სამზარეულო, სასადილო ზონა ის ადგილია, სადაც ადამიანები, ოჯახის წევრები თავისუფალი დროის დიდ ნაწილს ვატარებთ ხოლმე, ამიტომაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს ზონა იყოს მაქსიმალურად კომფორტული და თან მყუდრო. თუმცა ხშირად, მისი მოწყობის დროს ვუშვებთ გაუთვალისწინებელ შეცდომებს.
რა არ უნდა გავაკეთოთ, სასადილო ზონას სიმყუდროვე რომ არ დავუკარგოთ და მეტი კომფორტი შევძინოთ?
პირველ რიგში, უარი უნდა ვთქვათ იმ უხეშ და მაგარ ე.წ. ტაბურეტებზე, რომელსაც ძალიან ხშირად ადგილის ეკონომიის მიზნით ვიყენებთ ხოლმე. ნებისმიერ მაგიდასთან ბევრად ჰარმონიულად გამოიყურება საზურგიანი სკამები. თუ სამზარეულო ან სასადილო ოთახი
პატარა ზომის არის, ეცადეთ, სკამი მინიატიურული ზომის იყოს, ფართო ოთახს კი ფართო სკამები დაამშვენებს.
ნუ შეარჩევთ მაგიდას მასიური ფეხებით, ის სივრცეს გადატვირთავს. ყიდვისას აუცილებლად შეამოწმეთ ასევე გასაშლელი მაგიდა და დარწმუნდით გაშლილ, მდგომარეობაში მისი მექანიზმი რამდენად მოსახერხებელია. ერთი სიტყვით, მაგიდის შერჩევის შემთხვევაში რაიმე განსკუთრებული რეკომენდაციები არ არსებობს, უბრალოდ შეარჩიეთ მაგიდა შედარებით წვრილი ფეხებით.
არანაკლებ მნიშვნელოვანია სად არის განთავსებული მაგიდა. მთავარია, რომ ის სადღაც კუთხეში არ იყოს მიჩქმალული. მაგიდა ისე უნდა იდგას, რომ მასთან მისვლა, დაჯდომა და ადგომა იყოს მაქსიმალურად მოსახერხებელი.
ხშირად ხდება ისე, რომ კომფორტული მაგიდისა და სკამების ძიების დროს ადამიანებს ავიწყდებათ საერთო ინტერიერი, ფონი. გახსოვდეთ, მაგიდა ჰარმონიულად უნდა ერწყმოდეს დანარჩენ ავეჯსა და სახლის საერთო სტილს.