რატომ არ იყენებენ ფინეთში მეტალოპლასტმასის ფანჯრებს და რით ჩაანაცვლეს ისინი


როდესაც საუბარია ფანჯრების შეცვლაზე, ძირითადად მეტალოპლასტმასის ჩარჩოებს წარმოვიდგენთ ხოლმე. საინტერესოა, რა ხდება ამ მხრივ სხვა ქვეყნებში, მაგალითად, ფინეთში. ფაქტია, რომ ბოლო 10 წლის განმავლობაში მათ თითქმის უარი თქვეს პლასტიკურ ჩარჩოებზე.

უპირველეს ყოვლისა, უნდა აღინიშნოს, რომ არ არსებობს სრულყოფილი ფანჯრები. თითოეული ტიპის მასალას აქვს საკუთარი დადებითი და უარყოფითი მხარეები. რა თქმა უნდა, მეტალოპლასტმასის ფანჯრებს არაერთი უპირატესობა აქვს: ის ძალიან ჰერმეტულია, ადვილი მოსავლელია, ასეთი ჩარჩოები გამოიყურება ესთეტიურად, უმაგრდება მწერებისგან დამცავი ბადეები,  გარდა ამისა, პლასტმასის ფანჯრების დამზადება უფრო ადვილია, თუმცა მას უარყოფითი მხარეებიც
აქვს - ასეთი ფანჯრები არ სუნთქავს, მგრძნობიარეა მექანიკური ზემოქმედების მიმართ და გარდა ამისა, ძლებს არაუმეტეს 10 წლისა და ყველაზე ნაკლებად არის ეკოლოგიურად სუფთა.

რაც შეეხება ფინეთს, ამ ქვეყანაში ხე ყველაზე პოპულარული ვარიანტია. ასეთი ფანჯრების უპირატესობებს შორის არის ხანგრძლივი მომსახურების ვადა, ეკოლოგიურად სიფთა პროდუქტი და ზამთარში მონტაჟისა და შეკეთების შესაძლებლობა. თუმცა, ხის ორმაგ მინის ფანჯრებს სერიოზული ნაკლოვანებებიც აქვთ: დავიწყოთ იმით, რომ ის საკმაოდ ძვირია, განსაკუთრებულ მოვლას საჭიროებს და გარდა ამისა, ყოველთვის არსებობს დაბალი ხარისხის მასალისგან დამზადების რისკი.
სწორედ ამიტომ ფინეთში ხალხი სულ უფრო ხშირად ირჩევს ე.წ. "კომბინირებულ ფანჯრებს". უმეტეს შემთხვევაში, ეს არის ალუმინისგან და ხისგან დამზადებული ორმაგი მინის ფანჯრები.

ასეთ ფანჯრებს ბევრი უპირატესობა აქვს: ის მარტივია მოსავლელად, არის მდგრადი, ესთეტიკურად ლამაზი, აქვს საუკეთესო იზოლაციაის და სითბოს შენარჩუნების უნარი. ერთი მთავარი მინუსი გახლავთ ის, რომ კომბინირებული ფანჯრების შეკეთება რთულია, მათი ჩარჩოები ძალიან მოცულობითია და დიზაინი რთულია. თუმცა, ყველა ეს მინუსი მეორეხარსიხოვანია ფასთან შედარებით - კომბინირებული ფანჯრები ძალიან, ძალიან ძვირია. თუმცა, ზემოთ ჩამოთვლილი უპირატესობების გათვალისწინებით, ხარისხი ამართლებს ამ ფასს.

კომენტარები

მარინა 2024-03-10 00:09
ხე მასალას ხელისუფლებაში მოკალათებული გალსტუკიანი ბნდები ტყეებს ჰყიდიან და არა კუბურ მეტრობით .ფანჯრები დააქცევს საქართველოს? ხალხს უამრავი მოწამვლისგან ათასნაირი დაავადებები დაეწყოთ .არაა გამორიცხული მეტალო პლასტმშის ფანჯრებმაც მოწამლონ საცხოვრებელი სახლები. ქავიკითხე რომ მეტალო პლასტმას3ბის კარ ფანჯრები ტოქსიკურიაო.
ლიანა 2024-02-19 21:28
ხო აბა რაააა, რათქმაუნდა ხეების განადგურება აკლია საქართველოს. ვერ ხედავთ წალეკა მიწამ ხალხი , ვერ გაძღა მეტყევეების მუცელი რო ხალხის ბედზე არ ითამაშოთ. გააღე ფანჯარა და შემოუშვი ჰაერი. ხის ბიზნესის წამოწევა მომინდომეს აქ ბიჭებმა. ხალხი რო იხოცება მაგ ხეების მოჭრით არაფერია ხო? მეთქვენ გეტყვით და დაიცავთ ხის მოჭრის წესებს.
ზურა 2024-02-19 19:13
მთავარი რაც ააქ უარყოფითი განსაკუთრებით სითბოში შხამიან გაზებს გამოყოფს
გია 2024-02-19 10:27
Თერმულად დამუᲨავებული ხე საᲗანადო მასალებიᲗ გაᲟᲦენᲗვის Შემდეგ არაფრიᲗ განსხვავდება მეტალოპლასტმასიგან.
ramaz Margvelashvili 2024-02-18 07:32
მეტალოპლასტმასის ფანჯრის პირველივე მინუსი ტყუილი გიწერიათ. 15 წელია მიყენია და კიდევ გაძლებს 35 წელი)))

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები