მომავალი საოცნებო სახლის დაგეგმვის დროს გირჩევთ, ყველა დეტალზე კარგად დაფიქრდეთ და არც ის დაივიწყოთ, რითი შეიძლება ინტერიერის დამახინჯება. ამჯერად სწორედ ამაზე გესაუბრებით, ანუ შეცდომებზე, რომლებიც უმჯობესია არ დაუშვათ ინტერიერის დიზაინის დროს.
1. ოქრო სიმდიდრეა
ოქროსფერის ზედმეტი სიყვარული და მისი ინტერიერში ჭარბად გამოყენება ძალიან ხშირად კრახით მთავრდება ხოლმე. ოქროსფერი უნიტაზი, პირსაბანი არათუ ლამაზად, ძალიან უგემოვნოდ გამოიყურება.
2. თაბაშირმუყაოს ჭერი
2000 წლის ესთეტიკა, თაბაშირმუყაოს ჭერი, რომელიც სიმაღლეს უბრალოდ შანთქავს, წარსულს ჩაბარდა, მრავალიარუსიან კონსტრუქციებზე ხომ საუბარიც ზედმეტია.
3. დიაგონალური და რადიუსებრი
კედლები
ასეთი კედლები აუცილებლად ქმნის დამატებით პრობლემებს, რაც გულისხმობს ავეჯის განთავსებას და კერების მონტაჟს. შეიძლება ის ლამაზადაც კი გამოიყურება, თუმცა შთამბეჭდავი დამატებითი ხარჯები მოჰყვება და ამად ნამდვილად არ ღირს.
4. ორიგინალური ჭერი
თუ შენობას აქვს ორიგინალური, განსახვავებული ჭერი, გირჩევთ ის რემონტის დროსაც შეინარჩუნოთ.
5. დაპროექტება
თუ რემონტის წინ ყველაფერი საგულდაგულოდ არ გაქვთ გათვლილი, უამრავი შეცდომის დაშვებაა შესაძლებელი, ამიტომ გირჩევთ, სანამ რემონტს დაიწყებთ, ყველა დეტალი კარგად გათვალეთ.
6. ფერთა უაზრო შეხამება
არ გირჩევთ ზედმეტად აქტიური და კონტრასტული ფერების გამოყენებას.
7. ოთახების დაგეგმარება
სივრცის აუცილებლად მრავალ ოთახად დაყოფა 90-იანი წლების გადმონაშთია, არაფერი დაშავდება იმით თუ სამზარეულო და სასადილო ცალკე ოთახები კი არ იქნება, გააერთანებთ და სტუდიოს ტიპს გააკეთებთ.
8. ავეჯის განლაგება
მცდარია მოსაზრება იმის თაობაზე, რომ კედლის გასწვრივ ჩამწკრივებული ავეჯი ადგილს დაგიზოგავთ. სამწუხაროდ, ასე არ არის.
9. მხოლოდ ერთი ტონი
დიზაინერების მთავარი შეცდომა ის არის, რომ ისინი ყოველთვის ცდილობენ ინტერიერის მოსაწყობად მსგავსი ნივთები და ტონი შეარჩიონ. დაიმახსოვრეთ. მრავალფეროვნება ყოველთვის მოდაშია, თუმცა ზომიერების გრძნობა არასდროს უნდა დავივიწყოთ.
10. ფოკუსის არარსებობა
ნებისმიერ ინტერიერს ჭირდება აქცენტი, ინტერიერის წერტილი და სასურველია ის ყოველთვის ცენტრში იყოს.
11. ნივთების სიმრავლე
ხშირია შემთხვევები, როდესაც ახალ სახლში გადასვლისას უკლებლივ გადააქვთ ძველი ნივთები, გირჩევთ ახალ გარემოს ნუ გადატვირთავთ, რაც არ გჭირდებათ, ყველაფერი თავიდან მოიშორეთ, იქნება ეს წიგნები, რომელთაც არავინ კითხულობს თუ ტრენაჟორი, რომელზეც არავინ ვარჯიშობს.
12. ბუტაფიროა
არ გირჩევთ სახლში მსგავსი ნივთების გამოყენებას, მაგალითად ლინონეუმის, რომელიც ხის იატაკის იმიტაციაა. ეცადეთ მხოლოდ ნატურალური მასალა გამოიყენოთ.
13. ფოტოშპალერი
ამ პუნქტს კომენტარის გარეშე დავტოვებთ.
14. არაპრაქტიკული ნივტები
მაგალითად, არ გირჩევთ თეთრი ავეჯის ყიდვას და კედლების თეთრად შეღებვას თუ სახლში პატარა ბავშვები არიან.
15. უამარავი კარადა
ჯობია თავიდანვე უარი თქვათ ამ გადაწყვეტილებაზე და სპეციალური საგარდერობე ოთახის გაკეთებაზე იზრუნოთ.
16. ჭაღი ოთახის ცენტრში
არ არის აუცილებელი ჭაღი მაინცდამაინც ოთახის ცენტრში იყოს განთავსებული, თუ ოთახი კლასიკურად არ არის მოწყობილი და თავისუფალი სტილის არის განათებაც შესაბამისი შეგიძლიათ შეურჩიოთ.
17. ჩამრთველებს რაოდენობა
თანამედროვე ყოფაში ყველაფერს ელექტროწყარო ჭირდება, ეცადეთ გაითვალისწინოთ ეს და იმდენი სადენი გააკეთოთ, რომ დამაგრძელებლების ხმარება აღარ დაგჭირდეთ.
18. ეკონომია დიზაინზე
ყოველთვის შესაძლებელია დიზაინზე ეკონომია და ამ მომსახურებაზე უარის თქმა, მაგრამ მაშინ მზად უნდა იყოთ იმისთვის, რომ შესაძლოა რაღაცით უკმაყოფილო დარჩეთ.