როგორ მოვაწყოთ 5 კვ/მ ზომის აბაზანა

პატარა ზომის აბაზანა განაჩენი როდია. 3-5 კვ/მ აბაზანის მოწყობა დიზაინერებისთვის ძალიან საინტერესო საქმიანობაა. მათ თუ ვენდობით და ცოტა ფანტაზიასაც მოვიშველიებთ საბოლოოდ ჩინებული შედეგის მიღწევაა შესაძლებელი.



თუ თქვენს აბაზანაში ხელსაბანის ადგილისთვის ძალიან ცოტა ადგილია შეგიძლიათ ის აბაზანის თავზე დაამონტაჟოთ. ასე აბაზანის მიღების დროს პრის დაბანა უფრო ადვილიც არის და მასზე უამრავი ნივთის მოთავსებაა შესაძლებელი.



აბაზანა სამზარეულოს სტილშიც შეიძლება მოაწყოთ, ჩაშენებული ტექნიკა და კარადები. ძალიან მოსახერხებელი და მრავალფუნქციურია.



საყოველთაოდ მიღებული აზრის მიხედვით, უნიტაზის გვერდით თავისუფალი ადგილი უნ
და იყოს და რატომ? აბა, სცადეთ და კარადები გააკეთეთ. ნახავთ, რა მოხერხებულია.



ასე კი თქვენს სარეცხის მანქანას ინტერიერში ძალიან ლაკონურად ჩაწერთ. თუმცა, დიზაინერები ამბობენ (მაგალითად, დიზაინერი პეპი), რომ 5კვმ ფართში, სადაც შხაპკაბინა, ნიჟარა და უნიტაზიც უნდა იყოს, სარეცხის მანქანის მონტაჟი არ არის რეკომენდებული და მის გარეშე გაცილებით მარტივია ეს ყოველივე განაწილდეს.



საშხაპე კაბინას იგივე ადგილი სჭირდება, რაც აბაზანას, ამიტომ გირჩევთ უარი თქვათ მასზე და უბრალო საშხაპე მოაწყოთ.



მრავალფუნქციური ავეჯი საქმეს ძალიან გაგიმარტივებთ.



მინიმალიზმი პატარა ზომის აბაზანის მთავარი მოთხოვნაა.



აბაზანის ვიზუალურად გასადიდებლად გამჭირვალე საშხაპე კაბინა გამოიყენეთ.



ფეხებიან პირსაბანს ახლა აღარავინ იყენებს.



თუ სახლში საკმარისი რაოდენობის კარადები გაქვთ, აღარ არის აუცილებელი აბაზანაში სათავსოების გაკეთება.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები