"ქურასა და ნიჟარას შორის 60-სანტიმეტრიანი სამუშაო ზონა დატოვეთ" - შეცდომები, რომლებიც სამზარეულოს არაკომფორტულს ხდის

სამზარეულო პირველ რიგში მოხერხებული და კომფორტული უნდა იყოს და მხოლოდ ამის შემდეგ, ლამაზი. ამიტომ, მისი მოწყობის დროს, უნდა გაითვალისწინოთ მრავალი ნიუანსი, მათ შორის ისიც, თუ როგორ დაგეგმოთ სამუშაო ზინა ისე, რომ მუშაობის დროს ხელი არაფერში შეგეშალოთ. არადა, ამ დროს დიასახლისები ყველაზე ხშირად უშვებენ შეცდომებს.

საყოფაცხოვრებო ტექნიკა სამუშაო ზედაპირზე


ერთი შეხედვით ბლენდერი, ცომის საზელის, ხორცსაკეპი მანქანის ადგილი სწორედ აქ არის, თუმცა მზადების პროცესში ეს ყველაფერი ნებისმიერ დიასახლისს აღიზიანებს. გირჩევთ ამ ატრიბუტებისთვის გამოყოთ სპეციალურ ადგილი კარადაში, ან ღრმა უჯრაში სადაც მოათავსებთ და
ხელი აღარ შეგეშლებათ. სივრცეც განიტვირთება.

ზედა კარადების ნაწილობრივ გამოყენება


თუ თქვენი სამზარეულო პატარა ზომის არის გირჩევთ მაქსიმალურად აითვისოთ ყველა კუთხე-კუნჭული, გამოიყენეთ ზედა სივრცე, გააკეთეთ დამატებითი რეილინგები, თაროები, ეს ყოველდღიურ ყოფას საგრძნობლად გაგიმარტივებთ.

არასწორად გაკეთებული რეილინგი



რეილინგის პრაქტიკულობაზე უკვე ვისაუბრეთ, მართაც ძალიან მოსახერხებელია, თუმცა, სანამ მის გაკეთებას გადაწყვეტთ, ჩამოყალიბდით რას განათავსებთ მასზე და მხოლოდ ამის შემდეგ შეარჩიეთ ის ზომა, რომელიც თქვენთვის კომფორტული იქნება, ადვილად რომ მიწვდეთ.

ადგილი ნიჟარასა და ქურას შორის


ძალიან მოსახერხებელია, როდესაც სამუშაო ზონის ძირითადი ნაწილი ქურასა და ნიჟარას შორის არის განთავსებული. მნიშვნელოვანი, რომ ეს მონაკვეთი მინიმუმ 60 სმ მაინც იყოს, აუცილებლად გაითვალისწინეთ ეს მომენტი თქვენი სამზარეულოს მოწყობის დროს.

ცუდი განათება



ეს მომენტი გასათვალისწინებელია არა მხოლოდ სამზარეულოში, არამედ ყველა ოთახში. ერთი ჭაღი ოთახის ცენტრში საკმარისი ნამდვილად არ იქნება, სამუშაო ზონას აუცილებლად დასჭირდება დამატებითი განათების წყარო.

წინსაფარი



ე.წ. წინსაფარი ძალიან საფრთხილო თემაა სამზარეულოს მოწყობის დროს, გარდა იმისა, რომ ის უნდა იყოს ლამაზი, ამავდროულად მაქსიმალურად კომფორტულიც. ეს ის ნაწილია, რომელიც ყველაზე მეტად ისვრება კეთების პროცესში და ყველზე ხშირად საჭიროებს წმენდას, ამიტომ რაც მარტივი გასაწმენდი იქნება, მით უკეთესი, გაფრთხილებთ, რომ ხაოიანი ფაქტურა უფრო რთულად იწმინდება, განსაკუთრებით თეთრი ფერი.

გადაჭარბებული დეკორი


სამზარეულო ოჯახის გულია, ის ლამაზი უნდა იყოს, ასევე მყუდრო, გარკვეულ დეკორის ელემენტებს ნამდვილად საჭიროებს, თუმცა ოქროს შუალედი, როგორც ყოველთვის, აქაც საჭიროა ისევ დიასახლისი კომფორტის გათვალისწინებით.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები