კუთხის დივანი სამზარეულოში - დადებითი და უარყოფითი მხარეები

რბილი ავეჯი ნებისმიერ ოთახს სიმყუდროვესა და კომფორტს მატებს, ამიტომაც ბოლო დროს ამ სახის ავეჯს სამზარეულოშიც ვხვდებით. პრაქტიკამ ცხადყო, რომ ეს საკმაოდ კარგი ვარიანტია, ადამიანი სამზარეულოშიც მოდუნდეს და თავი კომფორტულად იგრძნოს.


თუმცა არ დაგავიწყდეთ, რომ თუ გადაწყვეტთ სამზარეულოში კუთხის დივანი დაამონტაჟოთ, უნდა გაითვალისწინოთ რამდენიმე ფაქტორი და ჩვენ შევეცდებით ამ თემასთან დაკავშირებით კონკრეტული რჩევები მოგაწოდოთ.



პირველ რიგში სწორად უნდა შეირჩეს მოდელი და გემოვნებით შეერწყას დანარჩენ ინტერიერს. უნდა მოხდეს ოთახის ზონირება, გადაწყვიტოთ, სად და როგორ უნდა მოთავსდეს იგი. უმჯობესია ოთახი იყოს დიდი ზომის,
ან სტუდიოს ტიპის იყოს ინტერიერი, ამ შემთხვევაში დივანი შეიძლება იქცეს გამყოფ საზღვრად სასადილო და სამზარეულოს ზონებს შორის. იმ შემთხვევაში, თუ ფართი შეზღუდულია, ამ ამოცანის გადაჭრა ბევრად რთულდება, დივანი ისე უნდა მოათავსოთ, რომ სამზარეულოში გადაადგილება პრობლემას არ გიქმნიდეთ და გირჩევთ, მაგიდის ზომას და ფორმასაც მიაქციოთ ყურადღება. მაგიდა არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოს დიდი და მასიური. მაგიდა უნდა იყოს ძალიან მსუბუქი, რომლის გადადგმაც არ წარმოადგენს პრობლემას, უკეთესია, თუ ეს იქნება მაგიდა ტრანსფორმერი, რომელსაც ეცვლება სიმაღლისა და სიგანის პარამეტრები.


ყველაზე კარგი ვარიანტია, თუ კუთხის დივანი ოთახის კუთხეში, კარიდან მოშორებით იქნება განთავსებული.



კიდევ ერთი სირთულე, რაც უკავშირდება სამზარეულოში კუთხის დივნის დამონტაჟებას, გახლავთ თავად კონსტრუქციის ხარისხი. ამ შემთხვევაში პირველ ადგილზეა სავარძლის შალითა, ქსოვილი. ის ადვილად უნდა იხსნებოდეს და ირეცხებოდეს. სამზარეულო ხომ ისეთი ადგილია, სადაც საჭმელი მზადდება და ლაქებისგან დაზღვეული ვერ იქნებით, იქნება ეს ცხიმი თუ სხვა სახის ლაქა. ასე რომ, ამ შემთხვევაში დიზაინერები გირჩევენ შეიძინოთ არა ჩვეულებრივი რბილი დივანი, არამედ სპეციალურად სამზარეულოსა თუ სასადილო ოთახისთვის განკუთვნილი ავეჯი.


ასევე მნიშვნელოვანი საკითხია დივნის ფორმა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საუბარია დიდი ზომის მოდელებზე. რაც ნაკლები მეტალის თუ ხის ფეხი და აქსესუარი იქნება დივანს, მით უკეთესი იქნება. არსებობს მოდელები, რომლებიც მაგრდება კედელზე და მოსავლელად ძალიან ადვილია.


სამზარეულოსთვის ყველაზე კარგია პატარა ზომის ხის ავეჯის შეძენა. ეს საკმაოდ მყარი და საიმედო მასალაა და მოსავლელადც ძალიან ადვლია.

კომენტარები

გულნაზი 2023-12-17 23:19
რა ღირს კუთხის მდივნები ხის მასალით დამზადებული

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები