Ashley Homestore-ში საგაზაფხულო 40%-მდე ფასდაკლებები დაიწყო

Ashley Homestore-ში საგაზაფხულო 40%-მდე ფასდაკლებები დაიწყო
გრძე­ლი ზამ­თრის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, როცა ფან­ჯრებს ფარ­თოდ ვა­ღებთ და ყვე­ლა­ფე­რი ამ­წვა­ნე­ბას იწყებს, იმ გა­რე­მოს გა­ნახ­ლე­ბის დროც დგე­ბა, სა­დაც ყვე­ლა­ზე დიდ დროს ვა­ტა­რებთ.

გა­ზა­ფხუ­ლი რო­გორც გარ­დე­რო­ბის, ისე ინ­ტე­რი­ე­რის გა­ნახ­ლე­ბის სე­ზო­ნად მი­იჩ­ნე­ვა. სი­ახ­ლე კი ადა­მი­ანს ჰა­ე­რი­ვით სჭირ­დე­ბა, რათა ერ­თფე­რო­ვან­მა გა­რე­მომ მისი ცხოვ­რე­ბა მო­სა­წყე­ნი არ გა­ხა­დოს.

სწო­რედ ამი­ტომ, უმა­ღე­სი ხა­რის­ხის ამე­რი­კუ­ლი ავე­ჯი­სა და აქ­სე­სუ­ა­რე­ბის მწარ­მო­ე­ბელ­მა კომ­პა­ნი­ამ Ashley Homestore Georgia 1-ლი­დან 10 მარ­ტამ­დე 40%-მდე სა­გა­ზა­ფხუ­ლო აქ­ცია და­ი­წყო. აქ­ცია 15%-დან იწყე­ბა და შე­ძე­ნი­ლი ავე­ჯი­სა და აქ­სე­სუ­ა­რე­ბის რა­ო­დე­ნო­ბის მი­ხედ­ვით, 40%-მდე იზ­რდე­ბა.

გა­ნა­თე­ბა და აქ­სე­სუ­ა­რე­ბი




თუ გეგ­მავთ, რომ სა­გა­ზა­ფხუ­ლოდ მხო­ლოდ სახ­ლის დე­კო­რა­ცი­ე­ბი გა­ნა­ახ­ლოთ და არა ძი­რი­თა­დი ავე­ჯი, Ashley-ის ფას­დაკ­ლე­ბა სწო­რედ ამის სა­შუ­ლე­ბას მოგ­ცემთ. რამ­დე­ნი­მე ნივ­თის შე­ძე­ნის შემ­თხვე­ვა­ში, პრო­დუქ­ცი­ის ფასი იკ­ლებს და რე­ა­ლუ­რად, შე­საძ­ლე­ბე­ლია, მთე­ლი სახ­ლის გა­ნა­თე­ბა და აქ­სე­სუ­ა­რე­ბი ხელ­მი­საწ­ვდომ ფა­სად შე­იც­ვა­ლოს.

Ashley Homestore-ში დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა ენი­ჭე­ბა გა­ნა­თე­ბის თა­ნა­მედ­რო­ვე ტენ­დენ­ცი­ებს. მა­ღა­ზი­ა­ში წარ­მოდ­გე­ნი­ლია ყვე­ლა ის აქ­სე­სუ­ა­რი, რაც ბოლო პე­რი­ოდ­ში გახ­და ტრენ­დუ­ლი.

ამას­თან, სა­გა­ზა­ფხუ­ლოდ აქ­ტუ­ა­ლუ­რია პლე­დე­ბი­სა და ბა­ლი­შე­ბის გა­ნახ­ლე­ბაც, რომ­ლის ფარ­თო ასორ­ტი­მენტზეც შო­უ­რუმ­ში ასე­ვე 40%-მდე ფას­დაკ­ლე­ბა დაგ­ხვდე­ბათ.

