ფერთა ყველაზე მომგებიანი შეხამება სამზარეულოში - პრაქტიკული რჩევები და ფოტონიმუშები

სამზარეულოს ინტერიერში ფერთა ჰარმონიული შეხამება ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია. შემოგთავაზებთ ფოტომასალას და იმ საბაზისო ფერთა შეხამებას, რომელიც სასურველია ჰარმონიული ინტერერის მოწყობის დროს.
ქოლორისტები ცდილობენ, რომ სამზარეულოში ფერების შერჩევა არ იყოს რთული პროცესი. საამისოდ არსებობს სპეციალური საბაზისო სქემები, რომელიც დაგეხმარებათ გადაწყვეტილებების მიღებაში.



რემონტის დაწყებას გეგმავთ და არ იცით, რომელი ფერი შეარჩიოთ თქვენი სამზარეულოსთვის?
პირველ რიგში გაითვალისწინეთ, რომელ მხარეს მდებარეობს თქვენი სამზარეულო, მზიან თუ ჩრდილიან მხარეს, რა ზომის არის, რა ფორმის.
თუ სამზარეულ ჩრდილიან მხარეს არის, გირჩევთ უპირატესობა თბილ ფერებს მიანიჭოთ. თუ მზე
უხვად არის, შეგიძლიათ უფრო დამჯდარი და მუქი ფერები შეარჩიოთ.

ღია ფერები შეზღუდულ სივრცეს ვიზუალურად გაადიდებს, მუქი ფერები კი დიდი ზომის ოთახს მოუხდება.
ფერთა შეხამება სამზარეულოში ჰარმონიული იმ შემთხვევაში იქნება, თუ ის საერთო კონცეფციას დაექვემდებარება.
ეცადეთ სივრცე შედგებოდეს სამი ძირითადი ფერისგან და მათი გრადაციებისგან. მაგალითად:



არ დაგავიწყდეთ, რომ დეკორიც ამ სამ ფერთაგან ერთ-ერთი კომპონენტია, ამიტომ ის ჰარმონიულად უნდა ერწყმოდეს ძრითად ფერებს.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები