რა აპატარავებს და ავიწროებს ოთახს და როგორ გავაფართოოთ ვიზუალურად

მოდი ვნახოთ, რატომ უნდა გამოიყურებოდეს ოთახი ვიწროდ.

არასწორად გეკეთებული აქცენტი

აქცენტიანი კედელი ალამაზებს ოთახს, თუმცა მთავარია აქცენტი სწორად იყოს გაკეთებული.
ვიწრო ოთახში აქცნტი უნდა გაკეთდეს ყველაზე მოკლე კედელზე, რომ ის ვიზუალურად განიერი გამოჩნდეს. არ ღირს აქცენტის გაკეთება ყველაზე გრძელ კედლეზე.

დაბალი ჭერი

დაბალი ჭერი სივრცეს თრგუნავს. ჭერს შეიძლება ადაბლებდეს მრავალდონიანი ჭერი და მუქი ფერი.
იმისათვის, რომ ოთახი უფრო ფართო და დიდი გამოჩნდეს, გამოიყენეთ ვერტიკალური ზოლები. ასევე მნიშვნელოვანია სწორი განათება.

მასიური ავეჯი

ოთახს აპატარებს და ავიწროვებს მასიური ავეჯი, რა თქმა უნდა,
შეზღუდულ სივრცეში, განსაკუთრებით მუქი ფერის.
ეცადეთ ავეჯი იყოს ზომიერი და ღია ფერის.


გადატვირთული კედლები

თუ ოთახის სივრცე პატარაა, არ გირჩევთ კედლების გადატვირთვას. გახსოვდეთ, რომ ყველა ინტერიერს სჭირდება თავისუფლება.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები