10 იდეა, რა შეიძლება ჩამოკიდოთ კედელზე, გარდა სურათისა

გთავაზობთ კედლების გაფორმების ვარიანტებს სხვადასხვა ოთახისთვის

1. სარკე
პოსტერებისა და სურათების გარდა კედელზე შეგიძლიათ ჩამოკიდოთ ერთი და იმავე მატერიალში ჩასმული სარკეები - დასაშვებია სხვადასხვა ზომის.

2. თეფშები

სამზარეულოში ერთი კედელი დატოვეთ თავისუფალი და გააფორმეთ ფერადი თეფშებით - ის შეუმჩნეველი არავის დარჩება.

3. ხალიჩა

ასეთი ორიგინალური დეკორაცია ოთახს სიმყუდროვეს შესძენს.

4. გირლანდი

ასეთი დეკორისთვის შესანიშნავი ადგილია კედელი საწოლის თავზე. გამოგივათ მყუდრო საძინებელი, სადაც სამუდამოდ დაივიწყებთ სტრესს.

5. ჩალის ქუდები

როცა სამოგზაუროდ ცხელ მხარეებში გაემგზავრებით, სუვენირის სახით აუცილებლად წამოიღეთ თან ჩალის ქუდები.
დაბრუნებისთანავე ჩამოკიდეთ საძინებელში - ისინი დასვენების დღეებს მოგაგონებთ და ეს დადებით ემოციებს გამოიწვევს.

6. იდეალური წყვილი: თარო + სარკე

შემოსასვლელში ადგილის ეკომონიისთვის კარგი იდეაა ვიწრო თარო, რომელზეც მოათავსებთ გასაღებს, ქანდაკებებს, სანთლებს, ლარნაკებსა და საყვარელ წვრილმანებს. სარკე კი რეკომენდებულია სწორედ ამ თაროს თავზე ჩამოკიდოთ.

7. ბრტყელი კალათები

ბრტყელი კალათები პიკნიკისთვის, ხილისთვის ან საზღვაო ჩანთები, რომლებსაც ძირითადად ზაფხულში ვიყენებთ, შესაძლებელია ორიგინალურ დეკორად ვაქციოთ მთელი წლის განმავლობაში.


8. კაშპო (დეკორატიული ლარნაკი)

„მწვანე“ კედლები - აქტუალური დეკორატიული ტრენდი.

9. მაკრამე

ხელსაქმე მოდიდან არასდროს გადადის. შეგიძლიათ გამოიყენოთ ერთი ხელნაკეთი ნივთი ან რამდენიმეს კომბინაცია შექმნათ ერთ კედელზე.

10. ძირითადი საწოლები

კედლის ორიგინალური დეკორისთვის დაგჭირდებათ სრულიად ჩვეულებრივი საწოლის ფიცრები, რომლებიც იჭერენ ლეიბს. მას მარტივად შეიძლება გაუკეთოთ საკიდები. შეგიძლიათ ჩამოკიდოთ სანათები, გაზეთები და ჟურნალები.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები