მეგაპოლისების მაცხოვრებელთა რაოდენობა ყოველწლიურად მნიშვნელოვნად იზრდება. ამას, რა თქმა უნდა, მოჰყვება საცხოვრებელი ფართის მატებაც. თანამედროვე ტენდენციების თანახმად კი ძალიან ბევრ ოჯახს პატარა ფართობში უწევს ცხოვრება. ამიტომაც ამ ბოლო დროს არქიტექტორები სულ უფრო ხშირად სთავაზობენ მომხმარებელს ტრანსფორმერ სახლებს. აი, მაგალითად ამ სახლში, რომლის ფართობიც სულ რაღაც 36 კვადრატული მეტრია და რომელიც ნიუ-იორკში, მანჰეტენზე მდებარეობს, გაგიკვირდებათ და 5 ოთახია. სახლის მეპატრონეები ამ პროექტით ძალიან კმაყოფილები დარჩნენ.
დიზაინერმა და არქიტექტორმა ერთობლივად შეიმუშავეს გეგმა, როგორ უნდა გადაეკეთებინათ სტუდიოს სტილის ბინა 5-ოთახიან სახლად. მათ ეს
პირველ რიგში რეკონსტრუქცია განიცადა სამაზარეულომ, ის უფრო გაფართოვდა, რათა მომზადების პროცესი ყოფილიყო კომფორტული, ასევე გაფართოვდა სველი წერტილი.
ძირითადმა ფართმა არც თუ ბევრი ცვლილება განიცადა, შემოქმედებითი ტანდემის გადაწყვეტილებით, ამ ფართს დაემატა კიდევ ერთი კედელი, რომელიც სპეციალური მექანიზმის მეშვეობით ძალიან მარტივად გადაადგილდება. ეს კი საშუალებას იძლევა, რომ სახლის მეპატრონეებმა ზონა სურვილისამებრ გამოიყენონ.
როდესაც სახლის ბინადრები დასაძინებლად ემზადებიან, კედელი ოთახის ცენტრისკენ გადაადგილდება, მის მოპირდაპირედ კი გამოჩნდება გასაშლელი საწოლი. როდესაც საწოლი იკეცება, ისევ კედელში შედის.
თუ მოძრავ კედელ საწყის პოზიციაზე დავტოვებთ, მივიღებთ მისაღებ ოთახს. კედელში ჩამონტაჟებული კარი კარგად მალავს კომპიუტერსა და სამუშაო მაგიდას. ტელევიზორი ბრუნდება 180 გრადუსით და მიიღება სრულფასოვანი კაბინეტი.
სასადილო ზონა ფანჯარასთან არის განთავსებული. სახლის ინტერიერი ღია ფერებშია გადაწყვეტილი. დამატებით როლს თამაშობს სახლის გაფორმებაში დიოდური ნათურები.
წაიკითხეთ ასევე: როგორ გავაერთიანოთ საძინებელი და მისაღები - საჭირო რჩევები
როგორ მოვაწყოთ პატარა შემოსასვლელი ისე, რომ ვიზუალურად უფრო დიდი გამოჩნდეს
კომენტარები