მა­გი­და და სკა­მე­ბი



მა­გი­და და სკა­მე­ბი სახ­ლის ყვე­ლა­ზე ხში­რად მოხ­მა­რე­ბა­დი აქ­სე­სუ­ა­რე­ბია, რო­მე­ლიც სწრა­ფად ზი­ან­დე­ბა, იხა­ზე­ბა და ძველ ვი­ზუ­ალს კარ­გავს. ამას­თან, ყვე­ლა­ზე ხში­რად მოხ­მა­რე­ბა­დი ნივ­თე­ბის პე­რი­ო­დუ­ლად ცვლა გა­ნახ­ლე­ბის შეგძნე­ბას და ცხოვ­რე­ბის ხა­რის­ხის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბას უკავ­შირ­დე­ბა.

აქ­ცი­ის ფარ­გლებ­ში, Ashley Homestore-ის ხის მა­გი­და და 4 სკა­მი 1970 ლა­რის ნაც­ვლად, 1490 ლა­რით არის წარ­მოდ­გე­ნი­ლი.

რბი­ლი ავე­ჯის კომ­პლექ­ტი



ყე­ლა­ზე მა­ღა­ლი ხა­რის­ხის რბი­ლი ავე­ჯის ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ის ვა­დაც კი სა­შუ­ა­ლოდ, 15 წე­ლია. ეს ბევ­რია იმის­თვის, რომ ერთი ცხოვ­რე­ბა ერ­თფე­რო­ვან ინ­ტე­რი­ერ­ში გა­ა­ტა­რო. რბი­ლი ავე­ჯის შე­ძე­ნი­სას უნდა გა­ვით­ვა­ლის­წი­ნოთ მისი ხა­რის­ხიც, რად­გან მათი 2-3 წე­ლი­წად­ში ცვლაც, თან­ხის და­ზოგ­ვის კუ­თხით არ არის რე­კო­მენ­დე­ბუ­ლი.

Ashley-ის ავე­ჯში მხო­ლოდ ხის მა­სა­ლაა გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი, რაც ინ­ტე­რი­ერ­ში ჯან­საღ გა­რე­მოს ქმნის და გამ­ძლე­ო­ბას­თა­ნაც არის და­კავ­ში­რე­ბუ­ე­ლი. სა­გა­ზა­ფხუ­ლო აქ­ცი­ის ფარ­გლებ­ში, მისი კომ­პლექ­ტის ღი­რე­ბუ­ლე­ბა 5220 ლა­რის ნაც­ვლად, 3900 ლა­რია.

სა­ძი­ნებ­ლის კომ­პლექ­ტი



დი­ზა­ი­ნერ­თა უმე­ტე­სო­ბა გვირ­ჩევს, სა­ძი­ნე­ბე­ლი ნა­თელ ფე­რებ­ში მო­ვა­წყოთ. მათი თქმით, ეს ხა­ლი­სის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა­ში დაგ­ვეხ­მა­რე­ბა. ამას­თან, აუ­ცი­ლე­ბე­ლია, გა­რე­მო, სა­დაც გვძი­ნავს, ნა­ტუ­რა­ლუ­რი მა­სა­ლე­ბის­გან იყოს შექ­მნი­ლი და მავ­ნე ნივ­თი­ე­რე­ბე­ბი არ მოხ­ვდეს ორ­გა­ნიზ­მში.

გარ­და იმი­სა, რომ სინ­თე­ტი­კურ თეთ­რე­ულ­ში არ უნდა გვე­ძი­ნოს, სა­ძი­ნებ­ლის ავე­ჯიც ნა­ტუ­რა­ლუ­რი მა­სა­ლის­გან უნდა იყოს დამ­ზა­დე­ბუ­ლი.

რო­გორც Ashley Homestore-ში აღ­ნიშ­ნა­ვენ, ფას­დაკ­ლე­ბის ფარ­გლებ­ში, ხის ავე­ჯის სა­წო­ლის, ტუმ­ბო­სა და კო­მო­დის შე­ძე­ნა 4690 ლა­რის ნაც­ვლად, 3500 ლა­რად შეგ­ვიძ­ლია.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები