სასარგებლო რჩევები ნაქირავები სახლის გადასახალისებლად

ხშირია შემთხვევები, როდესაც ნაქირავებ სახლში გადავდივართ, გვინდა ყველაფერი ლამზად მოვაწყოთ,თუმცა ეს ხან გარკვეულ სახსრებთან არის დაკავშირებული ხანაც სახლის მეპატრონე არ გვაძლევს უფლებას რაიმე სერიოზული ცვლილებები შევიტანოთ მის ინტერიერში. როგორ მოვიქცეთ ამ დროს?

ჩვენ შევეცდებით მოგცეთ რამდენიმე სასარგებლო და რაც მთავარია იაფი რჩევა, რომელიც დაგეხმარებათ ამ პრობლემის თქვენს სასარგებლოდ მოგვარებაში.


შევარჩიოთ ტექსტილი
ნაქირავები სახლის დეკორირების დროს ყველაზე ერთგული დამხმარე ტექსტილია, მისი ყველა გამოვლინება. პირველ რიგში შეცვალეთ ფარდები, რბილი ავეჯი გააფორმეთ სხვადასხვა ფერისა და ფორმის ბალიშებით. მაგიდას ლამაზი სუფრა გადააფარეთ. არ დაგავიწყდეთ

მისაღები ოთახის უმნიშვნელოვანესი დეტალი _ ხალიჩა. ეცადეთ შეარჩიოთ თანამედროვე დიზაინის ლამაზი ხალიჩა.


ავეჯის დეკორირება
თუ ნაქირავებ სახლში მოძველებული ავეჯი დაგხვდათ, გულს ნუ გაიტეხთ, იდეალური ვარიანტი ამ შემთხვევაში სკამებისთვის ახალი შალითების შეკერვაა, თუ ამის საშუალება არ გაქვთ, მაშინ ავეჯს უბრალოდ რამე ლამაზი ქსოვილი გადააფარეთ. რაც შეეხება ხის ავეჯს, ისინი დეკორატიული ნივთების წყალობით გაამდიდრეთ. თუ მშრალ ხიდს მიმართავთ, თქვენ ბოჰემურ, რეტროს სტილის ინტერიერს შექმნით.


გავაფორმოთ კედლები
თუ კედლების გადაღებვის ან შპალერის გამოცვლის საშუალება არ გაქვთ, შეგიძლიათ მიმართოთ დიზაინერულ ხრიკს. ყველაზე ადვილია კედლების კაშკაშა, ლამაზი პოსტერებით გაფორმება. ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ ლამაზი ნახატები ან ფოტოები. თუ არ გინდათ კედელზე ბევრი ლურსმნის ჩაჭედება, შეგიძლიათ ფოტოები და ნახატები ღია თაროებზე მოათავსოთ.



თუ კედლები შეღებილია, თამამდ შეგიძლიათ გამოიყენოთ მისაწებებელი სტიკერები, რომელსაც თქვენი გემოვნებიტ შეარჩევთ, შეგიძლიათ შეუკვეთოთ ნებისმიერი დიზაინის, ფორმის და ზომის. ის ადვილად ეკვრის კედელს და არც მისი მოცილება წარმოადგენს სირთულეს.



თუ აბაზანაში კერამკიული ფილა დაზიანებულია, შეგიძლიათ ის შეცვალოთ, თუ ზუსტად ისეთივეს ვერ იშოვით, შეგიძლიათ ფილა სიმეტრიულად ააძროთ რამდენიმე ადგილას და სხვა, შესაფერისი ფილით შცვალოთ. საბოლოოდ ორიგინალურ დიზაინს მიიღებთ.


ნივთების შენახვის ახალი მეთოდი
ნებისმიერ სახლში, როგორც წესი, ყოველთვის არის ნივთების შესანახი ადგილის პრობლემა. ცალკე ტანსაცმლის შესანახი ოთახი ნაქირავებ ბინებში იშვიათად გვხვდება, ერთი კომოდი და ტუმბო კი საკმარის არასდროს არის. ამ დროს შეგიძლიათ გამოიყენოთ ლამაზი, ფერადი ყუთები, კალათები.


გახსოვდეს ხელოვნება
ძალიან ხშირად ნაქრავები ბინები ძალიან უბრალოდ და სადად არის მოწყობილი. ამ შემთხვევაში შეგვიძლია გავიხსენოთ ხელოვნება და ის ჩვენი გემოვნებით გადავახალისოთ. დაკიდეთ კედელზე ლამაზი აბსტრაქტული სურათი, დიდი ფორმატის ნახატი შეგიძლიათ უბრალოდ მიაყუდოთ კედელს. დაკიდეთ ფანჯრებზე ლამაზი, დეკორატიული ვიტრაჟები.


დაამატეთ განათება
ძალიან ხშირად აწყდებიან ადამიანები გაბათების პრობლემას, თუმცა, ეს ადვილად მოგვარებადი საკითხია. დაამატეთ ინტერიერში სანათები, ტორშერები. ყველაფერი ეს დაამატებს არა მხოლოდ სინათელს, არამედ დახვეწს სახლის ინტერიერს.


სიმწვანე
ეცადეთ სახლის ინტერიერი გადაახალისოთ დიდი ზომის ოთახის მცენარეებით. ეს ნაქირავებ სახლს უფრო მყუდრო, შინაურ ატმოსფეროს სესძენს. ეს არა მარტო ალამზი, ფუნქციონალურიც არის.


საყვარელი დეკორი
ნუ შეუშინდებით სახლში ბევრ ნივთს, არა, არც გადაამეტოთ, მაგრამ გემოვნებითა და ზომიერად შერჩეული დეკორატიული ნივთები ყველა ინტერიერს უხდება.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები