როგორ დავმალოთ სტუდიოს ტიპის ბინებში სამზარეულო


სტუდიო ერთოთახიანი ბინაა. ასეთი ტიპის ბინებს არ აქვს ტიხრები, (რა თქმა უნდა, სველი წერტილის გარდა). არც საძინებელი და არც სამზარეულო არ არის გამოყოფილი. საჭმლის მომზადება კი აუცილებელია. აქ განლაგებაც თავისებურია და კლიმატიც. დიზაინერები ცდილობენ სტუდიოს სტილის ბინები ისე მოაწყონ, რომ სამზარეულო მაქსიმალურად დაფარონ.



საამისოდ ბევრი მიზეზი არსებობს, შეზღუდული სივრცე, დაქვეითებული საჭიროება და ა.შ. ერთი სიტყვით, მოდით ვნახოთ, როგორ შეიძლება ამის მოხერხება ისე, რომ საერთო ინტერიერს ხიბლი არ დავუკარგოთ.



ყველაზე პატარ სამზარეულოსაც კი უნდა ჰქონდეს ნიჟარა, გაზქურა და სამუშაო ზედაპირი. თანამედროვე
დიზაინერები ითვალისწინებენ თანამედროვე დიასახლისების მოთხოვნილებებს და თანდათან აქტუალური ხდება მინიმალისტური სამზარეულოებიც, რომელშიც ყველაფერი შეფარულად არის გაკეთებული.






კომენტარის დამატება