როგორ მოვაწყოთ კოსმეტიკის მაგიდა პატარა საძინებელში


ბევრი ქალბატონისთვის ნაცნობია სიტუაცია, როდესაც კოსმეტიკა ხან სად გაქვს და ხან სად, სასურველი ტუჩსაცხის მოსაძებნად რამდენიმე წუთი სჭირდება, ხან აბაზანაში იკეთებს მაკიაჟს, ხანაც კორიდორში.



არ მოგბეზრდათ ეს ორომტრიალი? ჰოდა, მოდით, მოგვყევით და შემოგთავაზებთ სხვადასხვა ტიპის ვერსიებს, თუ როგორ შეიძლება მოიწყოთ კოსმეტიკის მაგიდა სულ მცირე ზომის საძინებელშიც კი. ამის შემდეგ აღარ მოგიწევთ დროის ფუჭად კარგვა და უფრო მოწესრიგებული და კმაყოფილი იქნებით.
მოდით შევთანხმდეთ, რომ კოსმეტიკის მაგიდა არ არის ბავშვობის ოცნების რეალიზაცია, ეს ქალების ყველაზე საჭირო ელემენტია.



ნიშა და შეღრმავება




თუ საძინებელში ნიშა გაქვთ ჩათვალეთ, რომ გაგიმართლათ და რაც გინდა პატარა ზომის იყოს თქვენი ოთახი, შეგიძლიათ მოიწყოთ კოსმეტიკის მაგიდა და იცხოვროთ ბევრად კომფორტულად.
იგივე შეიძლება ითქვას სულ მცირე ზომის შეღრმავებაზეც კი ოთახში.



კუთხე


კუთხე იდეალური ადგილია მისთვის, ვისაც სივრცის დაზოგვა სურს. კოსმეტიკის მაგიდისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ ნებისმიერი თავისუფალი კუთხე, მით უმეტეს, რომ დღესდღეობით მწარმოებლები ამ ფაქტორის გათვალისწინებითაც გვთავაზობენ კოსმეტიკის მაგიდების ფართო არჩევანს.


ორი ერთში



შეგიძლიათ საძინებელში მოიწყოთ მრავალფუნქციური კუთხე პრინციპით ორი ერთში. ის შესაძლოა იყოს ტანდემში ტანსაცმლის კარადასთან და შესანახ სხვა სისტემასთან.



საწოლის ტუმბო



ხშირად ტუმბოს საწოლთან სულ სხვა ნივთებისთვის ვიყენებთ ხოლმე, მაგრამ, თუ სხვა საშუალება არ არის, დაგვერწმუნეთ, აქაც ძალიან კომფორტულად არის შესაძლებელი ჩვენთვის საჭირო სივრცის მოწყობა.



ფანჯრის რაფა



ალბათ ძალიან ცოტა ჩვენგანი თუ დაფიქრებულა იმაზე, რომ ტუალეტის მაგიდა გაეკეთებინა ფანჯრის რაფის მაგივრად ან რაფის გაგრძელებად. არადა, ეს ძალიან პრაქტიკული და ხელსაყრელი ვარიანტია, რომელზე დაფიქრებაც ნამდვილად ღირს.




კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები