საძინებელი და მისაღები ერთად - საინტერესო იდეები

ძნელია შეზღუდულ სივრცეში ადამიანმა თავი კომფორტულად იგრძნოს, პირადი სივრცე ხომ ყველგან საჭიროა. მოდით ვნახოთ, როგორ შეიძლება ამ პრობლემის მოგვარება ზონირებით.

1. დივანი ზურგით საწოლისკენ

თუ არ გსურთ ზონირება ტიხრით, შეგიძლიათ ოთახის ზონირება ავეჯითაც გააკეთოთ, ძალიან მარტივად და ეფექტურად, საამისოდ დაგჭირდებათ დივნის საწოლისკენ ზურგით განთავსება. მაქსიმალური შედეგი იქნება მინიმალური ძალისხმევით.

2. საწოლი შირმის უკან

თუ ეს ვარიანტი არ მოგწონთ ან გარკვეული მიზეზების გამო ვერ ახერხებთ მის რეალიზებას, გთავაზობთ საწოლს შირმის მიღმა, არანაკლებ ეფექტურ ვარინტს.

3. ხის ტიხარი

ბოლო დროს ინტერიერის დიზაინში
დიდი პოპულარობით სარგებლობს მსგავსი ტიპის ხის ტიხარი, რომელიც მართლაც ძალიან ლამაზია და თავის საქმეს ათიანზე ასრულებს.

4. სტელაჟი დივანსა და საწოლს შორის


ერთი სივრცის ორ ზონად გასაყოფად შეგიძლიათ გამოიყენოთ ასევე სტელაჟი, რომელიც საკმაოდ ფუნქციური ვარიანტია, მასზე უამრავი ნივთის განთავსებას შეძლებთ.

5. ფარდა


ყველაზე ბიუჯეტური და უბრალო გადაწყვეტილებაა ფარდა. მარტივი, თუმცა პრაქტიკული და მსუბუქი.

6. საწოლი ფარდებით


თუ არც სტელაჟი გნებავთ და არც სხვა რამ, მაშინ ფარდებიანი საწოლი სცადეთ, პირადი სივრცე ნამდვილად გექნებათ.

7. საწოლი-სხვენი


თუ თქვნს სახლს მაღალი ჭერი აქვს, არანკლებ 3 მეტრისა, სცადეთ ეს ვარიანტი და მოიწყვეთ საწოლი-სხვენი. ეს იდეა გამოირჩევა ორიგინალურობით, თუმცა ძალიან პრაქტიკულია.

8. საწოლი კედელში


ეს იდეა გახლავთ ძალიან ეფექტური, თუმცა ძვირი. მსგავსი საწოლის დამზადება, რომლიც დღე აიკეცება და კედელში შევა, იაფი ნამდვილად არ დაგიჯდებათ, თუმცა პრობლემას რომ გადაგიჭრით, ეს ცალსახაა.

კომენტარები

ჩიკო 2022-08-03 18:15
გვერდით ტუალეტიც არ იქნებოდა ურიგო
zaza 2022-07-31 00:46
რა არის ეფექტური და საინტერესო , აქეთ რომ შენ სტუმარს მასპინძლობ ,,მისაღებში" , დივანზე ზის და უკან რომ საწოლში ვიღაც ხვრინავს ? :) კაი დაემართა ჩვენს მტერს !

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები