5 ნივთი, რომლის ადგილიც მცირეგაბარიტიან სახლში არ არის

მცირეგაბარიტიან სახლს განსაკუთრებული დიზაინი სჭირდება, კარგად გათვლილი და ფუნქციონალური. განვიხილოთ პროფესიონალთა რჩევები, თუ რაზე შეიძლება ითქვას უარი, თუ ჩვენი ბინა მცირე ზომის არის.

დიდი ზომის ჭაღი


გემოვნებით შერჩეული დიდი ზომის ჭაღი, რა თქმა უნდა, ლამაზი იქნება და ყურადღებას აუცილებლად მიიქცევს, თუმცა არავითარ შემთხვევაში მცირეგაბარიტიან სახლში, ასეთ სიტუაციაში ის უბრალოდ დაკარგავს მთელ თავის ხიბლს.

დიდნახატებიანი შპალერი

თუ არ გინდათ, თქვენი ისედაც შეზღუდული სივრცე დიდი ზომის ნახატებიანმა შპალერმა კიდევ უფრო შეჭამოს, გირჩევთ არჩევანი სადა ტიპზე და შედარებით ღია ფერზე გააკეთოთ.

დიდი ზომის
ავეჯი და ტიხრები


იმისათვის, რომ ადგილი გაათავისუფლოთ, ეცადეთ სივრცე არაფრით გადატვირთოთ, ეს ეხება დიდი ზომის ავეჯს და ტიხრებს. მცირეგაბარიტიან სახლში ავეჯი უმჯობესია იყოს მრავალფუნქციური და მაქსიმალურად მსუბუქი.

მუქი ფერები და მძიმე ფარდები




ფერს ინტერიერში აკისრია უმთავრესი თუ არა, უმნიშვნელოვანესი როლი. პატარა ზონის სახლებში სასურველია არ იყოს მვეთრი კონტრასტები, ამ შემთხვევაში ბუნებრივი ფერი ბევრად ეფექტურად გამოიყურება. ასევე ფარდები უნდა იყოს მაქსიმალურად მსუბუქი და სადა. 

გადამეტებული აქსესუარები

არ ღირს მცირეგაბარიტიანი სახლის აქსესუარებით გადატვირთვა, უმჯობესია სახლში მეტი თავისუფალი ადგილი იყოს, რომ მეტი სივრცე გამოჩნდეს.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები