ინტერიერის მოწყობის დროს ენთუზიაზმით უნდა შეარჩიოთ ნივთები და რაც მთავარია, ამ ენთუზიაზმმა და არჩევანმა საბოლოოდ ძალიან დადებითად უნდა იმოქმედოს განწყობაზე. თანამედროვე დიასახლისებს ვურჩევთ, ფრთხილად იყვნენ, რათა მაღაზიაში აქსესუარების შერჩევის დროს კონსულტანტებმა მოძველებული ტრენდები არ შესთავაზონ. რასთან მიმართებაში უნდა გამოვიჩინოთ სიფრთხილე, რა აღარ არის მოდაში.
1. ფუმფულა ხალიჩა
ადრე ხალიჩას საჭიროების გამო მოიხმარდნენ, ცივ იატაკს ფარავდნენ, ხმის იზოლაციას აუმჯობესებდნენ და ა.შ. დღესდღეობით კი პატარ-პატარა ფარდაგებს ძირითადად დეკორატიული დატვირთვა აქვს ხოლმე.
2. მასიური ავეჯი
თანამედროვე ინტერიერი სიმსუბუქეს, ჰაეროვნებას მოითხოვს, რამაც გამოიწვია ის,
რომ მასიური ავეჯი თითქმის დავიწყებას მიეცა.
3. ტიფანის სანათი
ასეთი ტიფანის სანათი ინტერიერს გასული საუკუნის დროინდელს ამსგავსებს, თანამედრვე დიზაინს ეს სტილი ნაკლებად უხდება.
4. ტვ ზონა
ადრე ტვ ზონა ინტერიერის ყველაზე გამოკვეთილი ადგილი იყო, დღესდღეობით კი დიზაინერები გვირჩევენ, ეს ადგილი არაფრით იყოს გამორჩეული.
5. მრავალდონიანი ფარდა
როგორც ვნახეთ, ყველაზე აქტუალური დღესდღეობით სისადავეა, ამიტომაც მრავალდონიანი ფარდა სადა ვარიანტმა ჩაანაცვლა და თან დიდი წარმატებით.
6. ნახატები
აქ თავიდანვე უნდა გავუსვათ ხაზი იმას, რომ ერთი ნახატი კედელზე დეკორის სახლით ნორმაა, თუმცა კოლაჟმა აქტუალობა დიდი ხანია დაკარგა.