შევიხედოთ ევროპაში – როგორ აფორმებენ მცირეგაბარიტიან სახლებს დასავლეთში


ევროპაში სახლები ხშირ შემთხვევაში სიმყუდროვითა და სისადავით გამოირჩევა, მიუხედავად იმისა, რომ დიდი გაბარიტების არ არის. რაში მდგომარეობს მათი საიდუმლო? სწორედ ამაზე გესაუბრებით ამჯერად და ვეცდებით აგიხსნათ, როგორ ახერხებენ, რომ მათი სახლები ასეთი თანამედროვე და მომხიბვლელია.  

1. მაქსიმალურად იყნებენ ჭერქვეშა სივრცეს



თუ თქვენი სახლი პატარა ზომის არის, მაგრამ მაღალი ჭერი გაქვთ გაგახარებთ, რადგან თქვენ შეგიძლიათ თქვენი ბინა გაზარდოთ არა სიგანეში, არამედ სიმაღლეში.
ამისთვის თქვენ დაგჭირდებათ ანტრესოლი მეორე სართულის მოწყობა, სადაც შეგიძლიათ გაიკეთოთ ბიბლიოთეკა, კაბინეტი, მინი ბარი ან გარდერობის ოთახი.

2. აერთიანებენ
ფუნქციონალურ ზონებს



თუ ჩვენტან ვცდილობთ ოჯახის თითოეულმა წევრმა საკუთარი სივრცე მოვიწყოთ და რაც შეიძლება მეტ ზონად დავყოთ სახლი ევროპაში პირიქით არის, აქ სივრცე გაერთიანებულია. თითქმის არ აქვთ ტიხრები.

3. ამცირებენ სამზარეულოს



ჩვენგან განსხვავებით ევროპაშო სამზარეულო ოთახის მიმართ დამოკიდებულება აბსოლუტურად განსხვავებულია. დასავლეთში სამზარეულო არ არის ის ადგილი, სადაც იღებენ სტუმრებს და ჭორაობენ ყავაზე, ამიტომაც იქ ძირითადად სამზარეულო მისაღებთან არის მიერთებული.

4. საგულდაგულოდ გეგმავენ მრავალფუნქციურ განათებას



ევროპაში განათებას ძალიან დიდ ყურადღებას უთმობენ და მიაჩნიათ, რომ ის უნდა იყოს მრავალდონიანი და რაც შეიძლება რთული.

5. უპირატესობას ერთ ფერსა და სტილს ანიჭებენ



დასავლეთში შპალერს ძალიან იშვიათად შეხვდებით, განსაკუთრებით მცირეგაბარიტიან სახლებში. თუ შეხვდებით, ის დეკორის სახით იქნება წარმოდგენილი, ძირითადი მოსაპირკეთებელი მასალა კი საღებვია. კედლები ძირიტად თეთრ სპილოსძვლისფერ ფერშია.
როგორც უკვე გითხარით, ტიხრები არ არსებობს და მთლიანი სახლი ერთ სტილშია გაფორმებული.

6. აქცენტი სისადავესა და ლაკონურობაზე კეთდება



დასავლური ინტერიერი მაქსიმალურად უბრალო და ლაკონურია. იშვიათად შეხვდებით პომპეზურ დეკორსა და პრინტებს. თითოეულ ნივთს საკუთარი ფუნქციონალური დატვირთვა აქვს. ევროპაში მიაჩნიათ, რომ სახლი მუზეუმს არ უნდა გავდეს. ნეიტრალური ფერთა გამა, მინიმუმამდე დაყვანილი დეკორატიული ელემენტები და მოსახერხებელი ავეჯი _ აი, ეს არის მათი მთავარი მოთხოვნა.


კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები