამოკიდებულია თქვენ გემოვნებაზე, რომელი ეპოქა უფრო გხიბლავთ რენესანსი, ამპირი თუ როკოკო.
თითოეულმა ამ სტილმა თავისი შტრიხები თანამედროვე სამყაროშიც შეინარჩუნა,
თუმცა, მიუხედავად ამ ფაქტორებისა, კლასიკურ სტილს აქვს საერთო ტენდენციებიც, რომელიც ყველა სტილს აერთიანებს.



კლასიკური სტილის შტრიხები



კლასიკას უყვარს სიმეტრია, ამიტომაც ხშირად ავეჯის ელემენტები წყვილ-წყვილად გვხვდება. დივანთან დგას ორი სავარძელი, მაგიდასთან კი პუფები. კლასიკური სტილის რბილ ავეჯს ყოველთვის დახვეწილი, მდიდრული შალითები აქვს. ეს შეიძლება იყოს ძვირფასი მატერია ან ტყავი, მთავარი ის, რომ მასალა არის ყოველთვის ნატურალური.


რბილი ავეჯი არის მართლაც რბილი, მოხერხებული და სასიამოვნო.
ინტერიერის კლასიკური ავეჯით მოწყობის დროს ძალიან მნიშვნელოვანია ფერთა გამის დაცვა. ამ სტილს არ უყვარს კონტრასტები და ექსპერიმენტები. ყველაფერი უნდა იყოს სადა და გაწონასწორებული.



დახვეწილი მისაღები



გინდათ სოლიდური და დახვეწილი მისაღები? რაღას ფიქრობთ, მოაწყვეთ ის კლასიკურ სტილში და მიიღებთ თბილ და მყუდრო ოთახს.
ფუფუნება და სილამაზე კლასიკის სინონიმებია. ამ სტილის ინტერიერი ყოველთვის ზედმიწევნით დახვეწილია.



რაც შეეხება წყობას, ეს მომენტიც ტრადიციულია, ოთახის ცენტრში თავსდება დიდი დივანი, გვერდით ან მოპირდაპირედ კი განლაგდება ორი სავარძელი. მათ შორის კი იდგმება დახვეწილი ჟურნალის მაგიდა.


კლასიკური სტილის მისაღები არასდროს უნდა გადატვირთოთ ავეჯით. მთავარი ანსამბლის დამატებად პატარა მაგიდა ან კომოდი მოიაზრება. თუ საშუალება არის, რა თქმა უნდა, განიხილება ბუხარიც, რომელიც ოთახის საერთო ფერთა გამის მიხდვით იქნება გაფორმებული.





ძვირფასი და რესპექტაბელური



არისტოკრატული სახლის ერთ-ერთი მთავარი ნაწილი სამუშაო კაბინეტი გახლდათ. ამ ოთახისთვის ირჩეოდა მასიური ავეჯი.
კაბინეტის ცენტრში ყოველთვის მაგიდა იყო განთავსებული. კედლის გასწვრივ წიგნის კარადა ღია ფასადით.
კაბინეტის ასეთი წყობა დღევანდელ დღესაც აქტუალურია.


მასალად კაბინეტში ძირითადად ხე განიხილება.
კაბინეტი მისი მფლობელის მდგომარეობას უნდა გამოხატავდეს.



მშვიდად, კონტრასტების გარეშე



კლასიკური სტილის საძინებელი მოიცავს ერთ დიდი საწოლს მასიური თავით, ორ ტუმბოს, ტანსაცმლის კარადას და დახვეწილ, სარკიან ტუალეტის მაგიდას.


რა თქმა უნდა, საწოლს ოთახის ცენრტი აქვს დაკავებული. ის საძინებლის უმთავრესი ელემენტია.
სურვილის მიხედვით შეიძლება განთავსდეს ტორშერი და პუფი.


რაც შეეხება ფერს, უპირატესობა თბილ, ბუნებრივ ფერს ენიჭება.
არანაირო კონტრასტული აქსესუარები და ფერები.



მხოლოდ საჭირო ავეჯი




კლასიკურ სტილში მოწყობილ შესასვლელში უნდა იყოს მხოლოდ ძალიან საჭირო ავეჯი, არაფერი ზედმეტი.

კლასიკურად, გემოვნებით


კლასიკური სტილი თავისთავად აქსესუარებსაც გულისხმობს, თუმცა ეს აქსესუარები აუცილებლად უნდა იყოს სადა და მაქსიმალურად დახვეწილი.
ასეთი ინტერიერი, დაგვერწმუნეთ, აქტუალობას არასდროს დაკარგავს და ყოველთვის გაუსვამს ხაზს დიასახლისის დახვეწილ გემოვნებას.



კომენტარის დამატება