ალბათ გსმენიათ, ადამიანს სული და გული ჩაუდია სახლის ინტერიერის მოწყობაში, არ დაუზოგავს არც ფინანსები, არც ენერგია, მაგრამ.... სახლში დაბრუნებაც კი არ უნდა, უბრალოდ ვერ გრძნობს თავს კომფორტულად.
დიზაინერები ასახელებენ ტიპიურ შეცდომებს, რომელთა გამო ადამიანი შესაძლოა მსგავსი პრობლემის წინაშე აღმოჩნდეს.
მოწყენილობა
როდესაც სახლის მოწყობის დროს გამოყენებულია ერთი სტილი, ერთი და იგივე ფერი, მაგალითად სულ ხორცისფერი ან ნაცრისფერი, მართალია, ეს მოდურია, თუმცა ზედმეტი მონოქრომული ინტერიერი ყოველთვის მოსაწყენი გამოდის, აქცენტები ყოველთვის საჭიროა.
ხელოვნურობა
მიმოიხედეთ ირგვლივ და გაიხსენეთ, როდის გაანებივრეთ ბოლოს საკუთარი თავი ლამაზი
თაიგულით. ყვავილები ინტერიერში ყოველთვის სიცოცხლის შემომტანია, თუმცა ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ, რომ საუბარია ცოცხალ და არა ხელოვნურ ყვავილებზე.
დაბალი ფარდები
დიზაინერები ცალსახად გვირჩევენ, რომ თუ გინდათ ინტერიერი დახვეწილი იყოს, ფარდის კარნიზი აუცილებლად ჭერთან მაქსიმალურად ახლოს უნდა განათავსოთ.
ტორშერის და სანათის გარეშე
გარწმუნებთ, სახლი მხოლოდ ჭერის განათებით ნამდვილად მოსაწყენია, წერტილოვანი განათება სახლს დამატებით სითბოსა და სიმყუდროვეს ანიჭებს.
ცივი ფერები
როდესაც ვსაუბრობთ ოჯახურ სიმყუდროვეზე წარმოვიდგენთ თბილ ფერებთან, ბუხართან და სინათლესთან. ამიტომ დიზაინერები გირჩევენ ინტერიერში კედლების შესაღებად უპირატესობა თბილ ფერებს მიანიჭოთ, განსაკუთრებით ეს სამზარეულოსა და სასადილო ოთახს ეხება.
ტელევიზორის კულტი
ძალიან ბევრი ადამიანი ოჯახის მიზიდულობის ცენტრად ტელევიზორს აქცევს ხოლმე. მისაღებ ოთახში დიდი პლაზმური ტელევიზორი ნამდვილად მისაღებია, მაგრამ საძინებელში ტელევიზორის ადგილი ნამდვილად არ არის.
მუდმივად არეული შესასვლელი
შესასვლელი ის ადგილია, რომელიც სახლში შესვლამდე ქმნის განწყობას, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, ეს ადგილი ყოველთვის მოწესრიგებული იყოს და სასურველია, ღია ფერის.