ყველაზე ტრენდული სტილი ავეჯში, რომელმაც საქართველოშიც ჰპოვა პოპულარობა

რა არის კაპიტონე?
თანამედროვე რბილი ავეჯი კაპიტონეს გარეშე წარმოუდგენელია. ეს გახლავთ სპეციფიური ტექნიკა, როდესაც თითქოს ღილები შალითაშია ჩაძირული. კაპიტონეს ტექნიკას საფუძველი მე-18 საუკუნეში ჩაეყარა საფრანგეთში. ევროპაში კი ფეხი მე-19 საუკუნის დასაწყისში მოიკიდა.
რბილი ავეჯის დეკორის ეს სტილი შემოიტანეს ხელოსნებმა, რომლებიც უნაგირებს ამზადებდნენ. ამიტომაც არის, რომ კაპიტონეს მეორენაირად ეტლის შალითას უწოდებენ. ეს დეფინიცია კი იქიდან მომდიბარეობს, რომ სწორედ ასეთი ვიზუალის გახლდათ ეტლის შიდა შალითები.
კაპიტონე არის რამდენიმე სახის: რომბირებული, კვადრატული და რთული.


გარდა ესთეტიკისა, ეს მეთოდი რბილ ავეჯს ბევრად კომფორტულსა და
მოხერხებულს ხდის. ის არის ძალიან რბილი, რაც თავის დროზე ეტლით მგზავრობის დროს მგზავრების უსაფრთხოებას უზრუნველყოფდა. ტერმინი კაპიტონე კი მომდინარეობს ფრანგული სიტყვიდან capitonner, რაც თარგმანში ავეჯის გადაკვრას ნიშნავს.

ეს დიზაინი იმდენად დახვეწილი და ელეგანტურია, რომ აქტუალობას დღევანდელ დღესაც არ კარგავს.


აღნიშნული სტილი წარმატებით გამოიყენება კლასიკური სტილის ავეჯის დიზაინის დროს. თანამედროვე ვარიანტებში ღილების მაგივრად იყენებენ პერლამუტრის, მინის და სხვა მსგავს ელემენტებს. შალითაში შეიძლება ხოლმე ჩაძირონ ასევე ნახევრად ძვირფასი, ბრჭყვიალა თვლები.



თანამედროვე დიზაინში კაპიტონე მხოლოდ ავეჯში როდი გამოიყენება. მაგალითად, ის ძალიან კარგად გამოიყენება ნებისმიერი ავეჯის ფასადის სახით.
კაპიტონე უხდება ბევრი ტიპის ქსოვილს, იქნება ეს ტყავი, აბრეშუმი, ხავერდი თუ სხვა. ეს ელემენტი ნებისმიერ კომპოზიციას ბევრად დახვეწილ და დასრულებულ ელფერს სძენს. ის შეიძლება ინტერიერის აქცენტადაც კი იყოს გამოყენებული. 








კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები