ფენ-შუის 9 მარტივი მაგალითი, რომლებიც დაგვეხმარება სახლი პოზიტიური ენერგიით ავავსოთ

ფენ-შუის წესებით სახლი მისი მფლობელის ანარეკლია და თუ მისი რომელიმე კუთხე არასწორადაა ორგანიზებული, დაძველდა ან უარყოფითი ენერგია დაგროვდა, ეს მფლობელთა ცხოვრებაზეც აისახება.

შემოსასვლელი კარი

შემოსასვლელ კარს სახლში სიმდიდრე შემოაქვს, ამიტომ ის იდეალურ მდგომარეობაში უნდა იყოს. სახლში დადებითი ენერგიის მისაზიდად, კარი კარგად უნდა იყოს განათებული, ასევე მწვანე მცენარე უნდა დადგათ შემოსასვლელში ან შემოსასვლელის წინ. ამისათვის იდეალურია მარადმწვანე მცენარე - ურთხელი, სარკოკოკა ან ჰებე.

შემოსასვლელი

ვიწრო და გადატვირთული შემოსასვლელი აფერხებს პოზიტიური ენერგიის მიწოდებას. ქურთუკები, პალტო არ
უნდა ეკიდოს კორიდორში, ფეხსაცმელები კი არ უნდა ეყაროს ძირს. უმჯობესია, ყველაფერი ზედმეტი დახურულ კარადაში შეინახოთ, საკიდზე კი დატოვეთ მხოლოდ ის, რასაც ყოველდღიურად ატარებთ. დადებითი ენერგიის მისაზიდად, შემოსასვლელში დაკიდეთ ლამაზი სარკე და დადეთ ლამაზი ყვავილების თაიგული.

სამზარეულო

სამზარეულო ოჯახში კეთილდღეობის, ჯანმრთელობისა და ჰარმონიის სიმბოლოა. რეკომენდებული არ არის, გაზქურისა და ნიჟარის ერთმანეთის საპირისპიროდ განთავსება. ამას შეუძლია პარტნიორებს შორის უთანხმოების გამოწვევა, რადგან ამ შემთხვევაში კონფლიქტი მოდის წყლისა და ცეცხლის სტიქიებს შორის. მოერიდეთ ზედმეტად დიდი რაოდენობით შავ და წითელ ფერებს, კონფლიქტამდე ესეც მიგიყვანთ.

გაზქურა არ უნდა იდგას ფანჯარასთან და შემოსასვლელი კარის პირისპირ, წინააღმდეგ შემთხვევაში ფანჯრის გაღების დროს მთელი თქვენი სიმდიდრე აორთქლდება. გაზქურა ყოველთვის სუფთა მდგომარეობაში უნდა იყოს. ასევე გაზქურის ყველა სანთურა უნდა გამოიყენოთ - ცვალეთ პერიოდულად.

სასტუმრო ოთახი

ავეჯი აუცილებლად უნდა შეეფერებოდეს ოთახის ზომას, არ უნდა იყოს ზედმეტად დიდი და არც ზედმეტად პატარა. დიდი დივანი და სავარძელი უმჯობესია ზურგით კედლისკენ დადგათ. სიმდიდრის ენერგიის გასააქტიურებლად, ოთახის კუთხეში დადგით ლამაზი სანათი, მოათავსეთ ის კარის საპირისპიროდ.

სასადილო ოთახი

ფენ-შუიში სასადილო ოთახი მნიშვნელოვანი ელემენტია და იდეალურ შემთხვევაში, ეს უნდა იყოს ადგილი, სადაც მშვიდ და სასიამოვნო გარემოში, საკვების მიღებაზე კონცენტრირებას სრულფასოვნად შეძლებთ. ასე ორგანიზმი საკვებისგან მაქსიმალურ სარგებელს მიიღებს. ამ სივრცეში ენერგიის ოპტიმიზირებისთვის შეგიძლიათ ჩამოკიდოთ სარკე, მაგიდაზე კი ცოცხალი ყვავილები მოათავსოთ.

საძინებელი

ძილისთვის კომფორტული პირობების მოსაწყობად, საძინებელში უნდა განათავსოთ საწოლი, რომელსაც აქვს თავი, ინტერიერი კი ღია ნეიტრალურ ფერებში მორთოთ. სიმშვიდის განსაცდელად საწოლის გვერდებზე შეგიძლიათ დადგათ პატარა ტუმბოები ლამაზი სანათებით და არომატული სანთლებით, რომლებიც გარემოს სინაზესა და რომანტიკას შესძენს.

სააბაზანო ოთახი

აბაზანა ყოველთვი უნდა იყოს მოწესრიგებული და სუფთა. კარი და უნიტაზის თავსახური უმჯობესია დახურული იყოს, სხვაგვარად სიმდიდრე გაედინება. პროცესი რომ შეაჩეროთ ან შეაფერხოთ, შეგიძლიათ აბაზანაში დადგათ ოთახის მცენარეები, რომლებიც იწოვენ წყალს.

ბაღი

ბაღი სახლის წინ თქვენს მომავალს წარმოადგენს, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ის იყოს ლამაზი, ყოველთვის მოვლილი და აყვავებული. ბაღი სახლის უკან მისი მფლობელების ჯანმრთელობისა და სიმდიდრის ანარეკლია. ღობეები არ უნდა იყოს გატეხილი და დაზიანებული.

წყარო: www.goodhouse.ru
https://www.goodhouse.ru/home/interior/9-prostyx-priemov-fenshuj-kotorye-pomogut-zaryadit-dom-pozitivnoj-energiej/#part1

კომენტარის დამატება