რა დავკიდოთ დივნის თავზე: საინტერესო ვარიანტები და სასარგებლო რჩევები

მისაღებში ლამაზი დივანი გიდგათ, თუმცა მის უკან კედელი ცარიელია? არა, ასე არ გამოგადგებათ, რამე უნდა შეცვალოთ, თანაც, სასწრაფოდ და ამაში ჩვენ დაგეხმარებით. ჩვენს მასალაში წაიკითხავთ რჩევებს, რომელიც ნებისმიერი ადამიანის გემოვნებას დააკმაყოფილებს.

თითქმის ყოველთვის დივანი ოთახის ცენტრალური ელემენტია, ცენტრალური თუ არა, რაც იშვიათად ხდება ხოლმე, აუცილებელი მაინც.
ყველაზე ხშირად დივანი კედელთან დგას ხოლმე, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ყურადღება სწორედ ამ კედელს უნდა მიექცეს. თუ ეს კედელი ცარიელია, ის არცთუ კარგად გამოიყურება.

როგორ გამოვასწოროთ შეცდომა? შემოგთავაზებთ საინტერესო იდეებს და ვარიანტებს. იმედი
გვაქვს, რომ ნებისმიერი ადამიანის გემოვნებას დავაკმაყოფილებთ.

სურათების გალერეა

როდესაც კედელი გაფორმებულია სხვადასხვა ზომის სურათებით. ეს საკმაოდ გავრცელებული ტრენდია.


მინი ბიბლიოთეკა

გიყვართ კითხვა? მაშინ ეს ვარიანტი სათქვენოა, ღია თაროებზე შეგიძლიათ განათავსოთ წიგნები, ეს ინტერიერსაც გაგილამაზებთ და პრაქტიკულიც იქნება. წიგნის წასაკითხად დივნიდან ადგომაც კი არ დაგჭირდებათ.


აბსტრაქტული ტილო

აბსტრაქტული ტილო იმით არის კარგი, რომ ის არ მოიცავს რაიმე კონკრეტულ გზავნილს, არ გადმოგცემთ რაიმე კონკრეტულ ისტორიას სწორხაზოვნად. ამ დროს არ აქვს მნიშვნელობა, გიყვართ თუ არა ხელოვნება, ასეთი ტილო ნებისმიერ მისაღებს გაალამაზებს და ამიტომაც ამ ვარიანტს ყველაზე ხშირად იყენებენ.




ხალიჩა

დიახ, დიახ, სწორედ ხალიჩა კედელზე, ეს ერთი შეხედვით უკვე მოძველებული და სასაცილო ვარიანტი თანამედროვე ინტერიერში თავიდან იძენს აქტუალობას. თუმცა ამ შემთხვევაში საუბარია არა დიდი ზომის მძმე ხალიჩაზე, არამედ დახვეწილ, მარტივ მოდელზე, რომელსაც ნადვილად შეუძლია თქვენი ინტერიერის გალამაზება.



სარკე

როგორი შეიძლება იყოს სარკე დივნის თავზე? ნებისმიერი - მრგვალი, კვადრატული, ოთხკუთხა, ოვალური. ამ აქსესუარის მთავარი უპირატესობა ის გახლავთ, რომ ვიზუალურად ადიდებს სივრცეს და განსაკუთრებით უხდება პატარა ზომის ოთახებს.



თარო


კიდევ ერთი კლასიკური ვარიანტი თაროა, რომელზეც შეგიძლიათ განათავსოთ პატარ-პატარა სუვენირები თუ თქვენი საყვარელი ნივთები, მცენარეები.


დიდი ზომის ფოტო

ეს კი კარგი ვარიანტია მისთვის, ვისაც ხარისხიანი ფოტოები უყვარს. თქვენი საყვარელი ფოტო დიდი ზომის ოთახს ნამდვილად გაგილამაზებთ და ორიგინალურიც იქნება.


რაღაც განსხვავებული
და ბოლოს ვარიანტი ყველაზე კრეატიული ადამიანებისთვის. როდესაც არ იცი, რა დაკიდო და უცებ ეს იდეა მოგივა თავში.




კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები