სად ძინავთ მილიარდერებს - მდიდარი ადამიანების იდუმალი საძინებლები

ეს მილიარდერების საძინებლებია და ასევე საძინებელი ოთახები ყველაზე ძვირად ღირებული სასტუმროებიდან, სადაც მხოლოდ უმდიდრეს ადამიანებს აქვთ საშუალება, დაიძინონ და გაიღვიძონ. 

მაგალითად, პირველ ფოტოზე 21 მილიონ დოლარად ღირებული რეზიდენციის მთავარი საძინებელია - რეზიდენცია გოლფ-კლუბ Bighorn-ში მდებარეობს. ყველაზე ეფექტური, რაც აქ არის, გახლავთ მაროკოელი დურგლების მიერ ხელით გამოჭრილი კედელი.

ეს სან-ფრანცისკოს ძვირად ღირებული სასტუმროს საპრეზიდენტო პენტჰაუსია, რომლის კედლებს არაერთი ცნობილი როკ-ვარსკვლავი თუ მსახიობი უხილავს.

ვერსაჩეს საძინებელი მის სასახლეში. აქ ერთხელ მადონასაც ეძინა, როცა მაიამი-ბიჩში დარჩა ღამის გასათევად. ჯანი ვერსაჩეს გარდაცვალების შემდეგ სასახლეს ხშირად აქირავებენ.

ამ საძინებელში დაძინება, აბუ-დაბიში, წმინდა რეგის მთის მწვერვალზე განთავსებული სასტუმროს ყველაზე ძვირად ღირებულ ნომერში, 47

ათასი დოლარი ღირს. სასტუმროს თავისი ვერტმფრენის დასაფრენი მოედანი აქვს, რომ სტუმარი ზედმეტად არაფერზე შეწუხდეს.

ტომი ჰილფიგერის საძინებელი "პლაზა ჰოტელის" პენტჰაუსში. ეს დახვეწილი საძინებელი ბევრ ცნობილ ადამიანს უნახავს და იქ ღამეც გაუტარებიათ.

ნიუ-იორკის ძვირად ღირებული სასტუმროს საძინებელი - ხედით ცენტრალურ პარკზე და ბევრი სხვა უპირატესობითა და ბონუსით.

ეს სასტუმრო Bel-Air-ია. ამ საძინებელში ღამის გატარება, ანუ ამ საძინებელში ბალიშზე თავის დადება 19 მილიონ დოლარამდე ღირს.

ეს მთავარი საძინებელია ლუქსისა, რომელშიც 70 მილიონ დოლარად ნებისმიერი ოცნება ხდება. პენტჰაუსი მე-5 ავენიუზე, 18 სართულის თავზე მდებარეობს. 

 

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები